თეგი: კარლ ჰარცელი

კარლ ჰარცელმა ვაქცინის მესამე დოზა გაიკეთა

საქართველოში ევროკავშირის ელჩმა, კარლ ჰარცელმა ვაქცინის მესამე დოზა გაიკეთა. ინფორმაციას ამის შესახებ ევროკავშირის წარმომადგენლობა ავრცელებს. "ევროკავშირის ელჩმა კარლ ჰარცელმა და მისმა მეუღლემ საქართველოში ვაქცინის მესამე დოზა გაიკეთეს და მადლობა გადაუხადეს სამედიცინო პერსონალს COVID-19 პანდემიის წინააღმდეგ ბრძოლაში მათი თავდადებისა და უამრავი გადარჩენილი სიცოცხლისთვის“, - აღნიშნულია ინფორმაციაში.

კარლ ჰარცელი: რეგიონისთვის გადამწყვეტი მომენტია. მნიშვნელოვანია, არამხოლოდ პრინციპული პოზიციის გამოხატვა, არამედ, აჩვენო მზაობა მოქმედებისთვის

„ახლა უკრაინისთვის, საქართველოსთვის და რეგიონისთვის გადამწყვეტი მომენტია, მნიშვნელოვანია, არამხოლოდ პრინციპული პოზიცია და მხარდაჭერა გამოხატო, არამედ აჩვენო მზაობა მოქმედებისთვის, – ამის შესახებ საქართველოში ევროკავშირის ელჩმა კარლ ჰარცელმა ჟურნალისტებს განუცხადა. ელჩის თქმით, მიმდინარე მოვლენები უკრაინისთვის, საქართველოსთვის და ევროპისთვის ძალიან მნიშვნელოვანი მომენტია. „თქვენ იცით, რომ ახლა არის უკრაინისთვის, საქართველოსთვის და მთელი რეგიონისთვის ძალიან მნიშვნელოვანი მომენტი - გადამწყვეტი მომენტი ევროპისთვის, ევროკავშირისთვის. ამ გარემოებაში ძალიან მნიშვნელოვანია არამხოლოდ პრინციპული პოზიციისა და მხარდაჭერის გამეორება, არამედ ასევე გამოხატო მზაობა მოქმედებისთვის. თქვენ ნახეთ ევროკავშირის ძალიან მნიშვნელოვანი გზავნილი, რომ უკრაინის წინააღმდეგ შემდგომ აგრესიას ძალიან მძიმე შედეგები და მკაცრი საფასური მოჰყვება. ეს არის ძალიან მკაფიო გზავნილი და ევროკავშირი განაგრძობს მუშაობას სხვა სტრატეგიულ პარტნიორებთან ერთად, სიტუაციის დეესკალაციის მიზნით“, - აღნიშნა ევროკავშირის ელჩმა. კარლ ჰარცელის განცხადებით, საქართველოში ხელისუფლებამ, ასევე ცალკეულმა პირებმა უკრაინის მიმართ სოლიდარობა გამოხატეს და ეს ძალიან მნიშვნელოვანია, „ამის პარალელურად მნიშვნელოვანია უკრაინისა და უკრაინელი ხალხის მიმართ სოლიდარობის გამოხატვა. მე ეს აქ საქართველოშიც ვნახე, სოლიდარობის გამოხატვა როგორც ხელისუფლების, ასევე ცალკეული პირების მიერ. რაც შეეხება მიმდინარე განხილვებს, მივესალმები პარლამენტში რეზოლუციის პროექტს. მნიშვნელოვანია უკრაინის მიმართ სოლიდარობის გამოხატვა. როგორ უნდა იყოს ეს ფორმულირებული, პარლამენტის საქმეა და ამაზე კომენტარს ვერ გავაკეთებ“, - აღნიშნა კარლ ჰარცელმა „ინტერპრესნიუსის“ ცნობით.

კარლ ჰარცელი: სახელმწიფო ინსპექტორის სამსახური ვიზალიბერალიზაციის ერთ-ერთი პირობის ნაწილი იყო. მის გასაძლიერებლად მნიშვნელოვანი ინვესტიცია განვახორციელეთ

ევროკავშირი სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურთან დაკავშირებით ერთ-ერთი დაინტერესებული მხარეა, რომელმაც მისი შესაძლებლობების გასაძლიერებლად მნიშვნელოვანი ინვესტიცია განახორციელა. ამის შესახებ ევროკავშირის ელჩმა საქართველოში კარლ ჰარცელმა განაცხადა. „მე გამოვხატე სერიოზული შეშფოთება იმ პროცესთან დაკავშირებით, რაც სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურთან დაკავშირებით პარლამენტში ახალ წლამდე დაიწყო, რაც ჩვენ ძალიან დაჩქარებულ პროცესად შევაფასეთ, რომელიც არ იყო საკმარისად ინკლუზიური და მასში ყველა დაინტერესებული მხარე არ იყო ჩართული“. „გარდა იმისა, რომ შეკითხვები გვქონდა პროცესის არსზე, მე ასევე განვაცხადე, რომ ევროკავშირი არის დაინტერესებული მხარე ამ სამსახურთან დაკავშირებით, რომელიც საქართველო-ევროკავშირის ვიზალიბერალიზაციის ერთ-ერთი პირობის ნაწილი იყო. ჩვენ ამ ინსტიტუტის ექსპერტიზის და შესაძლებლობების გასაძლიერებლად მნიშვნელოვანი ინვესტიცია განვახორციელეთ. ეს არის მნიშვნელოვანი ინსტიტუტი, რომელიც როგორც დემოკრატიული ლანდშაფტის ნაწილი, ახორციელებს კონტროლსა და ბალანსს. იმედი გვაქვს, რომ ის შეშფოთება, რაც გამოითქვა გათვალისწინებული და ასახული იქნება, როდესაც პროცესი გაგრძელდება“, - განაცხადა ევროკავშირის ელჩმა მედიასთან. ასევე წაიკითხეთ სახელმწიფო ინსპექტორის სამსახური უქმდება - პარლამენტმა კანონი დაამტკიცა.

საქართველოში ევროკავშირის ელჩი: მნიშვნელოვანია, ვიყოთ დარწმუნებული, რომ სააკაშვილის ჯანმრთელობასთან დაკავშირებით შესაბამისი ზომებია მიღებული

საქართველოში ევროკავშირის ელჩის კარლ ჰარცელის განცხადებით, პარლამენტში პოლიტიკური პარტიების გადასაწყვეტია, როგორ განვითარდება მოვლენები მიხეილ სააკაშვილის საქმეზე დროებითი საგამოძიებო კომისიის შექმნასთან დაკავშირებით. „პარლამენტში პოლიტიკური პარტიების გადასაწყვეტია, თუ როგორი განვითარება მოჰყვება საგამოძიებო კომისიასთან დაკავშირებულ საკითხს“, – განაცხადა კარლ ჰარცელმა. ჰარცელმა მიხეილ სააკაშვილის ჯანრთელობის მდგომარეობის შესახებაც ისაუბრა და აღნიშნა, რომ ევროკავშირი ყურადღებით აკვირდება მოვლენათა განვითარებას. მისივე თქმით, ძალიან მნიშვნელოვანია, რომ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობის უზრუნველსაყოფად შესაბამისი ზომები იქნას მიღებული. შეგახსენებთ, რომ თანხების გაფლანგვის საქმეზე მიხეილ სააკაშვილის სასამართლო პროცესი ამ დროისთვის მიმდინარეობს. აღნიშნულ საქმეზე, რომელსაც საზოგადოება ე.წ. პიჯაკების საქმედ იცნობს, მიხეილ სააკაშვილთან ერთად ბრალდებულია სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის ყოფილი უფროსი თეიმურაზ ჯანაშიაც. ამასთან, პროკურატურა ბრალდებულებს საბიუჯეტო თანხის დიდი ოდენობით - 9 მილიონი ლარის ჯგუფურად გაფლანგვას ედავება.

ევროკავშირის ელჩი: არ დავიღლებით და ხელს არ ჩავიქნევთ, მაგრამ ქვეყნის კონსოლიდაცია საქართველოს და ქართველების მიერ უნდა მოხდეს

„ევროკავშირი ყოველთვის საქართველოს მხარეს იქნება, ჩვენ არ დავიღლებით და ხელს არ ჩავიქნევთ, მაგრამ ქვეყნის კონსოლიდაცია უშუალოდ, საქართველოს და ქართველების მიერ უნდა მოხდეს“, ამის შესახებ ევროკავშირის ელჩმა კარლ ჰარცელმა 19 აპრილის შეთანხმების შესრულების ანგარიშის პრეზენტაციაზე განაცხადა, რომელიც ოთხმა არასამთვრობო ორგანიზაციამ მოამზადა. ელჩს ჰკითხეს, რამდენად შესაძლებელია ფასილიტაციის როლი კვლავ იკისროს ევროკავშირმა. კარლ ჰარცელმა აღნიშნა, რომ ამ შემთხვევაში მნიშვნელოვანია, დიალოგი შედეგიანი და ადგილობრიდ დონეზე კი, ამისთვის მზაობა იყოს. „სუნთქვა შეკრული ვიქნები, როგორ შეგვიძლია, დავარწმუნოთ ევროპული საბჭოს პრეზიდენტი, რომ ისევ მოირგოს ფასილიტაციის როლი - ეს არის შეკითხვა, რომელზეც მე პასუხი არ მაქვს. თუ ჩვენ ფასილიტაციის როლი გვაქვს იმისთვის, რომ დიალოგი შედეგიანი იყოს, ყოველთვის აქ ვიქნებით, მაგრამ ადგილობრივ დონეზე უნდა არსებობდეს მფლობელობის განცდა, რადგან საბოლოო ჯამში, ვერ იქნება შეთანხმება, რომლის მიმართაც ხელმომწერებს საკუთრების განცდა არ აქვთ. ეს იქნება მნიშვნელოვანი“, - აღნიშნა ევროკავშირის ელჩმა. ამ კონტექსტში ჰარცელმა პრეზიდენტის ინიციატივა ახსენა, რომელიც მისი შეფასებით, გარკვეულწილად, გზაა დაბრკოლებებსა და გამოწვევებთან სამუშაოდ და ევროკავშირი ამ პროცესს აკვირდება. „ვნახავთ, ეს იქნება ალბათ კარგი გზა და ნაბიჯ-ნაბიჯ ჩვენ შევძლებთ, რომ უფრო თანმიმდევრული იყოს ორივე მხარესთან მუშაობა“, - განაცხადა ევროკავშირის ელჩმა. ამასთნ, კარლ ჰარცელმა შესაბამისი შეკითხვის საპასუხოდ განაცხადა, რომ ძალიან რელევანტურია მართლაც ვიფიქროთ, რის მიღწევას ვცდილობთ და რაზე იყო ეს შეთანხმება. „როდესაც ვმუშაობდი ხავიერ სოლასთან, მისი საყვარელი გამოთქმა იყო, თქვენ უნდა ითამაშოთ წესების მიხედვით და არა წესებთან...ძალიან მნიშვნელოვანია ისეთი გარემოს შექმნა, სადაც ყველას მიაჩნია, რომ მაგალითად, ამ თუ იმ ნაბიჯით შეიძლება, ჩვენ წინ წავიდეთ“, - აღნიშნავს ელჩი. აქვე კითხვას სვამს, რა უნდა გაკეთდეს ამის შემდეგ, ელჩი მიიჩნევს, რომ უნდა ვცადოთ ნდობის ხელახლა დამკვიდრება. ხოლო, როდესაც ვსაუბრობთ საერთაშორისო პარტნიორების ჩართვაზე და იმაზე, რომ საქართველო სწორი მიმართულებით წავიდეს, კარლ ჰარცელის აზრით, მნიშვნელოვანია, რეფორმების განხორციელება, მაგალითად, სასამართლოს რეფორმა, რომელიც ევროკავშირის ელჩის შეფასებით, უმნიშვნელოვანესია. აქვე დიპლომატი მიესალმა უკანასკნელი კვლევის შედეგებს, რომლის თანახმად, ევროკავშირში გაწევრიანებას 80% ემხრობა. ამასთან, მიუთითა იმაზე, რომ მხოლოდ სიტყვები საკმარისი არი არის და საქმის კეთება უფრო ბევრზე მეტყველებს. ელჩმა წინსვლის მისწრაფების შენარჩუნების მნიშვნელობას გაუსვა ხაზი, თავის მხრივ კი, ამ მიმართულებით საქართველოს მხარდაჭერა აღუთქვა.

ევროკავშირის ელჩი: სამწუხაროა, რომ შარლ მიშელის შეთანხმების ყველა ვალდებულება არ შესრულდა

ევროკავშირის ელჩმა კარლ ჰარცელმა 19 აპრილის შეთანხმებასთან დაკავშირებით კიდევ ერთხელ ისაუბრა და სინანული გამოთქვა, რომ დოკუმენტით განსაზღვრული ყველა ვალდებულება არ შესრულდა. კარლ ჰარცელმა საქართველოს დემოკრატიული გზისა და ევროინტეგრაციისკენ მისწრაფების განმტკიცებისთვის ამ შეთანხმების მნიშვნელობას გაუსვა ხაზი. ევროკავშირის ელჩის შეფასებით, 19 აპრილის შეთანხმება იმაზე მეტი იყო, ვიდრე იმ მომენტში პოლიტიკური კრიზისის გადაჭრა მოკლევადიან პერსპექტივაში. ეს ეხებოდა შემდგომში ევროინტეგრაციისკენ მისწრაფების გაძლიერებას, რომელსაც საქართველოს მოსახლეობის 80 პროცენტზე მეტი იზიარებს, ეს იყო დადებითი სიგნალი საქართველოს სტრატეგიულ არჩევანთან დაკავშირებით. „ჩემთვის ძალიან სამწუხაროა, რომ ყველა ვალდებულება, რომელიც აღებული იყო, არ განხორციელდა ბოლომდე, საქართველოს დემოკრატიული გზის ხელშესაწყობად. მეორე, მნიშვნელოვანია შეთანხმების არსი, რომელიც ეფუძნება რეფორმებს და პოლიტიკურ ვალდებულებებს. ეს არის რეფორმები, რომლებიც საქართველოს სჭირდება იმისთვის, რომ გაუმჯობესდეს მმართველობა, რომ ემსახუროს უკეთ თავის ხალხს და ასევე წინ გადადგას ნაბიჯები ევროინტეგრაციის მიმართულებით. ეს რეფორმები ეხება არჩევნების ხარისხს და სტანდარტს, ეს ეხება კანონის უზენაესობას და პოლიტიკური გადაწყვეტილებების მიღების კულტურას, რაც ფუნდამენტია ნებისმიერი დემოკრატიისთვის. ეს უფრო რელევანტურია დღეს, ვიდრე არასდროს, რომ დავძლიოთ ეს გამოწვევები", - აღნიშნა კარლ ჰარცელმა. მანვე ყურადღება გაამახვილა საგარეო საფრთხეებზე და აქედან გამომდინარე, პარტნიორების მხრიდან ქვეყნის შიგნით დემოკრატიული ინსტიტუტების გაძლიერების საჭიროებაზე მიუთითა. „ჩვენ ევროპულ უსაფრთხოებასთან დაკავშირებით საფრთხეს ვაწყდებით, რომელიც რუსეთისგან მომდინარეობს და ჩვენ გვაქვს მოლოდინი, რომ ჩვენმა პარტნიორებმა შიგნით უზრუნველყონ დემოკრატიული ინსტიტუტების გაძლიერება და მშენებლობა. დემოკრატია ფუფუნება არ არის, დემოკრატია მშვიდობის დროს უნდა იყოს დაცული და აუცილებელია, დღეს უზრუნველვყოთ მისი სიძლიერე და უფრო ძლიერი გავხადოთ ხვალ. 19 აპრილის შეთანხმება იმაზე მეტი იყო, ვიდრე იმ მომენტში პოლიტიკური კრიზისის გადაჭრა მოკლევადიან პერსპექტივაში. ეს ეხებოდა შემდგომში ევროინტეგრაციისკენ მისწრაფების გაძლიერებას, რომელსაც საქართველოს მოსახლეობის 80 პროცენტზე მეტი იზიარებს. ეს იყო დადებითი სიგნალი საქართველოს სტრატეგიულ არჩევანთან დაკავშირებით, რომ ჩვენ ამაყად ვიდგეთ ევროპის დემოკრატიულ ოჯახში. ეს საგზაო რუკა ჯერ კიდევ აქ არის და საქართველოს ხელისუფლებისთვის შესაძლებელია, რომ ისარგებლოს ამით. ეს ასევე მნიშვნელოვანია ოპოზიციისთვის, რომ კონსტუქციულად და აქტიურად იმუშაოს. მე არ ვიტყვი, რომ 19 აპრილის შეთანხმება არის ერთადერთი გზა საქართველოსთვის, რომ წინ წავიდეს ევროინტეგრაციის მიმართულებით და მისდიოს ევროპულ მისწრაფებებს. ის გვთავაზობს ამის გაკეთების დამაჯერებელ გზას. თუ არა ამ გზით, მაშინ რომელი გზით? - უნდა დავსვათ ეს კითხვა, რომელიც გაამყარებს პასუხს“, - აღნიშნა ევროკავშირის ელჩმა. ცნობისთვის, ივლისში, ,,ქართულმა ოცნებამ" დოკუმენტის გაფორმებიდან ასი დღის შემდეგ განაცხადა, რომ 19 აპრილის შეთანხმებამ თავი ამოწურა. თავად შეთანხმება მოიცავდა ისეთ საკითხებს, როგორიცაა, სასამართლოს დამოუკიდებლობა, საარჩევნო სისტემის გაუმჯობესება და ძალაუფლების განაწილება პარლამენტში. ევროპული საბჭოს და საქართველოს პრეზიდენტების ერთობლივ წერილში ნათქვამი იყო, რომ ეს შეთანხმება გამარჯვებაა როგორც საქართველოსთვის, ისე ევროკავშირისთვის და ის გზას უხსნის ევროკავშირთან უფრო მჭიდრო თანამშრომლობას.

ევროკავშირის ელჩი: ევროკავშირი საქართველოს უმსხვილესი სავაჭრო პარტნიორია, მაგრამ პროგრესი ჯერ კიდევ ლოკოკინის ტემპით მიდის

ევროკავშირის სურვილია, რომ საქართველომ მაქსიმალურად ისარგებლოს ღრმა და ყოვლისმომცევლი თავისუფალი სავაჭრო სივრცის შესახებ შეთანხმებით და ჩვენ, ამ მიზნის მისაღწევად, დაუღალავად ვმუშაობთ. ამის შესახებ ევროკავშირის ელჩი კარლ ჰარცელი აცხადებს.  მისი თქმით, ბოლო წლების განმავლობაში, ექსპორტის გაზრდის კუთხით, მნიშვნელოვანი პროგრესი აღინიშნებოდა, როგორც საქართველოდან ევროკავშირში, ისე ევროკავშირიდან საქართველოს მიმართულებით.   ასევე, გაუმჯობესდა ქართული პროდუქციის სტანდარტები, რამაც სარგებელი მოიტანა, როგორც ქართველი მომხმარებლისთვის, ისე საქართველოდან ექსპორტის საკეთილდღეოდ. "დღეს, ევროკავშირი საქართველოს უმსხვილესი სავაჭრო პარტნიორია, მაგრამ, მიუხედავად ჩვენი საერთო მიღწევებისა, მე, როგორც მოუთმენელ ადამიანს, არ შემიძლია, ზოგჯერ, არ დავფიქრდე იმაზე, რომ პროგრესი ჯერ კიდევ ლოკოკინის ტემპით მიდის. ამ თემასთან დაკავშირებით, საგანგებოდ მინდა აღვნიშნო ის პროდუქტი, რომელიც სულ ახლახანს შევიდა ევროკავშირის ბაზარზე - ლოკოკინები! შესაძლოა, თქვენ ის ადამიანი ბრძანდებით, რომელიც სათანადოდ აფასებს ამ დელიკატესს? პირადად მე, მოდი ასე ვთქვათ, ამ პროდუქტის ზომიერი მომხმარებელი ვარ. თუმცა, ევროპის ზოგიერთ ნაწილში მასზე მაღალი მოთხოვნაა და ვიმედოვნებ, რომ საქართველოში დღეს არსებული 50-მდე ლოკოკინის  ფერმა ამ ახალი შესაძლებლობით ისარგებლებს. ამასობაში, ჩვენ გავაგრძელებთ აქტიურ მუშაობას, რათა მომავალი თვეებისა და წლების განმავლობაში მაქსიმალურად შევუწყოთ ხელი  ევროკავშირის ბაზარზე შესულიახალი ქართული პროდუქტების გაძლიერებას. ევროკავშირის სურვილია, რომ საქართველომ მაქსიმალურად ისარგებლოს ღრმა და ყოვლისმომცველი თავისუფალი სავაჭრო სივრცის შესახებ შეთანხმებით და ჩვენ, ამ მიზნისმისაღწევად, დაუღალავად ვმუშაობთ. ბოლო წლების განმავლობაში, ექსპორტის გაზრდის კუთხით, მნიშვნელოვანი პროგრესი აღინიშნებოდა, როგორც საქართველოდან ევროკავშირში, ისე ევროკავშირიდან საქართველოს მიმართულებით. ასევე, გაუმჯობესდა ქართული პროდუქციის სტანდარტები, რამაც სარგებელი მოიტანა როგორც ქართველი მომხმარებლისთვის, ისე საქართველოდან ექსპორტის საკეთილდღეოდ. დღეს, ევროკავშირი საქართველოს უმსხვილესისავაჭრო პარტნიორია, მაგრამ, მიუხედავად ჩვენი საერთო მიღწევებისა, მე, როგორც მოუთმენელ ადამიანს, არ შემიძლია, ზოგჯერ, არ დავფიქრდე იმაზე, რომ პროგრესი ჯერ კიდევ ლოკოკინას ტემპით მიდის. ამ თემასთან დაკავშირებით, საგანგებოდ მინდა აღვნიშნო ის პროდუქტი, რომელიც სულ ახლახან შევიდა ევროკავშირის ბაზარზე - ლოკოკინები! შესაძლოა, თქვენ ის ადამიანი ბრძანდებით, რომელიც სათანადოდ აფასებს ამ დელიკატესს? პირადად მე, მოდი ასე ვთქვათ, ამ პროდუქტის ზომიერი მომხმარებელი ვარ. თუმცა, ევროპის ზოგიერთ ნაწილში მასზე მაღალი მოთხოვნაა და ვიმედოვნებ, რომ საქართველოში დღეს არსებული 50-მდე ლოკოკინას ფერმა ამ ახალი შესაძლებლობით ისარგებლებს. ამასობაში, ჩვენ გავაგრძელებთ აქტიურ მუშაობას, რათა მომავალი თვეებისა დაწლების განმავლობაში მაქსიმალურად შევუწყოთ ხელი ევროკავშირის ბაზარზე შესული ახალი ქართული პროდუქტების გაძლიერებას", - აღნიშნავს კარლ ჰარცელი. 

კარლ ჰარცელი: სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის ნაჩქარევად დაშლის მიზეზებს კვლავ ვერ ვხედავთ

ევროკავშირის ელჩის განცხადებით, უსაფრთხოების სექტორზე ეფექტიანი დემოკრატიული ზედამხედველობა და მონაცემთა სათანადო დაცვა საქართველოს იმ ვალდებულებებად რჩება, რომლებზეც ქვეყანა პასუხისმგებლია. კარლ ჰარცელის თქმით, ეს აუცილებელია იმისთვის, რომ ევროკავშირმა გამოხატოს ნება და იპოვოს შესაძლებლობა, დაეხმაროს საქართველოს ძირითად სფეროებში რეფორმების განხორციელებაში. „ჩვენ კვლავ ვერ ვხედავთ გასული წლის დეკემბერში, სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის მოულოდნელად და ნაჩქარევად დაშლის და სახელმწიფო ინსპექტორის მანდატის ვადამდე შეწყვეტის ობიექტურ მიზეზებს. პარლამენტის მიერ გუშინ მიღებული დანიშვნებს ვითვალისწინებთ, თუმცა საკონსტიტუციო სასამართლოში მიმდინარე სააპელაციო პროცესის შედეგებს დაველოდებით. უსაფრთხოების სექტორზე ეფექტიანი დემოკრატიული ზედამხედველობა და მონაცემთა სათანადო დაცვა საქართველოს იმ ვალდებულებებად რჩება, რომლებზეც ქვეყანა პასუხისმგებლია. ეს აუცილებელია იმისთვის, რომ ევროკავშირმა გამოხატოს ნება და იპოვოს შესაძლებლობა, დაეხმაროს საქართველოს ძირითად სფეროებში რეფორმების განხორციელებაში. „რაც შეეხება გადაწყვეტილებას რამდენიმე ოპოზიციური მანდატის შეწყვეტის თაობაზე, გუშინდელი პოლიტიკური არჩევანი გაკეთდა იმ პრინციპების საფუძველზე, რომელთა განხილვას არ დავიწყებ, თუმცა, შესაძლოა, ეს არჩევანი პარლამენტში პოლიტიკური ინკლუზიურობისა და დემოკრატიული პლურალიზმის ხარჯზე მოხდა. ევროკავშირი კვლავ მოუწოდებს ყველა მხარეს, გამოიყენონ პარლამენტი, როგორც მთავარი პლატფორმა პოლიტიკური დებატებისთვის და პოლიტიკური მიზნების წინ წასაწევად“, - აღნიშნავს კარლ ჰარცელი. სპეციალურ საგამოძიებო სამსახურს კოკა კაციტაძე, პერსონალურ მონაცემთა დაცვის სამსახურს კი, ლელა ჯანაშვილი უხელმძღვანელებს

კარლ ჰარცელი ოპოზიციონერი დეპუტატებისთვის მანდატის შეწყვეტაზე: შესაძლოა, ეს არჩევანი პარლამენტში პოლიტიკური ინკლუზიურობისა და დემოკრატიული პლურალიზმის ხარჯზე მოხდა

ევროკავშირი კვლავ მოუწოდებს ყველა მხარეს, გამოიყენონ პარლამენტი, როგორც მთავარი პლატფორმა პოლიტიკური დებატებისთვის და პოლიტიკური მიზნების წინ წასაწევად. ამის შესახებ კარლ ჰარცელი ოპოზიციონერების სადეპუტატო უფლებამოსილების შეწყვეტასთან დაკავშირებით აცხადებს. „რაც შეეხება გადაწყვეტილებას რამდენიმე ოპოზიციური მანდატის შეწყვეტის თაობაზე, გუშინდელი პოლიტიკური არჩევანი გაკეთდა იმ პრინციპების საფუძველზე, რომელთა განხილვას არ დავიწყებ, თუმცა, შესაძლოა, ეს არჩევანი პარლამენტში პოლიტიკური ინკლუზიურობისა და დემოკრატიული პლურალიზმის ხარჯზე მოხდა. ევროკავშირი კვლავ მოუწოდებს ყველა მხარეს, გამოიყენონ პარლამენტი, როგორც მთავარი პლატფორმა პოლიტიკური დებატებისთვის და პოლიტიკური მიზნების წინ წასაწევად“, - აღნიშნავს კარლ ჰარცელი. 15 თებერვალს, პარლამენტის ოპოზიციონერ წევრებს სადეპუტატო უფლებამოსილება შეუწყდათ.

ევროკავშირის ელჩი საქართველოში: კახეთში ჩემს ორდღიან ვიზიტს მანავის ციხიდან ვიწყებ

ევროკავშირის ელჩი საქართველოში კარლ ჰარცელი და რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრის მოადგილე მზია გიორგობიანი კახეთის რეგიონს ეწვივნენ. ვიზიტი მანავის ციხეში დაიწყო, სადაც ელჩმა ევროკავშირის მიერ დაფინანსებული, ახლადრეაბილიტირებული გზა მოინახულა. „კახეთში ჩემს ორდღიან ვიზიტს მანავის ციხიდან ვიწყებ. მოვინახულებ სხვადასხვა პროექტს, რომელსაც ჩვენ, რეგიონის განვითარების ხელშესაწყობად, ცენტრალურ და ადგილობრივ ხელისუფლებასთან, სამოქალაქო საზოგადოებასა და ბიზნესის წარმომადგენლებთან ერთად ვახორციელებთ“, - განაცხადა ევროკავშირის ელჩმა საქართველოში, კარლ ჰარცელმა ჟურნალისტებთან საუბრისას. მისი თქმით, ეს არის ევროკავშირის იმ დიდი მიზნის ნაწილი, რომელიც ქვეყნის რეგიონების თანაბარ განვითარებას ითვალისწინებს.

ევროკავშირის ელჩი: სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის გაუქმებაზე წუხილს აშშ და ევროპის საბჭოც იზიარებენ

სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის მიმართ საჭიროა განსაკუთრებულად ფრთხილი და გამჭვირვალე დამოკიდებულება, რაც ჩვენ ვერ დავინახეთ, - ეს განცხადება ევროკავშირის ელჩმა ჟურნალისტებთან კახეთში გააკეთა. კარლ ჰარცელის თქმით, ამ სამსახურის გაუქმებაზე წუხილს აშშ და ევროპის საბჭოც იზიარებენ. ასევე წაიკითხეთ: კარლ ჰარცელი: სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის ნაჩქარევად დაშლის მიზეზებს კვლავ ვერ ვხედავთ „სახელმწიფო ინსპექტორის სამსახური არის ფუნდამენტური ინსტიტუტი კონტროლის და ბალანსის უზრუნველსაყოფად და მის მიმართ საჭიროა განსაკუთრებულად ფრთხილი და გამჭვირვალე დამოკიდებულება, რაც ჩვენ ვერ დავინახეთ გასული წლის ბოლოს და რაც შემაშფოთებელია ჩვენთვის, რადგან ფუნდამენტურად აუცილებელია, რომ მსგავს ინსტიტუტს სათანადოდ ფუნქციონირების საშუალება ჰქონდეს. ეს არის ინსტიტუტი, რომელშიც ევროკავშირმა დიდი ძალისხმევა და ფინანსური რესურსი ჩადო. ამასთან დაკავშირებით, შეშფოთება გამოხატა არამხოლოდ ევროკავშირმა, არამედ შეერთებულმა შტატებმაც, გაერომ, ევროპის საბჭომ", - განუცხადა ელჩმა ჟურნალისტებს. საქართველოს სახალხო დამცველის ნინო ლომჯარიას განცხადებით, 18 თებერვალს ეუთო/ოდირმა სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის გაუქმების თაობაზე კანონთან დაკავშირებით სამართლებრივი მოსაზრება წარმოადგინა, სადაც კრიტიკულად არის შეფასებული განხორციელებული ცვლილებები. მისი თქმით, ეუთო/ოდირი ითხოვს, შეჩერდეს სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურთან დაკავშირებული საკანონმდებლო ცვლილებების მოქმედება, ხოლო იმ შემთხვევაში, თუ კანონის მოქმედება არ შეჩერდება, ეუთო/ოდირის მოთხოვნაა, მოქმედი სახელმწიფო ინსპექტორი და მისი მოადგილეები უფლებამოსილების ვადაში დარჩნენ თანამდებობაზე. კანონი, რომელიც სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურს აუქმებს და ორ ახალ სტრუქტურას ქმნის, საქართველოს პარლამენტმა დაჩქარებული წესით, 2021 წლის 30 დეკემბერს მიიღო. შესაბამისად, პირველი მარტიდან თანამდებობას ტოვებენ სახელმწიფო ინსპექტორი ლონდა თოლორაია და მისი მოადგილეები. 7 თებერვალს, ამერიკის ელჩი კელი დეგნანი პარლამენტის თავმჯდომარეს შეხვდა, რის შემდეგაც იმედი გამოთქვა, რომ ამჟამინდელ სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურიდან დათხოვნასთან დაკავშირებით, საკონსტიტუციო სასამართლოში შეტანილი სარჩელის განხილვა დასრულდება, ვიდრე ახალი დანიშვნები მოხდება. ასევე წაიკითხეთ სპეციალურ საგამოძიებო სამსახურს კოკა კაციტაძე, პერსონალურ მონაცემთა დაცვის სამსახურს კი, ლელა ჯანაშვილი უხელმძღვანელებს ლონდა თოლორაია: ეს არის სადამსჯელო ოპერაცია სახელმწიფო ინსპექტორი აცხადებს, რომ მისთვის უწყების „გაუქმების“ შესახებ ინფორმაცია სიურპრიზი იყო კელი დეგნანი: სპეციალური საგამოძიებო სამსახურისა და მონაცემთა დაცვის სამსახურის ხელმძღვანელები დამოუკიდებლები უნდა იყვნენ სახელმწიფო ინსპექტორის სამსახური უქმდება - პარლამენტმა კანონი დაამტკიცა. შალვა პაპუაშვილი: სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის შესახებ კანონთან დაკავშირებით ვეტოს საფუძველი აღარ არსებობს

კარლ ჰარცელი: მარტივი მათემატიკური ფაქტია, რაც უფრო ნაკლები მანდატია პარლამენტში, მით უფრო ნაკლებია პლურალიზმი პარლამენტში

საქართველოში ევროკავშირის ელჩმა დეპუტატებისთვის უფლებამოსილების შეწყვეტის საკითხზე მედიასთან კიდევ ერთი კომენტარი გააკეთა. კარლ ჰარცელს მმართველი გუნდის წარმომადგენლის განცხადებების შეფასება სთხოვეს. „ორი კომენტარი გავაკეთე, ერთი ეხებოდა სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურს, მეორე  - ოპოზიციის მანდატების გაუქმების საკითხს. გულწრფელად რომ გითხრათ, არ მესმის რა იყო არასამართლიანი ამ განცხადებებში და ამიტომ ამ კომენტარებზე კომენტარის გაკეთება გამიჭირდება. ვიტყვი მხოლოდ იმას, რომ მარტივი მათემატიკური ფაქტია, რაც უფრო ნაკლები მანდატია პარლამენტში, მით უფრო ნაკლებია პლურალიზმი პარლამენტში. ევროკავშირი ძალიან ბევრს მუშაობს იმისთვის რომ, პარლამენტი იყოს რაც შეიძლება ინკლუზიური, რაც გათვალისწინებული იყო 19 აპრილის შეთანხმებით. ვნახოთ, რა იქნება ამის შედეგები, როგორ აისახება შემდგომ საპარლამენტო მუშაობაზე, მათ შორის ფრაქციების დაკომპლექტებაზე და ა.შ.“, - განაცხადა ევროკავშირის ელჩმა. 15 თებერვალს, პარლამენტის ოპოზიციონერ წევრებს სადეპუტატო უფლებამოსილება შეუწყდათ. ასევე წაიკითხეთ: კარლ ჰარცელი ოპოზიციონერი დეპუტატებისთვის მანდატის შეწყვეტაზე: შესაძლოა, ეს არჩევანი პარლამენტში პოლიტიკური ინკლუზიურობისა და დემოკრატიული პლურალიზმის ხარჯზე მოხდა 17 თებერვალს ფრაქცია „ქართული ოცნების" თავმჯდომარემ მამუკა მდინარაძემ განაცხადა, რომ კატეგორიულად არ ეთანხმება ევროკავშირის ელჩის შეფასებას დეპუტატებისთვის უფლებამოსილების შეწყვეტის საკითხზე: „არც ბატონმა კარლმა არ იმსჯელა იმ ობიექტური კრიტერიუმებიდან და გარემოებებიდან გამომდინარე, რაც ამ გადაწყვეტილებას დაედო საფუძვლად... არც მიზანშეწონილობაზე ჰქონდა სწორი შეფასება და არც სამართლებრივ საფუძველზე. აქედან გამომდინარე, მას კატეგორიულად არ ვეთანხმები“.

ევროკავშირის წევრი ქვეყნების ელჩებმა უკრაინის წინააღმდეგ რუსეთის სამხედრო აგრესია დაგმეს

25 თებერვალს, ევროკავშირის ელჩმა კარლ ჰარცელმა ევროკავშირის წევრი ქვეყნების ელჩების შეხვედრაზე უკრაინის ელჩს იგორ დოლგოვს უმასპინძლა. ელჩებმა უკრაინის მთავრობისა და მოსაახლეობისადმი ევროკავშირის სოლიდარობა გამოხატეს. განიხილეს უკრაინაში მიმდინარე სიტუაცია და გამოხატეს ევროკავშირის სრული სოლიდარობა უკრაინის მოსახლეობისადმი. ელჩებმა დაგმეს რუსეთის საფუძველს მოკლებული და გაუმართლებელი სამხედრო აგრესია უკრაინის წინააღმდეგ და გამოხატეს ღრმა მწუხრება ადამიანების დაღუპვისა და ტანჯვის გამო. ევროკავშირი და მისი წევრი ქვეყნები განაგრძობენ რუსეთის აგრესიაზე მკაცრ რეაგირებას, მათ შორის მიზანმიმართული შემზღუდავი ზომების დაწესებისა და უკრაინის მხარდაჭერის საშუალებით. ინფორმაცია ევროკავშირის წარმომადგენლობამ გაავრცელა. 24 თებერვალს, დილით, რუსეთის პრეზიდენტმა პუტინმა დონბასში „სპეციალური სამხედრო ოპერაციის" ჩატარების შესახებ გამოაცხადა. პუტინის თქმით, ამ ოპერაციის მიზანია, „დაიცვას ადამიანები", რომლებიც რვა წლის განმავლობაში განიცდიან „გენოციდს კიევის რეჟიმის მხრიდან“. უკრაინის ტერიტორიაზე სამხედრო ოპერაციის დაწყებამდე, 21 თებერვალს, რუსეთის პრეზიდენტმა ლუგანსკის და დონეცკის ე.წ. სახალხო რესპუბლიკების „დამოუკიდებლობა აღიარა“. საპასუხოდ, გვიან ღამით, აშშ-ის პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა გამოსცა აღმასრულებელი ბრძანება, რომელიც აკრძალავს ახალ ინვესტიციებს, ვაჭრობას და დაფინანსებას აშშ-ის პირების მიერ უკრაინის ე.წ. დონეცკის სახალხო რესპუბლიკისა და ლუგანსკის სახალხო რესპუბლიკის რეგიონებში“. ასევე, უზრუნველყოფს სანქციების დაწესების უფლებას ნებისმიერ პირზე, რომელიც გადაწყვეტს უკრაინის ამ რეგიონებში ოპერირებას. 22 თებერვალს, ჯო ბაიდენმა რუსეთის წინააღმდეგ ახალი სანქციების შესახებ გამოაცხადა. ამავე დღეს, ევროკავშირმა რუსეთის დუმის 351 დეპუტატს, 27 ფიზიკურ და იურიდიულ პირს სანქციები დაუწესა.  22 თებერვალს, გერმანიამ „ჩრდილოეთის ნაკადი 2“-ის დამტკიცების პროცესი შეაჩერა. დიდმა ბრიტანეთმა კი 5 რუსულ ბანკსა და 3 ბიზნესმენს სანქციები დაუწესა. 24 თებერვალს, გვიან ღამით: დიდმა ბრიტანეთმა რუსეთს ახალი სანქციები დაუწესა ჯო ბაიდენმა რუსეთის წინააღმდეგ ახალი სანქციების შესახებ გამოაცხადა ამავე საღამოს, კანადის ხელისუფლებამ რუსეთს დამატებითი სანქციები დაუწესა. კანადის პრემიერ-მინისტრმა ჯასტინ ტრუდომ განაცხადა, რომ ე.წ. „შავ სიაში“ 62 ფიზიკურ პირსა და ორგანიზაციას შეიყვანენ, მათ შორის, რუსული პოლიტიკური ელიტის წევრებს, ასევე, კერძო სამხედრო ორგანიზაცია „ვაგნერს“. კანადა ასევე შეწყვეტს რუსული პროდუქციის საექსპორტო ნებართვების გაცემას და უკვე არსებულ ნებართვებს გააუქმებს.

კარლ ჰარცელი: პრეზიდენტის გამოსვლა იყო გააზრებული და მნიშვნელოვანი

მიმაჩნია, რომ პრეზიდენტის გამოსვლა იყო როგორც გააზრებული, ასევე მნიშვნელოვანი და მოუთმენლად ველოდები, როგორი იქნება რეაქცია მომავალ დისკუსიაში მის გამოსვლაზე, – ამის შესახებ პარლამენტში საქართველოს პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილის მიერ წლიური მოხსენების წარდგინების შემდეგ საქართველოში ევროკავშირის ელჩმა, კარლ ჰარცელმა განაცხადა. „პრეზიდენტის გამოსვლაზე მხოლოდ ვიტყვი, რომ ეს გამოსვლა მიმაჩნია როგორც გააზრებული, ასევე მნიშვნელოვანი და მოუთმენლად ველოდები, როგორი იქნება რეაქცია მომავალ დისკუსიაში მის გამოსვლაზე დაყრდნობით, აქ, საქართველოში“, – განაცხადა კარლ ჰარცელმა. ასევე წაიკითხეთ: სალომე ზურაბიშვილის თქმით, ევროპის დედაქალაქებში ოფიციალურ ვიზიტების გამართვაზე ხელისუფლებამ უარი უთხრა სალომე ზურაბიშვილი: გთავაზობთ, რომ სასწრაფოდ შეიქმნას ევროკავშირში ინტეგრაციის სახელმწიფო მინისტრის თანამდებობა და აპარატი სალომე ზურაბიშვილი: დღეს ორივე მხარე, პოზიციაც და ოპოზიციაც სცოდავს და სცოდავს ქვეყნის წინაშე სალომე ზურაბიშვილმა ვოლოდიმირ ზელენსკის თხოვნით მიმართა, რომ საქართველოში უკრაინის ელჩი დააბრუნოს

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრი კარლ ჰარცელს შეხვდა

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრი ოთარ შამუგია ევროკავშირის ელჩს საქართველოში კარლ ჰარცელს შეხვდა. მინისტრმა მადლობა გადაუხადა ევროკავშირს, პირადად ელჩს და მის გუნდს საქართველოს სოფლის მეურნეობის განვითარების და გარემოს დაცვის მიმართულებით გაწეული უდიდესი მხარდაჭერისთვის. „ევროკავშირის მხარდაჭერით, უკვე მრავალი წელია, არაერთი მნიშვნელოვანი პროექტი და პროგრამა ხორციელდება როგორც სოფლის მეურნეობის, ასევე გარემოს დაცვის მიმართულებით და უნდა აღინიშნოს, რომ რეალური ხელშესახები შედეგები და წარმატებები უკვე სახეზეა. საქართველომ უკვე გააკეთა განაცხადი ევროკავშირის წევრობაზე, რაც კიდევ ერთი ნაბიჯით გვაახლოებს ევროპულ ოჯახში ინტეგრაციასთან. ჩვენი მიზანია, სწრაფად ვიაროთ წინ ამ გზაზე. ერთი მხრივ, ეს გამოწვევაა, რომლის დაძლევისთვის ბევრი მუშაობა მოგვიწევს, ხოლო მეორე მხრივ, ეს დიდი შესაძლებლობაა ქართული წარმოებისთვის. ჩვენ გავაკეთებთ მაქსიმუმს, იმისთვის, რომ სრულად შევასრულოთ საქართველო-ევროკავშირის ასოცირების შესახებ შეთანხმებით აღებული ვალდებულებები“, - განაცხადა ოთარ შამუგიამ. როგორც ევროკავშირის ელჩმა საქართველოში კარლ ჰარცელმა აღნიშნა, ევროკავშირის ფინანსური და ტექნიკური მხარდაჭერით განხორციელებული პროექტების შედეგად, ეტაპობრივად წინსვლა არსებობს როგორც სოფლისა და სოფლის მეურნეობის განვითარების, ისე გარემოს დაცვის მიმართულებით. მისასალმებელია საქართველოს ამბიცია, მაქსიმალურად გამოიყენოს ის შესაძლებლობები, რასაც ღრმა და ყოვლისმომცველი სავაჭროს სივრცის შესახებ შეთანხმება (DCFTA) აძლევს ქვეყანას. შეხვედრაზე საუბარი შეეხო სოფლისა და სოფლის მეურნეობის განვითარების, სურსათის უვნებლობის, საძოვრებისა და მიწის მართვის საკითხებს, სატყეო სექტორის, ატმოსფერული ჰაერის, წყლის რესურსებისა და ნარჩენების მართვის კუთხით გატარებულ რეფორმებს, ტყის ახალ კოდექსს, ტექნიკური დახმარების პროექტებსა და სავაჭრო ურთიერთობებს. ევროკავშირის ელჩთან შეხვედრას გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის პირველი მოადგილე გიორგი ხანიშვილი და მოადგილე ნინო თანდილაშვილი ესწრებოდნენ.

საქართველოში ევროკავშირის ელჩი: ევროპარლამენტის ვებგვერდზე 4 აპრილს გამოქვეყნებული მასალა ევროპარლამენტის პროდუქტი არ არის

საქართველოში ევროკავშირის ელჩი კარლ ჰარცელი აცხადებს, რომ ევროპარლამენტის ვებგვერდზე 4 აპრილს გამოქვეყნებული მასალა ევროპარლამენტის პროდუქტი არ არის და მასში მოყვანილი დასკვნები მხოლოდ მათ ავტორებს ეკუთვნით. „ეს არის კვლევითი ცენტრის მიერ მომზადებული ანგარიში, რომ ევროპარლამენტარებს დაეხმარონ დასკვნების გაკეთებაში, სიტუაციის შეფასებაში. რაც შეეხება ყველა იმ საკითხს, რომელსაც ანგარიში ეხება, იქნება ეს პოლარიზაცია პოლიტიკურ თუ მედია სივრცეში, მართლმსაჯულება, არჩევნებთან დაკავშირებული საკითხი, დემოკრატიული ინსტიტუტები, ეს საკითხები წამოწეული იყო, როგორც ბრიუსელის მხრიდან, ასევე პირადად ჩემს განცხადებებშიც. ამ საკითხებზე ჩვენ გავაგრძელებთ მუშაობას და ასევე დისკუსიებს საქართველოს მთავრობასთან, რომ ეს პროცესი მიმდინარეობდეს, გაგრძელდეს. კომისია მალე გამოიტანს დასკვნას ამ განაცხადთან დაკავშირებით. მოკლედ, პროცესი გრძელდება“, – განაცხადა ჰარცელმა. ასევე წაიკითხეთ: ევროპარლამენტი: 2020 წლიდან საქართველომ სერიოზულად დაიხია უკან დემოკრატიული პრინციპებისა და ძირითადი პოლიტიკური ვალდებულებების კუთხით

კარლ ჰარცელი: 1989 წელს საქართველო გმირულად წინ აღუდგა საბჭოთა შეიარაღებული ძალების სისასტიკეს

საქართველოში ევროკავშირის წარმომადგენლობა 9 აპრილის ტრაგედიიდან 33 წლისთავთან დაკავშირებით ელჩ კარლ ჰარცელის განცხადებას ავრცელებს. „9 აპრილს საქართველო საბჭოთა მმართველობისგან გათავისუფლების დღეს აღნიშნავს. 1989 წელს საქართველო გმირულად წინ აღუდგა საბჭოთა შეიარაღებული ძალების სისასტიკეს. ქვეყანა ცრემლით ხვდება ამ დღეს“, – ნათქვამია საქართველოში ევროკავშირის ელჩის, კარლ ჰარცელის განცხადებაში. 9 აპრილის ტრაგედიიდან 33 წელი გავიდა. 1989 წლის 9 აპრილს, გამთენიისას, საბჭოთა კავშირის შეიარაღებული ძალების ნაწილებმა თბილისის ცენტრში, პარლამენტის შენობასთან მშვიდობიანი საპროტესტო აქცია დაარბიეს, რასაც მსხვერპლი მოჰყვა. დარბევის შედეგად 21 ადამიანი დაიღუპა, ხოლო ასობით მოქალაქე დაუდგენელი შემადგენლობის გაზით მოიწამლა. ასევე წაიკითხეთ აშშ-ის საელჩო: რუსული სისასტიკე ამ დღის სიმბოლო არასოდეს იქნება, ვინაიდან 9 აპრილი ეკუთვნით ქართველებს, რომლებმაც თავისი ქვეყნის თავისუფლების სურვილით არნახული სიმამაცე გამოიჩინეს და საქართველოს დამოუკიდებლობისკენ გაუკვალეს გზა

კარლ ჰარცელი: ვაგრძელებთ საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის მხარდაჭერას

ევროკავშირი არ ცნობს იმ კონსტიტუციურ და სამართლებრივ ჩარჩოებს, რომელშიც ე.წ. საპრეზიდენტო არჩევნები დღეს საქართველოს თვითგამოცხადებულ რეგიონში, სამხრეთ ოსეთში იმართება, – ამის შესახებ აღნიშნულია საქართველოში ევროკავშირის ელჩის, კარლ ჰარცელის განცხადებაში, რომელსაც ევროკავშირის წარმომადგენლობა ავრცელებს. „ვაგრძელებთ საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის მხარდაჭერას მის საერთაშორისოდ აღიარებულ საზღვრებში და არაღიარებისა და ჩართულობის პოლიტიკის გატარებას, მათ შორის სამხრეთ კავკასიაში და საქართველოში კრიზისის საკითხებში ევროკავშირის სპეციალური წარმომადგენლისა და ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის მეშვეობით“,- აღნიშნულია კარლ ჰარცელის განცხადებაში. ასევე წაიკითხეთ: აშშ-ის საელჩო: შეერთებული შტატები არ აღიარებს ოკუპირებულ ცხინვალის რეგიონში ე.წ. საპრეზიდენტო არჩევნებს

კარლ ჰარცელი: ბურთი საქართველოს მოედანზეა, დიდი და რთული სამუშაო იწყება. ევროკავშირი მზად არის მხარდაჭერისთვის

ევროკავშირის კითხვარზე პასუხების მოსამზადებლად საქართველოს 4 კვირა აქვს, რაც ელჩ კარლ ჰარცელის შეფასებით, მცირე დროა. ელჩის განმარტებით, ეს არის ყველაზე სწრაფი პროცესი, რაც შეუძლია, რომ ევროკავშირს განახორციელოს. ჰარცელის თქმით, ეს კითხვარი შეიცავს საკმაოდ ბევრ, დეტალურად გაწერილ შეკითხვებს საქართველოს მთავრობისადმი, რომლის მიზანია, დაეხმაროს ევროკომისიას, შეაფასოს საქართველოს მზაობა ევროკავშირში გაწევრიანებაზე. ელჩის შეფასებით, ეს არის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ეტაპი, რომელიც წინ წასწევს ევროინტეგრაციის პროცესს. ამის შესახებ კარლ ჰარცელმა ევროპარლამენტის საგარეო საქმეთა კომიტეტის უსაფრთხოებისა და თავდაცვის ქვეკომიტეტის თავმჯდომარის მოადგილესთან, ევროპის სახალხო პარტიის პოლიტიკური ჯგუფის წევრ ლუკას მანდლისთან ერთად გამართულ პრესკონფერენციაზე, „თბილისი მარიოტში“ განაცხადა. ევროკავშირის ელჩის თქმით, ბურთი საქართველოს მოედანზეა, ევროკავშირი მზად არის მხარდაჭერისთვის, ახლა კი, დიდი და რთული სამუშაო იწყება. კარლ ჰარცელის შეფასებით, საქართველოსთვის ევროკავშირისკენ მიმავალ გზაზე, მნიშვნელოვანი მომენტი დგას. „ეს ისტორიული მომენტია, მაგრამ ამავე დროს ძალიან ბევრი გამოწვევაა და მნიშვნელოვანია, რომ ეს პერსპექტივები იყოს გამოყენებული და გამოწვევები გადალახული. ეს არის მომენტი ყველა პოლიტიკური მხარისთვის, რათა მაქსიმუმი გააკეთონ, რომ ერთობა იყოს ამ მიზანთან მიმართებით და რაც საჭიროა, ყველაფერი გააკეთონ რეფორმების დღის წესრიგის და საქართველოს როლის, მზაობის, მისწრაფებების გააქტიურებით. მოსახლეობის ასეთი დიდი რაოდენობა ამ მისწრაფებას ემხრობა. ბურთი გახლავთ საქართველოს მოედანზე. ევროკავშირი მზად არის მხარდაჭერისთვის, დიდი და რთული სამუშაო იწყება“ - განაცხადა კარლ ჰარცელმა.  მისივე თქმით, ეს არ არის მხოლოდ ბიუროკრატიული პროცედურები, არამედ, ეს გახლავთ ძირითადი და ფუნდამენტური პროცედურები, ეს არის მოგზაურობა, გზა, რომელსაც საქართველო დაადგა, ასოცირების შეთანხმება, ღრმა და ყოვლისმომცველი სავაჭრო შეთანხმება, ეს არის ის დღის წესრიგი, რომელსაც საქართველო წლების განმავლობაში ადგას. „ვფიქრობ, გადამწყვეტი მომენტია, როდესაც ყველა პოლიტიკურმა მხარემ, ყველა პოლიტიკურმა ჯგუფმა უნდა გაიგოს ეს მნიშვნელობა, რომ ეს მართლაც ისტორიული მომენტია და უზრუნველყოს, რომ შედეგი არამხოლოდ სიტყვები, არამედ ქმედებები იყოს", – განაცხადა კარლ ჰარცელმა. საქართველოს ევროკავშირის კანდიდატი ქვეყნის სტატუსის თვითშეფასების კითხვარი 11 აპრილს გადაეცა.

კარლ ჰარცელი: მე ვხედავ ძალიან ბევრ საერთო მიზანს სტრატეგიული მიმართულებების ირგვლივ, თუმცა მაინც შესამჩნევია პოლარიზაცია

„ერთი მხრივ, მე ვხედავ ძალიან ბევრ საერთო მიზანს სტრატეგიული მიმართულებების ირგვლივ, ამის მიუხედავად, მაინც შესამჩნევია პოლარიზაცია და ეს ფაქტია საქართველოს პოლიტიკურ ცხოვრებაში“, - ამის შესახებ ევროკავშირის ელჩმა კარლ ჰარცელმა ჟურნალისტებს განუცხადა, როდესაც პოლარიზებულ გარემოზე დასმულ შეკითხვას უპასუხა. „ვფიქრობ, ამაზე უკანასკნელი სამ ნახევარი წლის განმავლობაში ვსაუბრობ. მას შემდეგ, რაც საქართველოში ჩამოვედი. ერთი მხრივ, მე ვხედავ ძალიან ბევრ საერთო მიზანს სტრატეგიული მიმართულებების ირგვლივ. ვიტყოდი, რომ როცა საქმე ეხება ევროკავშირის მიმართულებით სვლის სურვილსა და ევროკავშირის წევრობის განაცხადის უკან დგომას, ეს ერთ-ერთი ის საკითხებია, სადაც მე ვხედავ ძალიან ძლიერ საერთო ინტერესს პოლიტიკურ პარტიათა უმრავლესობაში, რასაც ასევე მხარს უჭერს საქართველოს მოსახლეობის 80%. ამის მიუხედავად, მაინც შესამჩნევია პოლარიზაცია და ეს ფაქტია საქართველოს პოლიტიკურ ცხოვრებაში, თუმცა ვიმედოვნებ, რომ როგორც რუსეთის აგრესია უკრაინაში, ასევე, ევროკავშირის წევრობის აპლიკაცია იქნება დანახული, როგორც საფუძველი იმისთვის, რომ აღნიშნული მიმართულებით გარღვევა მოხდეს. თუმცა ვშიშობ, ეს უფრო მეტად იმედია, ვიდრე პროგნოზი ჩემი მხრიდან“,- განაცხადა კარლ ჰარცელმა ჟურნალისტებთან.  

კარლ ჰარცელი მიხეილ სააკაშვილზე: ველით, რომ ნაბიჯები გადადგმული იქნება მიუკერძოებელი სამედიცინო რჩევიდან და რეკომენდაციიდან გამომდინარე

„როცა საკითხი ჯანმრთელობის მდგომარეობას ეხება, ხელისუფლების პასუხისმგებლობაა, იმის უზრუნველყოფა, რომ მას შესაბამისი მკურნალობა მიეწოდოს“, - განაცხადა საქართველოში ევროკავშირის ელჩმა კარლ ჰარცელმა ექსპრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობასთან დაკავშირებით შეკითხვის საპასუხოდ. მისი თქმით, ევროკავშირი იმედოვნებს, რომ მიხეილ სააკაშვილთან დაკავშირებით ნაბიჯები გადადგმული იქნება მიუკერძოებელი სამედიცინო რჩევიდან და რეკომენდაციიდან გამომდინარე. „როცა საკითხი ეხება ჯანმრთელობის მდგომარეობას, ხელისუფლების პასუხისმგებლობა, იმის უზრუნველყოფა, რომ მას მიეწოდოს შესაბამისი მკურნალობა. ჩვენ ველით, რომ ნაბიჯები გადადგმული იქნება მიუკერძოებელი სამედიცინო რჩევიდან და რეკომენდაციიდან გამომდინარე“,- განაცხადა კარლ ჰარცელმა. „კლინიკების ასოციაციის“ ხელმძღვანელმა, ვილი პაჭკორიამ 21 აპრილს განაცხადა, რომ სააკაშვილი გაურკვეველი ტოქსიკებით იყო მოწამლული და მიზეზი უნდა დადგენილიყო. ექსპრეზიდენტი საქართველოში 2021 წლის სექტემბრის ბოლოს დაბრუნდა. მას ორ საქმეზე 6-წლიანი პატიმრობა ჰქონდა შეფარდებული. სააკაშვილი პირველ ოქტომბერს დააკავეს. ამავე დღეს მან შიმშილობა გამოაცხადა. შიმშილობის დაწყების 50-ე დღეს, ყოფილი პრეზიდენტი გორის სამხედრო ჰოსპიტალში გადაიყვანეს, სადაც მან შიმშილობა შეწყვიტა. ადვოკატების თქმით, მისი საზღვარგარეთ გადააყვანა აუცილებელია. 22 აპრილს, სახალხო დამცველის მიერ შექმნილი კონსილიუმის წევრებმა მიხეილ სააკაშვილი ციხეში მოინახულეს. გავრცელებული ცნობებით, სააკაშვილის მდგომარეობის შესახებ დასკვნა რამდენიმე დღეში გახდება ცნობილი. კონსილიუმის ერთ-ერთ წევრი გიორგი გრიგოლია, ექიმი ანესთეზიოლოგ-რეანიმატოლოგი აცხადებს, რომ სააკაშვილთან ნევროპათოლოგი და კარდიოლოგი შევიდნენ. „ზოგადად, პირველი შთაბეჭდილებაა, რომ დამძიმებულია - გამწვავებულია ძველი ჩივილები და გადასულია შემდეგ სტადიაში, საკვებს ვერ იღებს", - განაცხადა გრიგოლიამ სატელევიზიო მედიასთან. მიხეილ სააკაშვილმა 20 აპრილის სასამართლო სხდომაზე ექიმის დახმარება ითხოვა.  

კარლ ჰარცელი: ჩემთვის დიდი პატივია, თქვენ გვერდით ვიდგე ამ ცივილიზაციური არჩევანისკენ მიმავალ გზაზე

„ჩემთვის დიდი პატივია, ვიყო კიდევ ერთი ისტორიული მომენტის მონაწილე და თქვენს გვერდით ვიდგე ამ ცივილიზაციური არჩევანისკენ მიმავალ გზაზე, - ამის შესახებ ევროკავშირის წარმომადგენლობის ხელმძღვანელმა კარლ ჰარცელმა საქართველოს პრემიერ-მინისტრის მიერ, ევროკომისიის კითხვარის პირველი ნაწილის გადაცემისას, მთავრობის ადმინისტრაციაში განაცხადა. „მინდა, დიდი მადლობა გადაგიხადოთ და ხაზგასმით აღვნიშნო, რომ ჩემთვის დიდი პატივია, ვიყო კიდევ ერთი ისტორიული მომენტის მონაწილე და თქვენს გვერდით ვიდგე ამ ცივილიზაციური არჩევანისკენ მიმავალ გზაზე“, - განაცხადა ევროკავშირის წარმომადგენლობის ხელმძღვანელმა მთავრობის ადმინისტრაციის ცნობით. როგორც ცნობილია, კითხვარის მეორე ნაწილის შესავსებად საქართველოს ვადა 13 მაისამდე აქვს. შეგახსენებთ, პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა, მთავრობის ადმინისტრაციაში, ევროკავშირის წარმომადგენლობის ხელმძღვანელს კარლ ჰარცელს ევროკომისიის კითხვარის პირველი ნაწილი გადასცა. 3 მარტს, პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა შესაბამის დოკუმენტს ხელი მოაწერა. საქართველოს მთავრობამ 15 აპრილს გაასაჯაროვა ევროკომისიის 37-გვერდიანი კითხვარი, რომელიც ქვეყანას ევროკავშირში გაწევრიანების განაცხადზე მოსაზრების მოსამზადებლად ევროკომისარმა სამეზობლო პოლიტიკისა და გაფართოების საკითხებში, ოლივერ ვარჰეიმ 11 აპრილს გადასცა.  ამავე თემაზე რა წერია ევროკავშირის კითხვარში საქართველოს მთავრობა, ევროკომისიის მიერ საქართველოსთვის გადმოცემული კითხვარის მეორე ნაწილს ასაჯაროებს ირაკლი ღარიბაშვილი: კითხვარის მეორე ნაწილს ევროკავშირს ვადაზე ადრე გადავცემთ

ირაკლი ღარიბაშვილმა კარლ ჰარცელს შევსებული კითხვარის პირველი ნაწილი გადასცა

პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა, მთავრობის ადმინისტრაციაში, ევროკავშირის წარმომადგენლობის ხელმძღვანელს კარლ ჰარცელს ევროკომისიის კითხვარის პირველი ნაწილი გადასცა. ინფორმაცია მთავრობის ადმინისტრაციამ გაავრცელა. „მაქვს პატივი, გადმოგცეთ ევროკომისიის კითხვარზე ჩვენი პასუხები, ევროკავშირში გაწევრიანებასთან დაკავშირებით საქართველოს მიერ წარდგენილ განაცხადზე დასკვნის მოსამზადებლად“, - განაცხადა პრემიერმა. ევროკავშირის ელჩმა საქართველოს წარმატებები უსურვა და აღნიშნა, რომ მისთვის პატივია ამ ისტორიულ პროცესში მონაწილეობა. „მინდა, დიდი მადლობა გადაგიხადოთ და ხაზგასმით აღვნიშნო, რომ ჩემთვის დიდი პატივია, ვიყო კიდევ ერთი ისტორიული მომენტის მონაწილე და თქვენს გვერდით ვიდგე ამ ცივილიზაციური არჩევნისკენ მიმავალ გზაზე“, - განაცხადა კარლ ჰარცელმა. ღარიბაშვილმა აღნიშნა, რომ საქართველოს ხელისუფლება, ყველა შესაბამისი სახელმწიფო უწყება განაგრძობს ინტენსიურ მუშაობას კითხვარის მეორე, სექტორული ნაწილის შევსებაზე, რომელიც 33 თავს და 2300-მდე კითხვას აერთიანებს. ირაკლი ღარიბაშვილის განცხადებით, საქართველოს მთავრობის სურვილია, კითხვარის მეორე ნაწილი ევროკავშირს დათქმულ ვადაზე ადრე მიაწოდოს და ამისთვის უწყებები ძალისხმევას არ დაიშურებენ. როგორც ცნობილია, შევსებული კითხვარის მიღების შემდგომ, ევროკომისია დაიწყებს საკუთარი შეფასების ანგარიშის მომზადებას, რომელიც ევროკავშირის საბჭოს გადაეცემა და საბჭო შესაბამის გადაწყვეტილებას, სავარაუდოდ, ივნისის ბოლოს მიიღებს. საქართველოს ევროკავშირის კანდიდატი ქვეყნის სტატუსის თვითშეფასების კითხვარი 11 აპრილს გადაეცა. 3 მარტს, პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა შესაბამის დოკუმენტს ხელი მოაწერა. საქართველოს მთავრობამ 15 აპრილს გაასაჯაროვა ევროკომისიის 37-გვერდიანი კითხვარი, რომელიც ქვეყანას ევროკავშირში გაწევრიანების განაცხადზე მოსაზრების მოსამზადებლად ევროკომისარმა სამეზობლო პოლიტიკისა და გაფართოების საკითხებში, ოლივერ ვარჰეიმ გადასცა. კითხვარის მეორე ნაწილი საქართველომ 13 მაისამდე უნდა დააბრუნოს.  ამავე თემაზე რა წერია ევროკავშირის კითხვარში საქართველოს მთავრობა, ევროკომისიის მიერ საქართველოსთვის გადმოცემული კითხვარის მეორე ნაწილს ასაჯაროებს ირაკლი ღარიბაშვილი: კითხვარის მეორე ნაწილს ევროკავშირს ვადაზე ადრე გადავცემთ

კარლ ჰარცელი: ევროკომისიის კითხვარი, არ არის 100-მეტრიანი სპრინტი, აქ მთავარია არა სისწრაფე, არამედ პასუხების ხარისხი

დარწმუნებული ვარ, მალე მივიღებთ ევროკომისიის კითხვარის მეორე ნაწილის პასუხებს, – ამის შესახებ ევროკავშირის წარმომადგენლობის ხელმძღვანელმა კარლ ჰარცელმა განაცხადა. მისივე თქმით, აქვს მოლოდინი, რომ ევროკომისია საკუთარ მოსაზრებას საქართველოს, უკრაინისა და მოლდოვის შესახებ მომდევნო თვეში წარადგენს. „დიდი პატივი მერგო, რომ პრემიერ-მინისტრისგან კითხვარის პირველი ნაწილის პასუხები მივიღე და სრულიად დარწმუნებული ვარ, რომ მეორე ნაწილიც დროულად იქნება მოწოდებული. დრო კარგად იყო დაცული. რაც შეეხება პროცესს, ეს პროცესი არ არის 100-მეტრიანი სპრინტი, აქ მთავარია არა სისწრაფე, არამედ  პასუხების ხარისხი. ასევე, ევროკომისიისგან იქნება ძალიან ობიექტური შეფასება პასუხებისა. ეს ეხება საქართველოს ერთგულებას ევროკავშირის ფუნდამენტური ღირებულებების მიმართ და მთავარ ეკონომიკურ კრიტერიუმს. რაც შეეხება ვადებს, მე ველოდები, რომ ევროკომისია მომდევნო თვეში წარადგენს მოსაზრებას საქართველოს, უკრაინისა და მოლდოვის შესახებ“, - განაცხადა კარლ ჰარცელმა. შეგახსენეთ, რომ ირაკლი ღარიბაშვილმა კარლ ჰარცელს შევსებული კითხვარის პირველი ნაწილი გადასცა. საქართველოს ევროკავშირის კანდიდატი ქვეყნის სტატუსის თვითშეფასების კითხვარი 11 აპრილს გადაეცა. 3 მარტს, პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა შესაბამის დოკუმენტს ხელი მოაწერა. საქართველოს მთავრობამ 15 აპრილს გაასაჯაროვა ევროკომისიის 37-გვერდიანი კითხვარი, რომელიც ქვეყანას ევროკავშირში გაწევრიანების განაცხადზე მოსაზრების მოსამზადებლად ევროკომისარმა სამეზობლო პოლიტიკისა და გაფართოების საკითხებში, ოლივერ ვარჰეიმ გადასცა. კითხვარის მეორე ნაწილი საქართველომ 13 მაისამდე უნდა დააბრუნოს. ამავე თემაზე: რა წერია ევროკავშირის კითხვარში საქართველოს მთავრობა, ევროკომისიის მიერ საქართველოსთვის გადმოცემული კითხვარის მეორე ნაწილს ასაჯაროებს ირაკლი ღარიბაშვილი: კითხვარის მეორე ნაწილს ევროკავშირს ვადაზე ადრე გადავცემთ  

კარლ ჰარცელი: ყველა დამეთანხმება, რომ საქართველოში მედია პლურალიზმია. ჟურნალისტის მუშაობის უსაფრთხოება აბსოლუტურად გადამწყვეტია

ვფიქრობ, ყველა დამეთანხმება, რომ საქართველოში მედია პლურალიზმია. ჟურნალისტის მუშაობის უსაფრთხოება აბსოლუტურად გადამწყვეტია, – ამის შესახებ საქართველოში ევროკავშირის ელჩმა, კარლ ჰარცელმა ჟურნალისტებს პრესის თავისუფლების საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით განუცხადა. „ვფიქრობ, ყველა დამეთანხმება, რომ ამ ქვეყანაში მედია პლურალიზმია. პარალელურად, როდესაც ჩვენ ჩვენს კონფერენციებს ვატარებთ და მედია ლანდშაფტს განვიხილავთ, ვუბრუნდებით ნაცნობ ტერიტორიას, მედიის პოლარიზაციის, დეზინფორმაციის პრობლემებს, თვითრეგულირების ეფექტური საშუალებების პოვნის პრობლემებს, სიძულვილის ენას, რაც გაქვთ. აქვე დავამატებ, რომ ვფიქრობ, რადგან გასული წლის 5 ივლისის მოვლენები არის ის, რასაც ჩვენ მაშინ ძალიან სერიოზულად მივუდექით და ახლაც სერიოზულად ვიღებთ. ეს, რასაც ვამბობ, იქნება ამ დისკუსიებშიც, რომელსაც დღეს ვატარებთ, რადგან ჟურნალისტის მუშაობის უსაფრთხოება აბსოლუტურად გადამწყვეტია", - განაცხადა ჰარცელმა. ასევე წაიკითხეთ: 3 მაისს პრესის თავისუფლების მსოფლიო დღე აღინიშნება ირაკლი ღარიბაშვილი: დღეს ქართული მედიასივრცე პლურალისტური და თავისუფალია  

კარლ ჰარცელი: მიხეილ სააკაშვილის ფიზიკურ და ფსიქოლოგიურ ჯანმრთელობაზე სახელმწიფოს ეკისრება პასუხისმგებლობა

"მიხეილ სააკაშვილის ფიზიკურ და ფსიქოლოგიურ ჯანმრთელობაზე სახელმწიფოს ეკისრება პასუხისმგებლობა", - ამის შესახებ საქართველოში ევროკავშირის ელჩმა, კარლ ჰარცელმა განცხადა. ამის შესახებ ჰარცელმა ჟურნალისტებს განუცხადა. „არ მაქვს ინფორმაცია ბატონი სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობასთან დაკავშირებით პირველწყაროდან და არც ექიმი ვარ, რომ სწორი შეფასებები გავაკეთო, მაგრამ შემიძლია ვთქვა, რომ შეშფოთებული ვართ გავრცელებულ მოხსენებებთან დაკავშირებით, მათ შორისაა სამედიცინო ექსპერტების ანგარიში სააკაშვილის მდგომარეობის შესახებ. ჩემთვის და ევროკავშირისთვის გადამწყვეტია, რომ ბატონი სააკაშვილის ფიზიკურ და ფსიქოლოგიურ ჯანმრთელობაზე სახელმწიფოს ეკისრება პასუხისმგებლობა. ეს არ არის პოლიტიკური არჩევანის საკითხი, ეს არის ადამიანის ფუნდამენტური უფლებების საკითხი“, – განაცხადა კარლ ჰარცელმა. შეგახსენებთ, ექსპრეზიდენტ სააკაშვილის მდგომარეობასთან დაკავშირებით, სახალხო დამცველის მიერ შექმნილი კონსილიუმის დასკვნა ცნობილია. ექსპერტთა ჯგუფის დასკვნით, ექსპრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილს ცილოვანი შიმშილი აქვს. იუსტიციის მინისტრმა 2 მაისს განაცხადა, რომ მიხეილ სააკაშვილს ყოველთვის ადეკვატური სამედიცინო მომსახურება გაეწევა.      

კარლ ჰარცელი: უკრაინა მიიღებს მხარდაჭერას, რაც მათ სჭირდებათ ამ გაუმართლებელი ომის წინააღმდეგ

უკრაინა მიიღებს მხარდაჭერას, რაც მათ სჭირდებათ ამ გაუმართლებელი ომის წინააღმდეგ, – ამის შესახებ საქართველოში ევროკავშირის ელჩმა, კარლ ჰარცელმა ჟურნალისტებს განუცხადა. „ჩვენ სხვებთან ერთად სოლიდარობით ვდგავართ უკრაინის და მისი მოსახლეობას მიმართ სხვადასხვა საშუალებებით, როგორც ჰუმანიტარული, ასევე ეკონომიკური, სანქციებისა და საჭირო აღჭურვილობის უზრუნველყოფის კუთხით. როგორც ვიცით, დისკუსიები უწყვეტად მიმდინარეობს. სულ რამდენიმე დღის წინ იყო კიდევ ერთი დიდი დონორების კონფერენცია, რომელიც ვარშავაში გაიმართა, სადაც ევროპული კომისიამ ბევრ წევრ სახელმწიფოსთან ერთად, გასცა მეტი რესურსების დაპირება, რომ უკრაინა მიიღებს მხარდაჭერას, რაც მათ სჭირდებათ ამ გაუმართლებელი ომის წინააღმდეგ“, – განაცხადა ჰარცელმა. ცნობისთვის, 2022 წლის 24 თებერვალს რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა უკრაინაში სრულმასშტაბიანი ომი დაიწყო. 12 აპრილს, აშშ-ის პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი გენოციდში დაადანაშაულა. 14 აპრილს უკრაინის უმაღლესმა რადამ რუსეთის შეიარაღებული ძალების მოქმედებები უკრაინელი ხალხის წინააღმდეგ გენოციდად აღიარა. 19 აპრილს, რუსეთმა აღმოსავლეთ უკრაინაში აქტიური იერიში დაიწყო.  21 აპრილს, ლატვიისა და ესტონეთის პარლამენტებმა უკრაინაში რუსეთის ქმედებები გენოციდად აღიარეს. 28 აპრილს, კანადის პარლამენტმა უკრაინაში რუსეთის ქმედებები გენოციდად აღიარა. რუსეთის ძალებმა 2022 წლის 4-დან 31 მარტამდე უკრაინის დედაქალაქ კიევიდან ჩრდილო-დასავლეთით 30 კილომეტრში მდებარე ქალაქ ბუჩის ოკუპაციის დროს ომის აშკარა დანაშაულები ჩაიდინეს, ნათქვამია Human Rights Watch-ის 21 აპრილს გამოქვეყნებულ დეტალურ ანგარიშში. ორგანიზაციამ ომის დანაშაულის და კაცობრიობის წინააღმდეგ პოტენციური დანაშულის მტკიცებულებები შეაგროვა. დასავლეთი რუსეთს მძიმე სანქციებს უწესებს და უკრაინას სამხედრო და ეკონომიკურ დახმარებას უწევს.  

კარლ ჰარცელი: მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობაზე, სამედიცინო დახმარების გაწევასა და უფლებების დაცვაზე, პასუხისმგებლობა ეკისრება ხელისუფლებას

პასუხისმგებლობა მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობაზე, მათ შორის სათანადო სამედიცინო დახმარების გაწევასა და მისი ფუნდამენტური უფლებების დაცვაზე ეკისრება საქართველოს ხელისუფლებას და ეს არის ის, რასაც ჩვენ მათგან ველით, – ამის შესახებ საქართველოში ევროკავშირის ელჩმა კარლ ჰარცელმა მედიასთან განაცხადა. მისივე თქმით, არაერთხელ უთქვამს, რომ არ არის ექიმი, მაგრამ მიესალმება, რომ გადაწყვეტილებები და ქმედებები დამოუკიდებელი სამედიცინო რჩევის საფუძველზე მიიღება. „კიდევ ერთხელ მინდა აღვნიშნო, ჩვენ ხაზს ვუსვამთ იმას, რაც ფუნდამენტურია ევროკავშირისთვის. კერძოდ, იმ ფაქტს, რომ პასუხისმგებლობა მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობაზე, მათ შორის სათანადო სამედიცინო დახმარების გაწევასა და მისი ფუნდამენტური უფლებების დაცვაზე ეკისრება საქართველოს ხელისუფლებას და ეს არის ის, რასაც ჩვენ მათგან ველით. მათგან ველოდებით მოქმედებას, რომელიც მისი პირობების შეფასებას შეესაბამება. არაერთხელ მითქვამს, მე არ ვარ ექიმი, არ ვარ ფაქტების მცოდნე, მაგრამ მივესალმები, რომ გადაწყვეტილებები და ქმედებები მიიღება დამოუკიდებელი სამედიცინო რჩევის საფუძველზე“, – განაცხადა კარლ ჰაცელმა. შეგახსენებთ, ექსპრეზიდენტ სააკაშვილის მდგომარეობასთან დაკავშირებით, სახალხო დამცველის მიერ შექმნილი კონსილიუმის დასკვნა ცნობილია. ექსპერტთა ჯგუფის დასკვნით, ექსპრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილს ცილოვანი შიმშილი აქვს. იუსტიციის მინისტრმა 2 მაისს განაცხადა, რომ მიხეილ სააკაშვილს ყოველთვის ადეკვატური სამედიცინო მომსახურება გაეწევა. მიხეილ სააკაშვილს, რომელსაც უკრაინის მოქალაქეობა აქვს, ორ საქმეზე 6-წლიანი პატიმრობა ჰქონდა მისჯილი. ის საქართველოში 2021 წლის სექტემბრის ბოლოს დაბრუნდა და დააკავეს. თვითმმართველობის არჩევნების წინა დღეს, პირველ ოქტომბერს. იმავე დღეს შიმშილობა გამოაცხადა. შიმშილობიდან 50-ე დღეს კი, მიხეილ სააკაშვილი გორის სამხედრო ჰოსპიტალში გადაიყვანეს, რის შემდეგაც პროტესტი შეწყვიტა. ასევე წაიკითხეთ ნიკა მელია: მიხეილ სააკაშვილის საზღვარგარეთ გადაყვანა მცირე დროის საქმეა, ეს გარდაუვალია მოლდოვის პრეზიდენტი: მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის გაუარესების შესახებ ცნობები შემაშფოთებელია

კარლ ჰარცელი: ველოდები ევროკავშირის კითხვარის მეორე ნაწილზე პასუხს, ამის შემდეგ ბურთი არსებითად ევროპული კომისიის მოედანზე იქნება

საქართველოში ევროკავშირის ელჩმა, კარლ ჰარცელმა ჟურნალისტებს განუცხადა, რომ საქართველოს მთავრობისგან ევროკავშირის კითხვარის მეორე ნაწილზე პასუხს ელოდება, რაც იმას ნიშნავს, რომ ამის შემდეგ „ბურთი არსებითად ევროპული კომისიის მოედანზე იქნება“. „მეორე ნაწილის პასუხებთან დაკავშირებით ჩემი მოლოდინია, რომ დაპირებისამებრ მოვა დროულად. ეს მოხდება სამშაბათს ან სხვა დღეს. მჯერა, რომ ეს შემდეგი კვირის დასაწყისი იქნება. ველოდები ევროკავშირის კითხვარის მეორე ნაწილზე პასუხების მიღებას, რაც იმას ნიშნავს, რომ ამის შემდეგ ბურთი არსებითად ევროპული კომისიის მოედანზე იქნება, რომელიც შეიმუშავებს თავის მოსაზრებას ევროპულ საბჭოში წევრი ქვეყნებისთვის წარსადგენად“, – განაცხადა ჰარცელმა. შეგახსენებთ, საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა მთავრობის ადმინისტრაციაში ევროკავშირის წარმომადგენლობის ხელმძღვანელ კარლ ჰარცელს ევროკომისიის კითხვარის პირველი ნაწილი 2 მაისს გადასცა. ლუქსემბურგში საქართველოს ევროკავშირის კანდიდატი ქვეყნის სტატუსის თვითშეფასების კითხვარი 11 აპრილს გადმოეცა.  ასევე წაიკითხეთ: სალომე ზურაბიშვილი: ევროკავშირისგან კითხვარის მიღებას უკრაინას უნდა ვუმადლოდეთ საქართველო შევსებულ კითხვარს ევროკომისიას 2 მაისს გადასცემს რა წერია ევროკავშირის კითხვარში  

კარლ ჰარცელი: ევროკავშირი საქართველოს გვერდით დგას, ძლიერი, აყვავებული და დემოკრატიული ქვეყნის აღმშენებლობის მხარდასაჭერად

საქართველოში ევროკავშირი ელჩი კარლ ჰარცელი ევროპის დღის აღნიშვნასთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს და საქართველოს ევროპის დღეს ულოცავს. ევროპის დღეს, ტრადიციულ განცხადებაში, კარლ ჰარცელი, აქცენტს აკეთებს ევროკავშირისა და საქართველოს საერთო ღირებულებებზე. „ევროპის დღეს აღვნიშნავთ ევროპის შესახებ ახალ ხედვას, რომელიც 72 წლის წინ შუმანის დეკლარაციამ წარმოგვიდგინა. იმ დროს, როდესაც ევროპა ჯერ კიდევ დამანგრეველი ომის ფერფლიდან დგებოდა, მტკიცედ ჰქონდა გადაწყვეტილი უზრუნველყო, რომ ევროპაში ომები აღარ ყოფილიყო. თუმცა ჩვენ ამ ხედვის ერთგულნი ვრჩებით, სამწუხაროდ, სხვები უხეშად და ტრაგიკულად აჩვენებენ, რომ მოვლენებს მაინც განსხვავებულად ხედავენ. როდესაც რუსეთი ევროპაში თავის გაუმართლებელ ომს აწარმოებს, ჩვენ მტკიცე სოლიდარობას ვუცხადებთ უკრაინას და მის გვერდით ვდგავართ, იმ ღირებულებებსა და პრინციპებზე დაყრდნობით, რომელიც გვაერთიანებს და რომელსაც ჩვენი კავშირი ეფუძნება. საქართველოში ჩვენი მჭიდრო პარტნიორობა იმავე ღირებულებებზეა დაფუძნებული. პარტნიორობა, რომელიც მომავალში გაიზრდება, რადგან საქართველომ ისტორიული ნაბიჯი გადადგა – ევროკავშირში გაწევრიანებაზე განაცხადი შეიტანა – მისი მოსახლეობის აბსოლუტური უმრავლესობის მისწრაფებების შესაბამისად და ცივილიზაციურ ფესვებზე დაყრდნობით. საქართველოს პირველი რესპუბლიკის კონსტიტუცია ქართულ საზოგადოებასა და კულტურაში დემოკრატიის, თანასწორობის, მრავალფეროვნებისა და თავისუფლების ღირებულებების ღრმა საფუძვლის არსებობას გვაჩვენებს. ღირებულებებისა, რომელიც ყველასთვის დღემდე ძვირფასია და მათ დასაცავად გვინდა ერთობლივი მუშაობის გაგრძელება და ბრძოლა მთელ მსოფლიოში. ევროკავშირი საქართველოს გვერდით დგას. ძლიერი, აყვავებული და დემოკრატიული ქვეყნის აღმშენებლობის მხარდასაჭერად. კოვიდპანდემიისა და სხვა კრიზისების დროს. ჩვენი ურყევი მხარდაჭერით საქართველოს დამოუკიდებლობისა და ტერიტორიული მთლიანობის მიმართ. ასეც გავაგრძელებთ. კვლავ გვექნება საქართველოს, როგორც ჩვენი მეგობრისა და პარტნიორის იმედი. ნება მიბოძეთ, ყველას მოგილოცოთ ევროპის დღე!“,- აცხადებს ჰარცელი. ცნობისთვის, ევროპის დღე, ყოველწლიურად 9 მაისს აღინიშნება, საფრანგეთის საგარეო საქმეთა მინისტრის რობერტ შუმანის 1950 წლის დეკლარაციის პატივსაცემად დაწესდა. მან წარადგინა იდეა, ევროპაში პოლიტიკური თანამშრომლობის ახალი ფორმის შესახებ, რომელიც ევროპის ქვეყნებს შორის ნახშირისა და ფოლადის მარაგების გაზიარებას ითვალისწინებდა და რომელიც ევროპაში ომს წარმოუდგენელს გახდიდა. ამ იდეამ საფუძველი ჩაუყარა თანამედროვე ევროპის კავშირს, რომელიც დღეს 27 ქვეყანასა და 447.7 მილიონ მოქალაქეს აერთიანებს და მშვიდობისა და კეთილდღეობის 70-ზე მეტ წელს ითვლის.

კარლ ჰარცელი: ველოდებით კითხვარის მეორე ნაწილზე პასუხებს - შემდეგ თვეში ვიხილავთ ევროკომისიის შეხედულებას და მოვისმენთ პირველ გადაწყვეტილებებს

ველოდებით მთავრობის მხრიდან კითხვარის მეორე ნაწილზე პასუხებს, ჩემი ვარაუდით, შემდეგ თვეში ვიხილავთ, როგორც ევროკომისიის შეხედულებას, ასევე მოვისმენთ პირველ გადაწყვეტილებებს, – ამის შესახებ საქართველოში ევროკავშირის ელჩმა, კარლ ჰარცელმა განაცხადა. „ჩვენ ველოდებით მთავრობის მხრიდან კითხვარის მეორე ნაწილზე პასუხებს. რაც შეეხება პროცესს, კითხვარის ორივე ნაწილის შევსების შემდეგ, უკვე ევროკომისიას ექნება სამუშაო საკუთარ პოზიციაზე, რომელსაც წარუდგნენ ევროკავშირის წევრ ქვეყნებს ევროკავშირის საბჭოში გადაწყვეტილების მისაღებად. დიდი სიფრთხილით ვსაუბრობ ამ საკითხზე, რადგან ეს ძალიან მნიშვნელოვანი და დელიკატური პროცესია, მაგრამ ჩემი ვარაუდით, უკვე შემდეგ თვეში ვიხილავთ, როგორც ევროკომისიის შეხედულებას, ასევე მოვისმენთ პირველ გადაწყვეტილებებს, რომლებსაც ევროკავშირის წევრი სახელმწიფოები მიიღებენ, რაზეც სპეკულაციებს მოვერიდები“, – განაცხადა ჰარცელმა. ასევე წაიკითხეთ: კარლ ჰარცელი: ევროკავშირი საქართველოს გვერდით დგას, ძლიერი, აყვავებული და დემოკრატიული ქვეყნის აღმშენებლობის მხარდასაჭერად კარლ ჰარცელი: ველოდები ევროკავშირის კითხვარის მეორე ნაწილზე პასუხს, ამის შემდეგ ბურთი არსებითად ევროპული კომისიის მოედანზე იქნება შეგახსენებთ, საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა მთავრობის ადმინისტრაციაში ევროკავშირის წარმომადგენლობის ხელმძღვანელ კარლ ჰარცელს ევროკომისიის კითხვარის პირველი ნაწილი 2 მაისს გადასცა. ლუქსემბურგში საქართველოს ევროკავშირის კანდიდატი ქვეყნის სტატუსის თვითშეფასების კითხვარი 11 აპრილს გადმოეცა.  ასევე წაიკითხეთ: სალომე ზურაბიშვილი: ევროკავშირისგან კითხვარის მიღებას უკრაინას უნდა ვუმადლოდეთ საქართველო შევსებულ კითხვარს ევროკომისიას 2 მაისს გადასცემს რა წერია ევროკავშირის კითხვარში  

ღარიბაშვილმა შევსებული კითხვარის მეორე ნაწილი ევროკავშირის ელჩს გადასცა

საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა, მთავრობის ადმინისტრაციაში, ევროკავშირის წარმომადგენლობის ხელმძღვანელს კარლ ჰარცელს ევროკომისიის კითხვარის მეორე ნაწილი გადასცა. მთავრობის ადმინისტრაციის განცხადებით, კითხვარი საქართველომ განსაზღვრულ ვადაზე ადრე შეავსო. “სიამოვნებით წარმოგიდგენთ კითხვარის პასუხებს. შევსება დავასრულეთ, ჯამში 7 წიგნი გამოვიდა და სიამოვნებით გადმოგცემთ მათ. მოუთმენლად ველით ევროკომისიისა და წევრი სახელმწიფოების გადაწყვეტილების გაგებას”, - განაცხადა პრემიერ-მინისტრმა. ელჩმა საქართველოს პრემიერ-მინისტრს მადლობა გადაუხადა და აღნიშნა, რომ კითხვარი ძალიან დაეხმარება ევროკომისიას შეფასების გაკეთებაში. ევროკომისიამ დაიწყო უკრაინის მიერ შევსებული კითხვარის შეფასება, შემდეგი საქართველოა რა წერია ევროკავშირის კითხვარში „ბატონო პრემიერ-მინისტრო, მადლობელი ვარ, რომ აქ ვიმყოფები და ვიღებ თქვენი და მრავალი სხვა ადამიანის დიდი შრომის შედეგს, რაც კითხვარის მეორე და დასკვნით პროცესში  განხორციელდა. ეს ძალიან დაეხმარება ევროკომისიას შედეგის განსაზღვრაში”, - განაცხადა კარლ ჰარცელმა. „როგორც ცნობილია, ევროკომისიის კითხვარის მეორე, სექტორული ნაწილი 33 თავს აერთიანებს, მოიცავს 2300-მდე კითხვას ყველა სექტორული მიმართულებით და მისი მიწოდების თარიღად ევროკავშირის მიერ 13 მაისი იყო განსაზღვრული. კითხვარის მოცულობითი ნაწილის ეფექტურად და მაქსიმალურად მოკლე დროში შევსების მიზნით, ჩართული იყო ყველა შესაბამისი სახელმწიფო უწყება, პროცესს კი მთავრობის მეთაური პირადად აკონტროლებდა. როგორც პრემიერმა აღნიშნა, საქართველოს ევროპული არჩევანი არის უალტერნატივო გადაწყვეტილება და ეს არამხოლოდ მთავრობის, არამედ ქართველი ხალხის არჩევანია“, - აცხადებს მთავრობის ადმინისტრაცია. კითხვარის პირველი შევსებული ნაწილი პრემიერ-მინისტრმა ევროკავშირის ელჩს 2 მაისს, მთავრობის ადმინისტრაციაში გადასცა. კითხვარის მეორე ნაწილის გადაცემის შემდგომ, ევროკომისია დაიწყებს საკუთარი შეფასების ანგარიშის მომზადებას, რომელიც ევროკავშირის საბჭოს გადაეცემა და საბჭო შესაბამის გადაწყვეტილებას, სავარაუდოდ, ივნისის ბოლოს მიიღებს.

ევროკავშირის ელჩი: ევროპული იდეის მიმართ ქართველი ახალგაზრდების ერთგულებით ყოველთვის მოხიბლული ვარ

როდესაც საქართველოს ახალგაზრდებთან ვსაუბრობ, ყოველთვის მოხიბლული ვარ მათი ენერგიითა და ევროპული იდეის მიმართ ერთგულებით. ჩვენი დღევანდელი საუბრებიდან ნათელია, რომ ჩვენი საერთო ღირებულებები ღრმად და მყარად არის ფესვგადგმული ქართულ საზოგადოებაში, რაც მისი მომავლის მიმართულებას მკაფიოდ განსაზღვრავს, - ამის შესახებ ევროკავშირის ელჩმა საქართველოში, კარლ ჰარცელმა გურიაში ახალგაზდებთან შეხვედრისას განაცხადა. „ამჯერად, მე ყურადღებას ვამახვილებ ახალგაზრდებსა და დასაქმების შესაძლებლობებზე. ჩვენი სტრატეგიის ეს ორი მთავარი ელემენტი საქართველოს მოდერნიზებასა და ევროპასა და მსოფლიოში საკუთარი ღირსეული ადგილის დაკავებაში ეხმარება. დღეს მე სკოლაში დავბრუნდი. ეს არის ადგილი, საიდანაც პროფესიისა და სრულყოფილებისაკენ მიმავალი გზა იწყება. ჩემთვის ძალიან სასიამოვნო იყო ოზურგეთის სკოლის მოსწავლეებთან შეხვედრა, მათთან ამბიციებსა და გამოწვევებზე საუბარი და ევროკავშირის შესახებ შინაარსიანი დისკუსიის გამართვა. როდესაც საქართველოს ახალგაზრდებთან ვსაუბრობ, ყოველთვის მოხიბლული ვარ მათი ენერგიითა და ევროპული იდეის მიმართ ერთგულებით. ჩვენი დღევანდელი საუბრებიდან ნათელია, რომ ჩვენი საერთო ღირებულებები ღრმად და მყარად არის ფესვგადგმული ქართულ საზოგადოებაში, რაც მისი მომავლის მიმართულებას მკაფიოდ განსაზღვრავს“, - აცხადებს კარლ ჰარცელი.  

კარლ ჰარცელი: ჩვენ საქართველოს გვერდით ვართ და ვაფასებთ ჩვენს შორის არსებულ ღრმა კავშირებს

საქართველოში ევროკავშირის ელჩი კარლ ჰარცელი ქართველ ხალხს დამოუკიდებლობის დღეს ულოცავს. ჰარცელის განცხადებით, ევროკავშირი საქართველოს დამოუკიდებლობის, სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის ურყევ მხარდამჭერად რჩება. „მთელი გულით ვულოცავ საქართველოს და ქართველ ხალხს დამოუკიდებლობის დღეს. ევროკავშირი საქართველოს დამოუკიდებლობის, სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის ურყევ მხარდამჭერად რჩება. ამ რთულ დროს ჩვენ უკრაინისადმი სოლიდარობა გვაერთიანებს. ჩვენ საქართველოს გვერდით ვართ და ვაფასებთ ჩვენს შორის არსებულ ღრმა კავშირებს. გვინდა, რომ ეს კავშირები კიდევ უფრო გაღრმავდეს. 3 მარტს საქართველოს მთავრობამ ევროკავშირში გაწევრიანებაზე განაცხადი გააკეთა, რაც ქვეყნის მოსახლეობის აბსოლუტური უმრავლესობის მისწრაფებას გამოხატავს. საქართველომ არჩევანი გააკეთა საკუთარ ისტორიულ ღირებულებებზე დაყრდნობით. ახლა არის დრო, საქართველომ, ევროპული გზის ერთგულების დასადასტურებლად, გადამწყვეტი ნაბიჯები გადადგას“, – ნათქვამია კარლ ჰარცელის მილოცვაში. დღეს, 26 მაისს საქართველო დამოუკიდებლობის დღეს აღნიშნავს. ეროვნული საბჭოს დადგენილებით, 1918 წლის 26 მაისს საქართველო დამოუკიდებელ რესპუბლიკად გამოცხადდა. რესპუბლიკის თავმჯდომარედ ნოე ჟორდანია აირჩიეს. 1918 წლის 26 მაისს მიიღეს „საქართველოს სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობის აქტი“. საქართველოს დემოკრატიულმა რესპუბლიკამ, რომლის დამოუკიდებლობა ევროპის წამყვანმა ქვეყნებმა ცნეს, არსებობა არასრული სამი წლის თავზე, საბჭოთა რუსეთის მიერ განხორციელებული ოკუპაციის შემდეგ შეწყვიტა. საქართველომ დამოუკიდებლობის აღდგენა 70 წლის შემდეგ, 1991 წლის 9 აპრილს, შეძლო.

ახლა არის დრო, საქართველომ, ევროპული გზის ერთგულების დასადასტურებლად, გადამწყვეტი ნაბიჯები გადადგას - კარლ ჰარცელი

კარლ ჰარცელს ევროკავშირსა და საქართველოს შორის კავშირების კიდევ უფრო გაღრმავება სურს „ახლა არის დრო, საქართველომ, ევროპული გზის ერთგულების დასადასტურებლად, გადამწყვეტი ნაბიჯები გადადგას“, - ნათქვამია საქართველოში ევროკავშირის ელჩი კარლ ჰარცელის მილოცვის ტექსტში, რომელიც საქართველოს დამოუკიდებლობის დღესთან დაკავშირებით ევროკავშირის წარმომადგენლობამ გაავრცელა. „მთელი გულით ვულოცავ საქართველოს და ქართველ ხალხს დამოუკიდებლობის დღეს. ევროკავშირი საქართველოს დამოუკიდებლობის, სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის ურყევ მხარდამჭერად რჩება. ამ რთულ დროს ჩვენ უკრაინისადმი სოლიდარობა გვაერთიანებს. ჩვენ საქართველოს გვერდით ვართ და ვაფასებთ ჩვენს შორის არსებულ ღრმა კავშირებს. გვინდა, რომ ეს კავშირები კიდევ უფრო გაღრმავდეს. 3 მარტს საქართველოს მთავრობამ ევროკავშირში გაწევრიანებაზე განაცხადი გააკეთა, რაც ქვეყნის მოსახლეობის აბსოლუტური უმრავლესობის მისწრაფებას გამოხატავს. საქართველომ არჩევანი გააკეთა საკუთარ ისტორიულ ღირებულებებზე დაყრდნობით. ახლა არის დრო, საქართველომ, ევროპული გზის ერთგულების დასადასტურებლად, გადამწყვეტი ნაბიჯები გადადგას“, – წერია კარლ ჰარცელის მილოცვაში. დღეს, 26 მაისს საქართველო დამოუკიდებლობის დღეს აღნიშნავს. ეროვნული საბჭოს დადგენილებით, 1918 წლის 26 მაისს საქართველო დამოუკიდებელ რესპუბლიკად გამოცხადდა. რესპუბლიკის თავმჯდომარედ ნოე ჟორდანია აირჩიეს. 1918 წლის 26 მაისს მიიღეს „საქართველოს სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობის აქტი“. საქართველოს დემოკრატიულმა რესპუბლიკამ, რომლის დამოუკიდებლობა ევროპის წამყვანმა ქვეყნებმა ცნეს, არსებობა არასრული სამი წლის თავზე, საბჭოთა რუსეთის მიერ განხორციელებული ოკუპაციის შემდეგ შეწყვიტა. საქართველომ დამოუკიდებლობის აღდგენა 70 წლის შემდეგ, 1991 წლის 9 აპრილს, შეძლო.  

კარლ ჰარცელი: EU-ში გაწევრიანების განაცხადზე პასუხი სავარაუდოდ, 2-3 კვირაში იქნება

ევროკავშირის ელჩმა კარლ ჰარცელმა ჟურნალისტებს განუცხადა, რომ ევროპული კომისია, საქართველოს, უკრაინისა და მოლდოვის წევრობის განაცხადებზე პოზიციას მალე დააფიქსირებს. ილია დარჩიაშვილი: იმედი მაქვს, საქართველოს პროგრესი ევროინტეგრაციის გზაზე, რომელიც თვითშეფასების კითხვარშია, სათანადოდ დაფასდება პარტნიორების მხრიდან ევროკომისიამ დაიწყო უკრაინის მიერ შევსებული კითხვარის შეფასება, შემდეგი საქართველოა რა წერია ევროკავშირის კითხვარში „ჩვენ ჯერ კიდევ ველოდებით მომენტს, როდესაც ევროპული კომისია წარადგენს თავის პოზიციას საქართველოს, უკრაინისა და მოლდოვის წევრობის განაცხადებზე. ვვარაუდობ, ეს მომდევნო 2-3 კვირაში მოხდება“, - თქვა ჰარცელმა. ირაკლი ღარიბაშვილმა შევსებული კითხვარის მეორე ნაწილი ევროკავშირის ელჩს 10 მაისს გადასცა.  

სა­ქარ­თვე­ლოს შეეძლო, უკეთ მომზადებული შეხვედროდა ამ ისტორიულ მომენტს - ევროკავშირის ელჩი

საქართველოს შეეძლო, უკეთ მომზადებული შეხვედროდა ამ ისტორიულ მომენტს, ვინაიდან ეს ხდება იმ დროს, როდესაც ევროკავშირს სულ უფრო მეტად აშფოთებს ქვეყნის განვითარების დღევანდელი ტრაქტორია. უკანასკნელი წლების განმავლობაში რეფორმების ტემპის შენელების შემდეგ - ნაწილობრივ ხშირი პოლიტიკური კრიზისების გამო, რომლებზეც პასუხისმგებლობის საკუთარი წილი ყველა მხარეს ეკისრება - ბოლო თვეებში გაჩნდა კითხვები იმასთან დაკავშირებით, თუ საით მიდის საქართველო. ამის შესახებ ევროკავშირის ელჩმა კონფერენციაზე -  „უსაფრთხოების ახალი არქიტექტურა ევროპაში და მისი გავლენა საქართველოზე“ განაცხადა. კარლ ჰარცელის მიმართვის ტექსტის თარგმანი ევროკავშირის წარმომადგენლობამ გაავრცელა, რომელსაც უცვლელად გთავაზობთ. "რამდენ ხანსაც არ უნდა გაგრძელდეს ომი უკრაინაში და როგორიც არ უნდა იყოს მისი შედეგები, ცხადია, რომ ევროპა აღარასოდეს იქნება ისეთი, როგორიც იყო. მე მოვერიდები საკუთარი ვარაუდების გამოთქმა იმასთან დაკავშირებით, თუ როგორი იქნება კომისიის საბოლოო შეფასება, ან როგორი იქნება წევრი სახელმწიფოების გადაწყვეტილება საქართველოსთან მიმართებით. თუმცა, უნდა აღვნიშნო, რომ მიუხედავად იმისა, თუ როგორი იქნება შედეგი - მოსალოდნელზე ნაკლები, მოსალოდნელზე მეტი, კონკრეტული პირობებით თუ მათ გარეშე - დასკვნა, რომელიც ნებისმიერ შემთხვევაში უნდა გამოვიტანოთ, არის ის, რომ ახლა საქართველო მუშაობას უნდა შეუდგეს! მიუხედავად იმისა ეს სამუშაო სადგურიდან უკვე დაძრული მატარებლის დაწევა იქნება თუ იმაში დარწმუნება, რომ აღებული ბილეთი შემდეგ სადგურამდე მიგიყვანთ, საქართველომ უნდა გააძლიეროს საკუთარი ძალისხმევა იმ ყველაფრის სერიოზულად და მდგრადად შესასრულებლად, რაც აუცილებელია ევროკავშირის სამომავლო წევრობაზე სანდო განაცხადის გასაკეთებლად. მე არ ვარ გულუბრყვილო და არ ვფიქრობ, რომ მარტივად შეიძლება დამყარება პოლიტიკური კულტურისა, სადაც ერთმანეთს უსმენენ ნაცვლად ერთმანეთისთვის მონების, ომის მომხრეების, პუტინისტების, მოღალატეების ან ე.წ. „უინტერესოს“ წამოძახებისა. თუმცა, ეს გამოწვევა როგორმე უნდა დაიძლიოს. ახლა არ არის შესაძლო დამნაშავის ძიების დრო – ახლა ხანგრძლივი თამაშისთვის მზადების დროა. ევროკავშირის გაფართოება არ არის კანდიდატი ქვეყნის მიმართ ევროკავშირის განწყობის საზომი. ეს არის ევროპულ გზაზე კანდიდატი ქვეყნის მტიცე და შეუქცევადი წინსვლისთვის აუცილებელი გადაწყვეტილებების მიღებისა და რეფორმების განხორციელების მონდომებისა და უნარის საზომი. რეფორმების განხორციელების კუთხით საქართველომ წლების განმავლობაში მნიშვნელოვან პროგრესს მიაღწია. საქართველოს ლიდერებს აქვთ ყველა მიზეზი იმისათვის, რომ იამაყონ იმ მიღწევებით, რომელთა გამოც თქვენს ქვეყანას რამდენიმე წლის წინ „აღმოსავლეთისპარტნიორობის ლიდერი ქვეყნის“ არაფორმალური საპატიო წოდება მიენიჭა. პოლიტიკა, რომელმაც შესაძლებელი გახადა ასოცირების შესახებ შეთანხმების წარმატებით გაფორმება და საქართველო-ევროკავშირს შორის მიმოსვლის უვიზო რეჟიმის დამყარება - ეს არის მიღწევები, რომლებიც თქვენ მომავალშიც გამოგადგებათ. ამავე დროს, საქართველოს შეეძლო, უკეთ მომზადებული შეხვედროდა ამ ისტორიულ მომენტს, ვინაიდან ეს ხდება იმ დროს, როდესაც ევროკავშირს სულ უფრო მეტად აშფოთებს ქვეყნის განვითარების დღევანდელი ტრაქტორია. უკანასკნელი წლების განმავლობაში რეფორმების ტემპის შენელების შემდეგ - ნაწილობრივ ხშირი პოლიტიკური კრიზისების გამო, რომლებზეც პასუხისმგებლობის საკუთარი წილი ყველა მხარეს ეკისრება - ბოლო თვეებში გაჩნდა კითხვები იმასთან დაკავშირებით, თუ საით მიდის საქართველო. საიდუმლოს არ გავამხელ, რადგან თქვენ ყველამ ნახეთ და მოისმინეთ ევროკავშირის საზოგადოების რეაქცია გასული წლის განმავლობაში განვითარებულ მოვლენებზე და მათი შეკითხვები ისეთ საკითებთან დაკავშირებით, როგორიცაა დემოკრატიული არჩევნების ჩატარების ტენდენცია; 5 ივლისის ძალადობა და მისი შედეგები, რამაც გავლენა იქონია უმცირესობების უფლებებსა და ჟურნალისტების დაცვაზე; ფაქტები, რომლებიც ხელს უშლიან სასამართლო სისტემისა და კანონის უზენაესობის მიმართ ნდობის ჩამოყალიბებას; ფარული მოსმენების პრაქტიკა ადამიანის უფლებების, მათ შორის პირადი ცხოვრების ხელშეუხებლობის უფლების დარღვევით; და სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის დაშლა, რაც კითხვის ნიშნის ქვეშ აყენებს დემოკრატიული ინსტიტუტებისა და დემოკრატიული ზედამხედველობის მექანიზმების მიმართ პატივისცემას. მნიშვნელობა აქვს აღქმას, მნიშვნელობა აქვს ტენდენციებს და საქართველომ უნდა დაიბრუნოს რეგიონში საუკეთესო აქტორის და საუკეთესო რეფორმატორის სახელი, რისთვისაც მას ყველა შესაძლებლობა და გამოცდილებაც კი აქვს. ევროკავშირი საქართველოს ახლო მეგობარი და პარტნიორია. საქართველო ერთ-ერთია მსოფლიოს იმ ქვეყნებს შორის, რომლებმაც ერთ სულ მოსახლეზე გაანგარიშებით ყველაზე დიდი დახმარება მიიღეს. ჩვენ გეხმარებით ეკონომიკის მოდერნიზებაში, ახალი სამუშაო ადგილების შექმნაში, ვაჭრობისა და კავშირების გაძლიერებაში, საგანმანათლებლო სტანდარტების ამაღლებაში, ენერგოეფექტურობის გაზრდაში, გარემოსა და ჯანმრთელობასთან დაკავშირებული გამოწვევების დაძლევასა და თქვენი კანონმდებლობის ევროკავშირის კანონმდებლობასთან ჰარმონიზაციაში. თუ გნებავთ, ეს ქმედებები საქართველოს მიმართ ჩვენი სიყვარულისა და პატივისცემის საზომად ჩავთვალოთ. ჩვენ მზად ვართ, გავაგრძელოთ ამ როლის შესრულება. ჩვენ მზად ვართ, დაგეხმაროთ თქვენი ევროპული დღის წესრიგის შესრულებაში მიუხედავად იმისა, თუ რა გადაწყვეტილებები იქნება მიღებული უახლოეს კვირებში. იმიტომ, რომ ჩვენ გვჯერა ჩვენი მეგობრობის და პარტნიორობის და მზად ვართ, მეტი გავაკეთოთ ამ კუთხით. ჩვენ გვინდა, რომ საქართველომ იპოვოს თავისი ღირსეული ადგილი ევროპასა და მსოფლიოში. ასე რომ, უბრალოდ, დაგვეხმარეთ რომ დაგეხმაროთ!", - განაცხადა ევროკავშირის ელჩმა.   

ევროკავშირის ელჩის თქმით, როგორიც არ უნდა იყოს გადაწყვეტილება წევრობის სტატუსთან დაკავშირებით, ერთი რამ უცვლელია - დროა, საქართველომ ამ საკითხზე იმუშაოს

ევროკავშირში გაწევრიანების განაცხადზე ევკომისიის დასკვნა სავარაუდოდ, მომავალ კვირაში იქნება, რის შემდეგაც გაიმართება განხილვები წევრ სახელმწიფოებს შორის და გადაწყვეტილება სავარაუდოდ, ერთი თვის ვადაში მიიღება. ამის შესახებ ევროკავშირის ელჩმა საქართველოში, კარლ ჰარცელმა ჟურნალისტებთან განაცხადა. მისი თქმით, როგორიც არ უნდა იყოს ევროკავშირის საბჭოს გადაწყვეტილება საქართველოს წევრობის სტატუსთან დაკავშირებით, არსებობს მთავარი, უცვლელი რამ: დროა, საქართველომ იმუშაოს ამ საკითხზე. „მე არ მსურს ამ შეფასების შედეგზე, ევროკავშირის საბჭოს გადაწყვეტილებაზე სპეკულირება და ვიტყვი მხოლოდ იმას, რომ როგორიც არ უნდა იყოს შედეგი, იქნება ის მოლოდინზე ნაკლები თუ უფრო მეტი, პირობებით თუ პირობების გარეშე, არსებობს ერთი მთავარი გადაწყვეტილება, რომელიც უცვლელია და ეს არის ის, რომ დროა, საქართველომ იმუშაოს ამ საკითხზე, დროა, უზრუნველყოფილი იყოს, რომ სერიოზულად და მდგრად განახორციელოს ის, რაც საჭიროა საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანების საიმედოობისთვის“, - განაცხადა ევროკავშირის ელჩმა. შევსებული კითხვარის მეორე ნაწილი ევროკავშირის ელჩს პრემიერმა 10 მაისს გადასცა. ევროკომისიამ დაიწყო უკრაინის მიერ შევსებული კითხვარის შეფასება, შემდეგი საქართველოა სა­ქარ­თვე­ლოს შეეძლო, უკეთ მომზადებული შეხვედროდა ამ ისტორიულ მომენტს - ევროკავშირის ელჩი

პრეზიდენტი: გვესმის უმრავლესობიდან ისეთი განცხადებები, რომლებიც ალბათ, დაუფიქრებელია თუ არასაჭირო

ბევრი რამის გაკეთება შეიძლებოდა სხვანაირად, სხვა რიტორიკა შეიძლებოდა, - ასე პასუხობს საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი „პალიტრანიუსის“ გადაცემა “თავისუფალ სტუდიაში“ კითხვას იმის შესახებ, თუ „სად და რა შეცდომები დავუშვით და სად, რა არ გავაკეთეთ უკეთ“, რადგან ევროკავშირის ელჩის მხრიდან ასეთი შეფასება დავიმსახურეთ, რომ „საქართველოს შეეძლო უკეთ მომზადებული ყოფილიყო ამ ისტორიული მომენტისთვის“. სალომე ზურაბიშვილის განცხადებით, კეთდება განცხადებები ევროპარლამენტარებზე და ზოგადად ევროპაზე, რომელიც გაუგებარია. „ახლა, ჩვენ არ დავიწყებთ მთელი ამ ისტორიის გავლას, მაგრამ ყოველთვის შეიძლება უკეთ მომზადება, ბევრი რამის გაკეთება შეიძლებოდა სხვანაირად, სხვა რიტორიკა შეიძლებოდა, ამაში ვარ დარწმუნებული და ეს გრძელდება ბოლო პერიოდში. გვესმის, სხვათაშორის უფრო პარტიის კუთხით, უმრავლესობიდან, ისეთი განცხადებები, რომლებიც ალბათ, არ ვიცი, დაუფიქრებელია თუ არასაჭირო იმ მომენტში, როცა ვიცით, რომ ველოდებით გადაწყვეტილებებს. თქვენ ახლა მეკითხებით, რა გავაკეთეთ თუ რა არ გავაკეთეთ და ამ დროს, როცა ეს კითხვა ყველაშია და ყველა იმას ელოდება, მომავალ კვირას რა იქნება პირველი შეფასება კომისიის და შემდეგ, ალბათ, ივნისის ბოლოს უკვე ევროპული საბჭოს გადაწყვეტილება და ქვეყნების მეთაურების გადაწყვეტილებები, ამ დროს ჩვენ ვაკეთებთ ისეთ განცხადებებს ხან ევროპარლამენტარებზე, ხან ევროპაზე ზოგადად, რომელიც ცოტა გაუგებარია“, - განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა. კითხვაზე, რომ ხელისუფლების წევრების მხრიდან ევროპარლამენტარებზე გაკეთდა შეფასებები: „სააკაშვილის და არა საქართველოს მეგობარი“, „კრიმინალების ხელშემწყობი“, „ანტიევროკავშირი“, რა ლოგიკაში ჯდება აღნიშნული განცხადებები პარტნიორების გადაწყვეტილების მოლოდინის ფონზე და უძებნის თუ არა მას ახსნას. „თქვენ მეკითხებით, რა ლოგიკაში ჯდება და ამას მე არ უნდა მეკითხებოდეთ იმიტომ, რომ მე ამის ლოგიკას ვერ ვხედავ, უნდა ეკითხებოდეთ იმათ, ვინც ამ განცხადებებით გამოდიან, ამ დროს. აქ ორივე საკითხია: ჯერ ერთი, რაღაცები არ ითქმის, რადგან ზრდილობის საკითხია და მეორე, ამ პერიოდში, ამ ყველაფრის დროულობა. არ შეიძლება, ამ დროს, როცა ვიცით, რომ სენსიტიური მომენტია, არ ვუფრთხილდებოდეთ იმ განცხადებას, რომელიც ზოგჯერ შეიძლება ითქვას, რაღაც მომენტში, რეაქცია მოხდეს და ყველაფერი გასაგებია, მაგრამ ასეთი თანმიმდევრობით, მე მგონი, ცოტა გაუგებარია“, - განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა.

ჰარცელი პარლამენტის მიერ მიღებულ ცვლილებებზე: მნიშვნელოვნად ზღუდავს მოქალაქეების პირადი ცხოვრების ხელშეუხებლობას

მიუხედავად იმისა, რომ სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსში ცვლილებების შეტანა უსაფრთხოების თვალსაზრისით შეიძლება, ლეგიტიმური იყოს, შეშფოთებით აღვნიშნავთ, რომ მიმდინარე ცვლილებები მნიშვნელოვნად ზღუდავს საქართველოს მოქალაქეების პირადი ცხოვრების ხელშეუხებლობას, მათ პირად ცხოვრებაში გაუმართლებელი შეჭრისა და პერსონალური მონაცემების დაცვის საკმარისი გარანტიების გარეშე. - ამ სიტყვებით გამოეხმაურა ევროკავშირის ელჩი კარლ ჰარცელი სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსში“ ცვლილებებს. ელჩის თქმით, საქართველოს პარლამენტმა საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსში ცვლილებები მიიღო, რომლის შესაბამისად მატულობს სამართალდარღვევათა რაოდენობა, რომელთა მიმართებაში ნებადართული იქნება ფარული საგამოძიებო მოქმედებების ჩატარება, ხოლო ამ მოქმედებების ხანგრძლივობა იზრდება. „ევროკავშირმა აღნიშნული ცვლილებების მიღებამდე ამ საკითხთან დაკავშირებით შეშფოთება საქართველოს პარლამენტს გაუზიარა და შესთავაზა, რომ ახალი კანონმდებლობა საბოლოო შემუშავებამდე ვენეციის კომისიასთან ყოფილიყო გაგზავნილი, რათა ევროპულ სტანდარტებთან და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალთან მისი შესაბამისობის შეფასება მომხდარიყო. ვწუხვართ, რომ საქართველოს პარლამენტმა ამ კანონპროექტის მიღება მსგავსი კონსულტაციების გარეშე გადაწყვიტა. ვხედავთ, რომ საქართველო აგრძელებს მნიშვნელოვანი საკანონმდებლო ცვლილებების მიღებას დაჩქარებული საპარლამენტო პროცედურებით, აუცილებელი ადგილობრივი, თუ საერთაშორისო კონსულტაციებისა და ევროპულ სტანდარტებთან მათი შესაბამისობის სათანადო ანალიზის გარეშე. მოვუწოდებთ საქართველოს მთავრობას, შეასრულოს თავისი ვალდებულებები საქართველოს მოქალაქეების ადამიანის უფლებებისა და ძირითადი თავისუფლებების დაცვასთან დაკავშირებით და ასევე, უზრუნველყოს ადეკვატური და ეფექტიანი გარანტიები მათი პოტენციური დარღვევის წინააღმდეგ. მოვუწოდებთ პარლამენტს, დაუყოვნებლივ მიმართოს ვენეციის კომისიას მოსაზრებისთვის ამ კანონპროექტთან დაკავშირებით და მისი რეკომენდაციები გაითვალისწინოს. ასევე მოვუწოდებთ მთავრობას, დიპლომატიურ საზოგადოებას 2021 წლის სექტემბერში გამოვლენილ საქართველოს და უცხო ქვეყნის მოქალაქეების მიმართ ფართომასშტაბიან მიყურადებასთან დაკავშირებით დაპირებული გამოძიების შედეგები აცნობოს“, – აღნიშნავს კარლ ჰარცელი. ინფორმაციისთვის, „სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსში“ ცვლილებების პროექტს პარლამენტმა მესამე მოსმენით მხარი დაუჭირა. კანონის პროექტი 78 ხმით, 11-ის წინააღმდეგ მიიღეს. ფარული საგამოძიებო მოქმედებების ჩატარებასთან დაკავშირებული ვადები გახანგრძლივდა, დანაშაულთა წრე, რაზეც ფარული საგამოძიებო მოქმედებების ჩატარება დაიშვება, იზრდება. ფარული საგამოძიებო მოქმედების ჩატარების საერთო ვადა შეადგენს არაუმეტეს 9 თვეს და ის სამ ეტაპად ტარდება, გარდა “სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსით“ გათვალისწინებული საგამონაკლისო შემთხვევებისა.

საქართველო აგრძელებს მნიშვნელოვანი საკანონმდებლო ცვლილებების დაჩქარებულად მიღებას, სათანადო ანალიზის გარეშე - კარლ ჰარცელი

ევროკავშირის ელჩი საქართველოში კარლ ჰარცელი საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსში ცვლილებების შეტანას გამოეხმაურა. დიპლომატის კომენტარი ევროკავშირის წარმომადგენლობის ვებსაიტზე გამოქვეყნდა. „გუშინ საქართველოს პარლამენტმა საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსში ცვლილებები მიიღო, რომლის შესაბამისად მატულობს სამართალდარღვევათა რაოდენობა, რომელთა მიმართებაში ნებადართული იქნება ფარული საგამოძიებო მოქმედებების ჩატარება, ხოლო ამ მოქმედებების ხანგრძლივობა იზრდება. მიუხედავად იმისა, რომ სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსში ცვლილებების შეტანა უსაფრთხოების თვალსაზრისით შეიძლება, ლეგიტიმური იყოს, შეშფოთებით აღვნიშნავთ, რომ მიმდინარე ცვლილებები მნიშვნელოვნად ზღუდავს საქართველოს მოქალაქეების პირადი ცხოვრების ხელშეუხებლობას, მათ პირად ცხოვრებაში გაუმართლებელი შეჭრისა და პერსონალური მონაცემების დაცვის საკმარისი გარანტიების გარეშე. ევროკავშირმა აღნიშნული ცვლილებების მიღებამდე ამ საკითხთან დაკავშირებით შეშფოთება საქართველოს პარლამენტს გაუზიარა და შესთავაზა, რომ ახალი კანონმდებლობა საბოლოო შემუშავებამდე ვენეციის კომისიასთან ყოფილიყო გაგზავნილი, რათა ევროპულ სტანდარტებთან და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალთან მისი შესაბამისობის შეფასება მომხდარიყო. ვწუხვართ, რომ საქართველოს პარლამენტმა ამ კანონპროექტის მიღება მსგავსი კონსულტაციების გარეშე გადაწყვიტა. ვხედავთ, რომ საქართველო აგრძელებს მნიშვნელოვანი საკანონმდებლო ცვლილებების მიღებას დაჩქარებული საპარლამენტო პროცედურებით, აუცილებელი ადგილობრივი, თუ საერთაშორისო კონსულტაციებისა და ევროპულ სტანდარტებთან მათი შესაბამისობის სათანადო ანალიზის გარეშე. მოვუწოდებთ საქართველოს მთავრობას, შეასრულოს თავისი ვალდებულებები საქართველოს მოქალაქეების ადამიანის უფლებებისა და ძირითადი თავისუფლებების დაცვასთან დაკავშირებით და ასევე, უზრუნველყოს ადეკვატური და ეფექტიანი გარანტიები მათი პოტენციური დარღვევის წინააღმდეგ. მოვუწოდებთ პარლამენტს, დაუყოვნებლივ მიმართოს ვენეციის კომისიას მოსაზრებისთვის ამ კანონპროექტთან დაკავშირებით და მისი რეკომენდაციები გაითვალისწინოს. ასევე მოვუწოდებთ მთავრობას, დიპლომატიურ საზოგადოებას 2021 წლის სექტემბერში გამოვლენილ საქართველოს და უცხო ქვეყნის მოქალაქეების მიმართ ფართომასშტაბიან მიყურადებასთან დაკავშირებით დაპირებული გამოძიების შედეგები აცნობოს“, – აღნიშნავს კარლ ჰარცელი. ჰარცელი პარლამენტის მიერ მიღებულ ცვლილებებზე: მნიშვნელოვნად ზღუდავს მოქალაქეების პირადი ცხოვრების ხელშეუხებლობას

კარლ ჰარცელი საქართველოს მთავრობას მოუწოდებს, ფართომასშტაბიან მიყურადებასთან დაკავშირებით დაპირებული გამოძიების შედეგები დიპლომატიურ საზოგადოებას აცნობოს ევროკავშირის ელჩი კარლ ჰარცელი საქართველოს მთავრობას მოუწოდებს, 2021 წლის სექტემბერში გამოვლენილ, საქართველოს და უცხო ქვეყნის მოქალაქეების მიმართ ფართომასშტაბიან მიყურადებასთან დაკავშირებით დაპირებული გამოძიების შედეგები დიპლომატიურ საზოგადოებას აცნობოს. ამის შესახებ ელჩი პარლამენტის მიერ მიღებულ ცვლილებებთან დაკავშირებით გავრცელებულ განცხადებაში საუბრობს. ჰარცელი პარლამენტის მიერ მიღებულ ცვლილებებზე: მნიშვნელოვნად ზღუდავს მოქალაქეების პირადი ცხოვრების ხელშეუხებლობას საქართველო აგრძელებს მნიშვნელოვანი საკანონმდებლო ცვლილებების დაჩქარებულად მიღებას, სათანადო ანალიზის გარეშე - კარლ ჰარცელი „ვხედავთ, რომ საქართველო აგრძელებს მნიშვნელოვანი საკანონმდებლო ცვლილებების მიღებას დაჩქარებული საპარლამენტო პროცედურებით, აუცილებელი ადგილობრივი, თუ საერთაშორისო კონსულტაციებისა და ევროპულ სტანდარტებთან მათი შესაბამისობის სათანადო ანალიზის გარეშე. მოვუწოდებთ საქართველოს მთავრობას, შეასრულოს თავისი ვალდებულებები საქართველოს მოქალაქეების ადამიანის უფლებებისა და ძირითადი თავისუფლებების დაცვასთან დაკავშირებით და ასევე, უზრუნველყოს ადეკვატური და ეფექტიანი გარანტიები მათი პოტენციური დარღვევის წინააღმდეგ. მოვუწოდებთ პარლამენტს, დაუყოვნებლივ მიმართოს ვენეციის კომისიას მოსაზრებისთვის ამ კანონპროექტთან დაკავშირებით და მისი რეკომენდაციები გაითვალისწინოს. ასევე მოვუწოდებთ მთავრობას, დიპლომატიურ საზოგადოებას 2021 წლის სექტემბერში გამოვლენილ საქართველოს და უცხო ქვეყნის მოქალაქეების მიმართ ფართომასშტაბიან მიყურადებასთან დაკავშირებით დაპირებული გამოძიების შედეგები აცნობოს“, – აღნიშნავს კარლ ჰარცელი. შეგახსენებთ, 2021 წლის ივნისში, ქართულ მედიაში გავრცელებული ცნობებით, ფარული ჩანაწერები საქართველოში ევროკავშირის ელჩის კარლ ჰარცელის, ამერიკელი დიპლომატების, ისრაელის ელჩის რან გიდორის, ასევე, საქართველოში განთავსებული დიპლომატიური მისიების თანამშრომლების საუბრებს შეიცავდა. ესტონეთის საგარეო საქმეთა სამინისტრო, თბილისში სატელეფონო საუბრების მიყურადების შესახებ განცხადებას ავრცელებს ელჩები აცხადებენ, რომ მინისტრთან შეხვედრისას, სატელეფონო მიყურადების ფაქტებთან დაკავშირებით სერიოზული შეშფოთება გამოთქვეს

კარლ ჰარცელი ევროპის მოედანზე პრეზიდენტის მოწვევით გამართულ შეკრებას დაესწრება

საქართველოში ევროკავშირის ელჩი კარლ ჰარცელი მონაწილეობას მიიღებს შეკრებაში, რომელიც დღეს, ევროპის მოედანზე პრეზიდენტის მოწვევით გაიმართება. ინფორმაციას საქართველოში ევროკავშირის საელჩო ავრცელებს. გერმანიის ელჩი 16 ივნისს შეკრებაზე პრეზიდენტის ინიციატივას იწონებს და ევროპის მოედანზე მისვლას გეგმავს მანამდე, 16 ივნისის აქციაზე დასწრების შესახებ საქართველოში გერმანიის ელჩმა ჰუბერტ ქნირშმა განაცხადა.  პრეზიდენტმა საზოგადოებას 16 ივნისს შეკრებისკენ მოუწოდა. სალომე ზურაბიშვილმა ევროკავშირის წევრი ქვეყნების ელჩებსაც მიმართა, შეუერთდნენ ამ შეკრებას. პრეზიდენტმა მიმართა პოლიტიკურ პარტიებს, ვისი მიზანიც ევროპაა, მასთან „ერთად დადგნენ მიკროფონების გარეშე“. შეგახსენებთ, „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე საქართველოს პრეზიდენტის, სალომე ზურაბიშვილის ინიციატივას გამოეხმაურა და განაცხადა, რომ 16 ივნისის შეკრების ინიციატივა „სამწუხაროდ, ცოტა მოუმზადებელია, რადგან აქციის ორგანიზება ბევრ რამესთან არის დაკავშირებული“. ოპოზიციის ნაწილი პრეზიდენტის შეთავაზებას იღებს და 16 ივნისის აქციაში მონაწილეობას გეგმავს.

კარლ ჰარცელი: თქვენი ბედი საბოლოოდ, თქვენს ხელშია

თქვენი ბედი საბოლოოდ, თქვენს ხელშია, - ასე აფასებს ევროკავშირის ელჩი საქართველოში კარლ ჰარცელი საქართველოსთვის ევროკომისიის მიერ, ევროკავშირის კანდიდატის სტატუსის მინიჭების შესახებ მოსაზრებას. ჰარცელის თქმით, ევროკომისიის მოსაზრება საქართველოს შესახებ, „ფხიზლად ყოფნის მომენტია“. კარლ ჰარცელი: საქართველომ ნაკლებად ხელსაყრელი მოსაზრება მიიღო, ვიდრე უკრაინამ და მოლდოვამ. ესაა გზავნილი, რომელიც სერიოზულად უნდა იყოს მიღებული კარლ ჰარცელი: ახლა ყველაზე მნიშვნელოვანია საქართველოს მზადყოფნა, შეუდგეს მუშაობას რეკომენდაციების ჩამონათვალის შესასრულებლად „როდესაც შედეგებს ვუყურებთ, არ შეიძლება არ აღინიშნოს, რომ საქართველომ ნაკლებად ხელსაყრელი მოსაზრება მიიღო, ვიდრე უკრაინამ და მოლდოვამ და ეს არის გზავნილი, რომელიც სერიოზულად უნდა იყოს მიღებული. როგორც უკვე ვთქვი, ეს საქართველოსთვის ფხიზლად ყოფნის მომენტია და როგორც ადრინდელი გაფართოების პროცესების ისტორიამ და გამოცდილებამ აჩვენა, საბოლოოდ, ბურთი თითოეული ცალკეული ქვეყნის მოედანზეა. იმ პროცესში, რამაც ევროკავშირში მკვეთრი გაფართოება და 2004 წელს 10 ახალი წევრის შეერთება გამოიწვია, განმცხადებლების უმეტესობას აღმავლობებისა და ჩავარდნების თავისი წილი შეხვდათ. ჯერ კიდევ 1997 წელს, იყო სიტუაცია, როდესაც თავდაპირველად მათგან მხოლოდ 6-ს მიენიჭა კანდიდატის სტატუსი, ასე რომ ამაში არაფერია ახალი და წარსული გამოცდილება აჩვენებს ფუნდამენტურ მხარეს. თქვენი ბედი საბოლოოდ, თქვენს ხელშია", - განაცხადა ჰარცელმა. შეგახსენებთ, 17 ივნისს ევროკომისიის დასკვნა გახდა ცნობილი. ევროკომისიის რეკომენდაცია, რომ უკრაინას და მოლდოვას კანდიდატის სტატუსი მიენიჭოთ პირობებით, საქართველოს - ევროპული პერსპექტივა და პირობები კანდიდატის სტატუსამდე. უფრო დეტალურად დოკუმენტს, ამ ბმულზე გაეცანით ცნობისთვის, 28 თებერვალს, ევროკავშირის წევრობაზე დაჩქარებული წესით განაცხადი უკრაინამ ომის ფონზე გააკეთა. ამის შემდეგ, ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსის მისაღებად განაცხადის დაჩქარებული წესით გაკეთების გადაწყვეტილება საქართველომაც მიიღო. 3 მარტს, პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა შესაბამის დოკუმენტს ხელი მოაწერა. ევროკავშირში დაჩქარებული წესით გაწევრიანებაზე განაცხადი 3 მარტს მოლდოვამაც წარადგინა. პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა შევსებული კითხვარის მეორე ნაწილი ევროკავშირის ელჩს კარლ ჰარცელს 10 მაისს გადასცა. პოლარიზაციის დასრულება, მართლმსაჯულების რეფორმა და კორუფციასთან ბრძოლის კუთხით პროგრესი - ევროკომისია საქართველოს პირობების შესრულებას სთხოვს  

კარლ ჰარცელი: ახლა ყველაზე მნიშვნელოვანია საქართველოს მზადყოფნა, შეუდგეს მუშაობას რეკომენდაციების ჩამონათვალის შესასრულებლად

ევროკომისიამ გასცა რეკომენდაცია, რომ საქართველოს მიენიჭოს ევროპული პერსპექტივა და გარდა ამისა, კანდიდატის სტატუსი მას შემდეგ, როდესაც მთელი რიგი პრიორიტეტული ქმედებებისა წარმატებით განხორციელდება, - ამის შესახებ საქართველოში ევროკავშირის ელჩმა კარლ ჰარცელმა ბრიფინგზე განაცხადა. კარლ ჰარცელი: საქართველომ ნაკლებად ხელსაყრელი მოსაზრება მიიღო, ვიდრე უკრაინამ და მოლდოვამ. ესაა გზავნილი, რომელიც სერიოზულად უნდა იყოს მიღებული „ნება მიბოძეთ, ხაზი გავუსვა ამ გზავნილის მნიშვნელობას. კომისიის რეკომენდაციაა, რომ საქართველო უნდა იყოს აღიარებული როგორც ქვეყანა, რომლისთვისაც ევროკავშირის მომავალი წევრობის კარი ახლა ღიაა. ეს არის პირველი შემთხვევა, როდესაც ევროკომისია აკეთებს ამ რეკომენდაციას საქართველოსთვის, ისევე როგორც უკრაინასა და მოლდოვისთვის და თუ ყველა წევრი სახელმწიფო დათანხმდება, საქართველოს სტატუსი ევროკავშირთან ურთიერთობაში ახალ სიმაღლეზე ავა. ამ პოზიციიდან კანდიდატის სტატუსის მოპოვებაზე გადასვლის პერსპექტივა, რაც კიდევ ერთი გზაა იმის სათქმელად, რომ ქვეყანა მზად იქნება, დაიწყოს მოლაპარაკებები ევროკავშირის წევრობისთვის, ასევე მოცემულია ამ მოსაზრებაში მას შემდეგ, როდესაც საქართველო შეასრულებს პრიორიტეტების ნაკრებს, როგორც ეს მოსაზრებაშია ასახული“, - აღნიშნა ჰარცელმა. საქართველოში ევროკავშირის ელჩის განცხადებით, ამ პრიორიტეტების, ამ პირობების უმეტესობა არის ცნობილი საკითხები, რომლის შესახებაც ევროკავშირმა წარსულში, სხვადასხვა დროს უკვე გამოთქვა შეშფოთება. „კომისარმა ვარჰეიმ ბრიფინგზე მათგან ხუთი ხაზგასმით აღნიშნა. დაწყებული იმით, რომ საჭიროა მიმდინარე პოლიტიკური პოლარიზაციის გადალახვა პარტიებს შორის თანამშრომლობისკენ დაბრუნებით, 19 აპრილის შეთანხმების სულისკვეთების შესაბამისად. ეს არის მთავარი, როგორც წარსულში არაერთხელ აღინიშნა და რასაც საქართველოს მოსახლეობის აბსოლუტური უმრავლესობა, რომელმაც ხმა მისცა პროევროპულ პარტიებს, სამართლიანად უნდა მოელოდოს თავისი პოლიტიკური პარტიების ლიდერებისგან“, - განაცხადა ჰარცელმა.  კომისარმა ასევე აღნიშნა, რომ შეუსრულებელ რეკომენდაციებს შორისაა სასამართლო რეფორმა: „კიდევ ერთი საკითხი, რომელთან დაკავშირებით ევროკავშირი შეშფოთებას დიდი ხნის განმავლობაში გამოთქვამს, ისევე როგორც კორუფციასთან ბრძოლა, ორგანიზებული დანაშაულის წინააღმდეგ გაძლიერებული ბრძოლა, სფერო, სადაც საქართველოს უკვე აქვს კარგი გამოცდილება და თავისუფალი, პროფესიული, პლურალისტური და დამოუკიდებელი მედიაგარემოს დაცვა. ეს არის ცხადი საკითხების ჩამონათვალი, მაგრამ ამჟამად, ყველაზე უფრო მნიშვნელოვანია საქართველოს მზადყოფნა და უნარი, შეუდგეს მუშაობას პრიორიტეტების ამ ჩამონათვალის შესასრულებლად, რაც მოითხოვს ყველა პოლიტიკური პარტიის, ისევე როგორც სხვა სახელმწიფო ორგანოების, ადგილობრივი ხელისუფლების და სამოქალაქო საზოგადოების და ასევე სხვების ჩართულობას“. ჰარცელის შეფასებით, საქართველომ ნაკლებად ხელსაყრელი მოსაზრება მიიღო, ვიდრე უკრაინამ და მოლდოვამ. „ეს არის გზავნილი, რომელიც სერიოზულად უნდა იქნას მიღებული. როგორც უკვე ვთქვი, ეს საქართველოსთვის ფხიზლად ყოფნის მომენტია. ამ პრიორიტეტების, ამ პირობების უმეტესობა არის ცნობილი საკითხები, რომლის შესახებაც ევროკავშირმა წარსულში, სხვადასხვა დროს უკვე გამოთქვა შეშფოთება. კომისარმა ვარჰეიმ ბრიფინგზე მათგან ხუთი ხაზგასმით აღნიშნა. დაწყებული იმით, რომ საჭიროა მიმდინარე პოლიტიკური პოლარიზაციის გადალახვა პარტიებს შორის თანამშრომლობისკენ დაბრუნებით, 19 აპრილის შეთანხმების სულისკვეთების შესაბამისად. ეს არის მთავარი, როგორც წარსულში არაერთხელ აღინიშნა და რასაც საქართველოს მოსახლეობის აბსოლუტური უმრავლესობა, რომელმაც ხმა მისცა პროევროპულ პარტიებს, სამართლიანად უნდა მოელოდოს თავისი პოლიტიკური პარტიების ლიდერებისგან“, - განაცხადა ჰარცელმა. შეგახსენებთ, 17 ივნისს ევროკომისიის დასკვნა გახდა ცნობილი. ევროკომისიის რეკომენდაცია, რომ უკრაინას და მოლდოვას კანდიდატის სტატუსი მიენიჭოთ პირობებით, საქართველოს - ევროპული პერსპექტივა და პირობები კანდიდატის სტატუსამდე. უფრო დეტალურად დოკუმენტს, ამ ბმულზე გაეცანით ცნობისთვის, 28 თებერვალს, ევროკავშირის წევრობაზე დაჩქარებული წესით განაცხადი უკრაინამ ომის ფონზე გააკეთა. ამის შემდეგ, ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსის მისაღებად განაცხადის დაჩქარებული წესით გაკეთების გადაწყვეტილება საქართველომაც მიიღო. 3 მარტს, პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა შესაბამის დოკუმენტს ხელი მოაწერა. ევროკავშირში დაჩქარებული წესით გაწევრიანებაზე განაცხადი 3 მარტს მოლდოვამაც წარადგინა. პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა შევსებული კითხვარის მეორე ნაწილი ევროკავშირის ელჩს კარლ ჰარცელს 10 მაისს გადასცა. პოლარიზაციის დასრულება, მართლმსაჯულების რეფორმა და კორუფციასთან ბრძოლის კუთხით პროგრესი - ევროკომისია საქართველოს პირობების შესრულებას სთხოვს

კარლ ჰარცელი: საქართველომ ნაკლებად ხელსაყრელი მოსაზრება მიიღო, ვიდრე უკრაინამ და მოლდოვამ. ესაა გზავნილი, რომელიც სერიოზულად უნდა იყოს მიღებული

ევროკავშირის ელჩის პირველი შეფასება ევროკომისიის დასკვნაზე ევროკავშირის ელჩის კარლ ჰარცელის განცხადებით, ევროკომისიის რეკომენდაციაა, რომ საქართველო უნდა იყოს აღიარებული როგორც ქვეყანა, რომლისთვისაც ევროკავშირის მომავალი წევრობის კარი ახლა ღიაა.  მისი თქმით, დღეს ევროკომისიამ მიიღო და გამოაქვეყნა მოსაზრება საქართველოს მიერ 3 მარტს ევროკავშირის წევრობაზე შეტანილი განაცხადის შესახებ. კარლ ჰარცელის თქმით, ეს არის უმნიშვნელოვანესი მომენტი საქართველოსთვის, ევროკავშირ-საქართველოს ურთიერთობებისთვის და მთლიანად ევროკავშირისთვის. „მინდა, ვისაუბრო ამ მოსაზრების შინაარსზე. ის ეფუძნება საქართველოში ვითარების საფუძვლიან შეფასებას, ევროკავშირის გაფართოების დადგენილი კრიტერიუმების შესაბამისად. კერძოდ, ე.წ. პოლიტიკური და ეკონომიკური კრიტერიუმებისა. პირველი გამომდინარეობს ევროკავშირის შესახებ ხელშეკრულებიდან იმ ძირითად ღირებულებებთან დაკავშირებით, რომელსაც ევროკავშირი ეფუძნება, მათ შორის იმ ინსტიტუტების სტაბილურობას, რომლებიც დემოკრატიას, კანონის უზენაესობასა და ადამიანის უფლებებს უზრუნველყოფს. ეს უკანასკნელი ეხება ქვეყნის მზადყოფნას, გაუძლოს ბაზრის ზეწოლას იმის შედეგად, რომ იგი ევროკავშირის ერთიანი ბაზრის ნაწილს წარმოადგენს. ამ შეფასების შედეგად, ევროკომისიამ გასცა რეკომენდაცია, რომ საქართველოს მიენიჭოს ევროპული პერსპექტივა და გარდა ამისა, კანდიდატის სტატუსი მას შემდეგ, როდესაც მთელი რიგი პრიორიტეტული ქმედებებისა წარმატებით განხორციელდება. ნება მიბოძეთ, ხაზი გავუსვა ამ გზავნილის მნიშვნელობას. კომისიის რეკომენდაციაა, რომ საქართველო უნდა იყოს აღიარებული როგორც ქვეყანა, რომლისთვისაც ევროკავშირის მომავალი წევრობის კარი ახლა ღიაა. ეს არის პირველი შემთხვევა, როდესაც ევროკომისია აკეთებს ამ რეკომენდაციას საქართველოსთვის, ისევე როგორც უკრაინასა და მოლდოვისთვის და თუ ყველა წევრი სახელმწიფო დათანხმდება, საქართველოს სტატუსი ევროკავშირთან ურთიერთობაში ახალ სიმაღლეზე ავა. ამ პოზიციიდან კანდიდატის სტატუსის მოპოვებაზე გადასვლის პერსპექტივა, რაც კიდევ ერთი გზაა იმის სათქმელად, რომ ქვეყანა მზად იქნება, დაიწყოს მოლაპარაკებები ევროკავშირის წევრობისთვის, ასევე მოცემულია ამ მოსაზრებაში მას შემდეგ, როდესაც საქართველო შეასრულებს პრიორიტეტების ნაკრებს, როგორც ეს მოსაზრებაშია ასახული. ამ პრიორიტეტების, ამ პირობების უმეტესობა არის ცნობილი საკითხები, რომლის შესახებაც ევროკავშირმა წარსულში, სხვადასხვა დროს უკვე გამოთქვა შეშფოთება. კომისარმა ვარჰეიმ ბრიფინგზე მათგან ხუთი ხაზგასმით აღნიშნა. დაწყებული იმით, რომ საჭიროა მიმდინარე პოლიტიკური პოლარიზაციის გადალახვა პარტიებს შორის თანამშრომლობისკენ დაბრუნებით, 19 აპრილის შეთანხმების სულისკვეთების შესაბამისად. ეს არის მთავარი, როგორც წარსულში არაერთხელ აღინიშნა და რასაც საქართველოს მოსახლეობის აბსოლუტური უმრავლესობა, რომელმაც ხმა მისცა პროევროპულ პარტიებს, სამართლიანად უნდა მოელოდოს თავისი პოლიტიკური პარტიების ლიდერებისგან“, - განაცხადა ჰარცელმა. მისი თქმოთ კომისარმა ვარჰეიმ ასევე ილაპარაკა სასამართლო რეფორმაზე, რომელიც კიდევ ერთი საკითხია, რომელზეც ევროკავშირი შეშფოთებას დიდი ხნის განმავლობაში გამოთქვამს. „ისევე როგორც კორუფციასთან ბრძოლა, ორგანიზებული დანაშაულის წინააღმდეგ გაძლიერებული ბრძოლა, სფერო, სადაც საქართველოს უკვე აქვს კარგი გამოცდილება და თავისუფალი, პროფესიული, პლურალისტური და დამოუკიდებელი მედიაგარემოს დაცვა. ეს არის ცხადი საკითხების ჩამონათვალი, მაგრამ ამჟამად, ყველაზე უფრო მნიშვნელოვანია საქართველოს მზადყოფნა და უნარი, შეუდგეს მუშაობას პრიორიტეტების ამ ჩამონათვალის შესასრულებლად, რაც მოითხოვს ყველა პოლიტიკური პარტიის, ისევე როგორც სხვა სახელმწიფო ორგანოების, ადგილობრივი ხელისუფლების და სამოქალაქო საზოგადოების და ასევე სხვების ჩართულობას“, - აღნიშნა ჰარცელმა. ევროკავშირის ელჩის შეფასებით, შედეგების მიხედვით საქართველომ ნაკლებად ხელსაყრელი მოსაზრება მიიღო, ვიდრე უკრაინამ და მოლდოვამ. „ეს არის გზავნილი, რომელიც სერიოზულად უნდა იქნას მიღებული. როგორც უკვე ვთქვი, ეს საქართველოსთვის ფხიზლად ყოფნის მომენტია. როგორც ადრინდელი გაფართოების პროცესების ისტორიამ და გამოცდილებამ აჩვენა, საბოლოოდ, ბურთი თითოეული ცალკეული ქვეყნის მოედანზეა. იმ პროცესში, რამაც ევროკავშირის მკვეთრი გაფართოება და 2004 წელს 10 ახალი წევრის შეერთება გამოიწვია, გამცხადებლების უმეტესობას აღმავლობების და ჩავარდნების თავისი წვლილი შეხვდათ. ჯერ კიდევ 1997 წელს იყო სიტუაცია, როდესაც თავდაპირველად, მათგან მხოლოდ ექვსს მიენიჭა კანდიდატის სტატუსი. ასე რომ, ამაში არაფერია ახალი და წარსული გამოცდილება აჩვენებს ფუნდამენტურ ფაქტს, თქვენი ბედი საბოლოოდ თქვენს ხელშია“, – განაცხადა კარლ ჰარცელმა. ევროკომისიის რეკომენდაციაა, უკრაინას და მოლდოვას კანდიდატის სტატუსი მიენიჭოთ შემდგომში შესასრულებელი პირობებით, საქართველოს - ევროპული პერსპექტივა და პირობები კანდიდატის სტატუსამდე.

კარლ ჰარცელი: გუშინ ვნახეთ საქართველოს პროევროპული არჩევანის ღირსეული და მშვიდობიანი მანიფესტაცია

ევროკავშირის ელჩი კარლ ჰარცელი 20 ივნისის აქციასთან დაკავშირებით კომენტარს აკეთებს. ჰარცელის განცხადებით, გუშინდელი აქცია საქართველოს ევროპული მისწრაფებების დიდი და ღირსეული მანიფესტაცია იყო. დიეგო კოლასი: გუშინდელმა შეკრებამ აჩვენა მიზანსწრაფვის და მობილიზაციის დიდი შესაძლებლობა „რაც ჩვენ გუშინ ვნახეთ, ეს იყო ძალიან დიდი, ღირსეული და მშვიდობიანი მანიფესტაცია საქართველოს პროევროპული არჩევანისა. ბევრი ჩვეულებრივი ქართველი მოქალაქე გამოვიდა, რომელთაც სურთ, რომ საქართველომ ევროკავშირის მიერ მოცემული შესაძლებლობა გამოიყენოს და გადადგას საჭირო ნაბიჯები, რათა საქართველოს ევროპული დღის წესრიგი რეალურად წავიდეს წინ“, - განაცხადა ევროკავშირის ელჩმა. კარლ ჰარცელის შეფასებით, ევროკომისიის მიერ მოცემული პერსპექტივა მკაფიო ნიშანია იმისა, რომ საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანების პოტენციალი აქვს, თუმცა ამისათვის კომისიის მიერ წარმოდგენილი მოთხოვნების დაკმაყოფილებაა საჭირო, რისთვისაც ქვეყანამ გულმოდგინედ უნდა იმუშაოს და ამ მიმართულებით შედეგიანი ნაბიჯები უნდა გადადგას. „არ უნდა შეგვეშალოს - ევროკომისიის მიერ გაცემული რეკომენდაცია პერსპექტივასთან დაკავშირებით წარმოადგენს მკაფიო თანხმობას, რომ უკრაინას, მოლდოვასა და საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანების შანსი აქვთ. საქართველოს აქვს პოტენციალი, რომ მომავალში გახდეს ევროკავშირის წევრი. ევროკომისიის რეკომენდაცია საქართველოსთან დაკავშირებით ნაკლებად ხელსაყრელი იყო, ვიდრე უკრაინისა და მოლდოვის შემთხვევაში, რაც ხაზს უსვამს იმ საჭიროებას, რომ წინ შედეგიანი ნაბიჯები უნდა გადაიდგას, რათა შესაძლებელი გახდეს საქართველოს ევროპული მისწრაფებების დემონსტრირება. ამისთვის ევროკომისიისგან ჩვენ გვაქვს სია განსაზღვრული მოთხოვნებისა, რომლებიც საქართველომ განვითარებისთვის უნდა დააკმაყოფილოს. საქართველოს ევროპული მომავალი თავად საქართველოს ხელშია - დროა, გულმოდგინედ იმუშაოთ და ნაბიჯები წინ გადადგათ“, - განაცხადა კარლ ჰარცელმა. თბილისში, აქცია - „შინ ევროპისკენ" გაიმართა თბილისის გარდა, 20 ივნისს ამავე მიზნით მოქალაქეები საქართველოს სხვა ქალაქებში - ზუგდიდში, ბათუმსა და ქუთაისში შეიკრიბნენ. ამასთან, მსგავსი აქცია ტარდება ევროპის ქალაქებშიც - ლონდონში, პრაღაში, ჰანოვერში, პარიზში, ბუდაპეშტში, ბერლინში, ჰამბურგში, შტუტგარტში, რეიკიავიკში, ათენსა და ბრიუსელში. შეგახსენებთ, 17 ივნისს ევროკომისიის დასკვნა გახდა ცნობილი. ევროკომისიის რეკომენდაცია, რომ უკრაინას და მოლდოვას კანდიდატის სტატუსი მიენიჭოთ პირობებით, საქართველოს - ევროპული პერსპექტივა და პირობები კანდიდატის სტატუსამდე. უფრო დეტალურად დოკუმენტს, ამ ბმულზე გაეცანით.  

კარლ ჰარცელი დეოლიგარქიზაციაზე: ევროკომისიის გადაწყვეტილებას თუ შევხედავთ ცხადია, მიზანი სისტემურ გამოწვევებთან გამკლავებაა და არა ინდივიდუალურ პირებთან

დეოლიგარქიზაციის მიზანი სისტემურ გამოწვევებთან გამკლავებაა და არა ინდივიდუალურ პირებთან, - „ამერიკის ხმასთან“ ინტერვიუში საქართველოში ევროკავშირის ელჩმა კარლ ჰარცელმა განმარტა, ვის ეხება ეს ტერმინი და რას ნიშნავს დეოლიგარქიზაცია. „ჩემი აზრით, კომისიის გადაწყვეტილებას თუ შევხედავთ, მათ შორის დასახულ პრიორიტეტებს, ცხადია, რომ მიზანი სისტემურ გამოწვევებთან გამკლავებაა და არა ინდივიდუალურ პირებთან. მსგავსი შეხედულება ასახულია უკრაინის და მოლდოვის შემთხვევაშიც, რაც იმაზე მიუთითებს, რომ ეს გაცილებით ფართო ფენომენია, რომელიც რეგიონის გამოწვევების ნაწილს წარმოადგენს. საბოლოო ჯამში, უნდა ვთქვათ, რომ გამართულ დემოკრატიასა და საბაზრო ეკონომიკაში წესები ყველას უნდა ესადაგებოდეს და მნიშვნელოვანია არასაჭირო ინტერესებს, იქნება ეს პოლიტიკური თუ ეკონომიკური ხასიათის ინტერესები, ამ ბალანსზე რაიმე სახის გავლენის მოხდენის საშუალება არ მიეცეს. პასუხისმგებლობის დიდი წილი მოდის ძლიერ ინსტიტუტებზე. უნდა არსებობდეს იმედი, რომ მათ საკუთარი მანდატის შესრულება კანონის უზენაესობის სრული დაცვით შეუძლიათ. ეს არის, თუ გნებავთ, ფუნდამენტი იმ ყველაფრისა, რაზეც არის საუბარი. მხოლოდ ამის შემდეგ შეიძლება, განვიხილოთ სხვადასხვა გზები იმისთვის, თუ ამას როგორ უნდა მივუდგეთ“, - განაცხადა ჰარცელმა. მისი თქმით, უკრაინის, მოლდოვისა და საქართველოსთვის შემდგომი ნაბიჯი შეიძლება, ამ საკითხთან დაკავშირებით განსხვავებულად გამოიყურებოდეს. „გეგმაში, რომელიც სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციებმა წარმოადგინეს, რაც ძალიან მომეწონა, იყო ის, რომ ისინი ამბობდნენ, რეალურად დანარჩენი 11 პრიორიტეტის განხორციელება გარკვეულწილად ხელს შეუწყობს ოლიგარქიული გავლენის შემცირებას, რადგან, თუ ეს პრიორიტეტები წარმატებით შესრულდა, ამას ასევე სხვადასხვა მიმართულებით პოლიტიკური და ეკონომიკური ზემოქმედების რისკების შემცირებაზე გავლენა ექნება. ჩემი აზრით, ეს არის დისკუსიის კარგი საწყისი წერტილი, რის შემდეგაც უნდა მოხდეს განხილვა და განისაზღვროს შემდეგი ნაბიჯები“, – განაცხადა კარლ ჰარცელმა „ამერიკის ხმასთან“ ინტერვიუში. შეგახსენებთ, 17 ივნისს, გასაჯაროვდა ევროკომისიის დასკვნა, რომელშიც საქართველოსთან დაკავშირებით, დეოლიგარქიზაციაზეც არის შესაბამისი ჩანაწერი. კერძოდ, აღნიშნულია, რომ საქართველომ უნდა უზრუნველყოს „დეოლიგარქიზაციის" ვალდებულების შესრულება დაინტერესებული წრეების გადაჭარბებული ზეგავლენის აღმოფხვრის გზით, ეკონომიკურ, პოლიტიკურ და საჯარო ცხოვრებაში“.

კარლ ჰარცელი: რამაც ყველაზე მეტად განმაცვიფრა არის ის, თუ როგორ შეუძლია ამ ქვეყანაში სიყვარულსა და სიძულვილს თანაარსებობა და ის ტემპი, რომლითაც ორივე მოძრაობს

ევროკავშირის ელჩმა, კარლ ჰარცელმა, რომლის დიპლომატიური მისია საქართველოში რამდენიმე კვირაში დასრულდება, „ამერიკის ხმასთან“ ილაპარაკა იმაზე, თუ ყველაზე მეტად რამ განაცვიფრა საქართველოში. „ცხადია, რომ ჩემი აქ ყოფნის თითქმის ოთხი წლის მანძილზე იმდენი მოგონება მაქვს, რომ ჯერ კიდევ მჭირდება ამ ყველაფრის გაანალიზება გვერდიდან. მაგრამ მიუხედავად იმისა, რომ აქ ჩამოსვლისას, არც საქართველო და არც ქართული პოლიტიკა ჩემთვის სიახლე არ იყო, ერთ-ერთი, რამაც ყველაზე მეტად განმაცვიფრა და რაც ჯერ კიდევ ძალიან მაკვირვებს, არის ის თუ როგორ შეუძლია ამ ქვეყანაში სიყვარულსა და სიძულვილს თანაარსებობა და ის ტემპი, რომლითაც ორივე მოძრაობს“, - განაცხადა ჰარცელმა. ევროკავშირის ელჩი, „ამერიკის ხმასთან“ ინტერვიუში აცხადებს, რომ მისთვის ამდენი ადამიანის მხრიდან სიყვარულის განცდა სასიხარულოა და მიაჩნია, რომ საქართველო განსაკუთრებული ადგილია. „როგორც ჩემთვის, ასევე ჩემი მეუღლისთვის, ფანტასტიკურია ამდენი ადამიანის მხრიდან სიყვარულის, სითბოს და პატივისცემის განცდა, რაც აბსოლუტურად ორმხრივია. ამავდროულად, მე მქონდა ჩემი წილი უსიამოვნო სიურპრიზები და ინციდენტები, რომლებიც რბილად რომ ვთქვათ, ნაკლებად სასიხარულო იყო. თუმცა, ყველა ეს შემთხვევა ფერმკრთალია იმ სიყვარულთან შედარებით, რაც აქ ვიგრძენით. ეს არის ის, რასაც თან წავიღებთ რამდენიმე კვირაში როცა ქვეყნიდან წავალთ - ამდენი ქართველის სიყვარული და პატივისცემა, გულწრფელი სიყვარული და პატივისცემა, რომელსაც ვგრძნობთ საქართველოს მოსახლეობისა და ქვეყნის მიმართ. ეს მართლაც ძალიან განსაკუთრებული ადგილია“, - განაცხადა კარლ ჰარცელმა.  

კარლ ჰარცელი: მოკლევადიანი პოლიტიკური ინტერესები ყველა მხარემ უნდა დათმოს

„დროა, ყველამ დაიწყოს ფიქრი იმაზე, თუ როგორ არ დაიკარგოს ეს შესაძლებლობები საქართველოს პრო-ევროპული დღის წესრიგის დასაწინაურებლად. ეს იმას ნიშნავს, რომ ერის საკეთილდღეოდ, მოკლევადიანი პოლიტიკური ინტერესები ყველა მხარემ უნდა დათმოს. ცხადია, რომ წარმატების მისაღწევად, ეს ყველა პოლიტიკური მხარის თანაბარი პასუხისმგებლობაა“, - ევროკავშირის ელჩი საქართველოში, კარლ ჰარცელი ამის შესახებ „ამერიკის ხმასთან“ ინტერვიუში საუბრობს. პასუხისმგებლობის დიდი ნაწილი, როგორც წესი, ქვეყნის მთავრობაზე მოდის. ამას ჩემი რესპონდენტების დიდი ნაწილი ამბობს. ზოგიერთი მათგანი საუბრობს იმაზე, რომ რეფორმების განსახორციელებლად ოპოზიციას ხელი მთავრობამ უნდა გაუწოდოს, თუმცა ამ პროცესში როლი ოპოზიციასაც აქვს. თქვენი აზრით, რა არის ოპოზიციის როლი დღეს? ელჩმა ამერიკის ხმის ამ შეკითხვას უპასუხა. კარლ ჰარცელი დეოლიგარქიზაციაზე: ევროკომისიის გადაწყვეტილებას თუ შევხედავთ ცხადია, მიზანი სისტემურ გამოწვევებთან გამკლავებაა და არა ინდივიდუალურ პირებთან „მე მეორე მოსაზრებას ვიზიარებ. რა თქმა უნდა, ნებისმიერ ხელისუფლებას ყოველთვის განსაკუთრებული პასუხისმგებლობა ეკისრება. ამავდროულად, როგორც უკვე ბევრი კვირაა, ვამბობ, ეს კონკრეტული მომენტი აშკარად მთელი პოლიტიკური ელიტის ერთად დასხდომის საფუძველია. დროა, ყველამ დაიწყოს ფიქრი იმაზე, თუ როგორ არ დაიკარგოს ეს შესაძლებლობები საქართველოს პრო-ევროპული დღის წესრიგის დასაწინაურებლად. ეს იმას ნიშნავს, რომ ერის საკეთილდღეოდ, მოკლევადიანი პოლიტიკური ინტერესები ყველა მხარემ უნდა დათმოს. ცხადია, რომ წარმატების მისაღწევად, ეს ყველა პოლიტიკური მხარის თანაბარი პასუხისმგებლობაა. კარლ ჰარცელი: რამაც ყველაზე მეტად განმაცვიფრა არის ის, თუ როგორ შეუძლია ამ ქვეყანაში სიყვარულსა და სიძულვილს თანაარსებობა და ის ტემპი, რომლითაც ორივე მოძრაობს ამას დავამატებ, რომ პოლარიზაციის მიღმა, მე მესმის მათი ხმები, ვინც რეალურად ცდილობენ პოლიტიკური გარემოს დეპოლარიზაციას, რომელ ხმებსაც საკმარისზე ხშირად ახშობს ორივე მხრიდან წამოსული ჭექა-ქუხილის ხმა. იმ მხარეებიდან, რომლებსაც პოლიტიკაში როგორღაც ნულოვანი ჯამის - მე ვიგებ, შენ აგებ - ლოგიკა და პრინციპი ურჩევნიათ. კიდევ ერთხელ ვიმედოვნებ, რომ შესაძლებელი იქნება უფრო მეტი სივრცის გამონახვა ამ შუალედური, საღი ხმებისთვის კომპრომისების მოსაძებნად, რადგან საქართველოს ეს აშკარად სჭირდება“, - აღნიშნა კარლ ჰარცელმა.

კარლ ჰარცელის თქმით, სიცრუეა, რომ დასავლეთს სურს, ნახოს საქართველო რუსეთ-უკრაინის ომში ჩათრეული და რომ სწორედ ამან მოახდინა ზეგავლენა ევროკომისიის მოსაზრებაზე

ევროკავშირის ელჩმა კარლ ჰარცელმა მოქალაქეების შეკითხვებს Facebook-ზე გაგზავნილი შეკითხვების შემდეგ უპასუხა და მისი შინაარსი ევროკავშირის წარმომადგენლობამ დღეს გაავრცელა. Europetime კითხვა-პასუხს უცვლელად გთავაზობთ. _რამდენად უკავშირდებოდა, ამ ეტაპზე, საქართველოსათვის კანდიდატის სტატუსის მინიჭებაზე უარი იმ ფაქტს, რომ ჩვენს ქვეყანაში არ მიმდინარეობს სამხედრო ოპერაციები? ევროკომისიამ საქართველო, უკრაინა და მოლდოვა მათი დამსახურებების მიხედვით და დადგენილ კრიტერიუმებზე დაყრდნობით შეაფასა. ამ კრიტერიუმებს შორის ნამდვილად არ არის სამხედრო ოპერაციების მიმდინარეობა. ქვეყნის დამოუკიდებლობის პირველი დღეებიდანვე, ევროკავშირი საქართველოს ძლიერი პარტნიორია. ბოლო ათწლეულების განმავლობაში, საქართველოს ევროპულ გზაზე წინსვლაში დასახმარებლად, ჩვენ დიდი ფინანსური და ადამიანური რესურსი ჩავდეთ. და, სულ ახლახან, ევროკავშირმა ოფიციალურად აღიარა საქართველოს ევროპული პერსპექტივა, რაც დიდი მიღწევაა. ის შემდგომი ნაბიჯების საფუძვლად უნდა გამოვიყენოთ. _შეესაბამება თუ არა სიმართლეს განცხადებები, რომ დასავლეთს სურს, ნახოს საქართველო რუსეთ-უკრაინის ომში ჩათრეული და რომ სწორედ ამან მოახდინა ზეგავლენა ევროკომისიის მოსაზრებაზე? კატეგორიულად არ შეესაბამება. გულწრფელად ძალიან ვწუხვარ, როდესაც ვხედავ მათ, ვინც ასეთი ცრუ განცხადებების გაკეთებას ცდილობს, ევროკავშირისა თუ აშშ-ის მიმართ. ყველამ დაინახა, თუ როგორ თავდაუზოგავად მუშაობს ევროკავშირი, პარტნიორებთან ერთად, რუსეთის მხრიდან უკრაინაში არაპროვოცირებული და გაუმართლებელი ომის პირველივე დღიდანვე, ამ სისასტიკის დასასრულებლად და უკრაინასა და მის მოსახლეობაში მშვიდობის დასამყარებლად. არც აქამდე ყოფილა ასეთი სურვილი და არც მომავალში დადგება ისეთი მომენტი, როდესაც ევროკავშირი ამ ომის შემდგომ გავრცელებას მოინდომებს. _არსებობს საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანებისთვის დათქმული რაიმე ვადა? ევროკავშირში გაწევრიანება ერთ ღამეში არ ხდება. ის წლების განმავლობაში გაწერილი, დეტალური პროცესია და მოიცავს სიღრმისეულ მუშაობას, წევრობისთვის დადგენილი ყველა კრიტერიუმის მიმართულებით. გაწევრიანების ტემპი დამოკიდებულია რეფორმების პროცესში წინსვლაზე, უპირველეს ყოვლისა, ფუნდამენტურ სფეროებში, რომლებიც დაკავშირებულია ევროკავშირის ძირითად ღირებულებებთან, მათ შორის, კანონის უზენაესობასთან, დემოკრატიულ ინსტიტუტებთან და ადამიანის უფლებებთან ყველასთვის, გამონაკლისის გარეშე. ამჟამად, ევროკავშირამა საქართველოს შესთავაზა, დაიწყოს მუშაობა ევროკომისიის მიერ განსაზღვრულ 12 პრიორიტეტზე, კანდიდატის სტატუსის მისაღებად და ამ პროცესის წარმატებით გასაგრძელებლად. _მიიღებს თუ არა ევროკავშირი საქართველოს თურქეთზე ადრე? წინასწარ განსაზღვრული მკაფიო ვადები რომელიმე პოტენციური კანდიდატის, ან ამჟამინდელი კანდიდატი ქვეყნისთვის არ არსებობს. ის ტემპი, რომლითაც საქართველო წინსვლას შეძლებს, საქართველოს ხელისუფლების ხელშია. ევროკომისიის მოსაზრებაში განსაზღვრულია შემდგომი ნაბიჯები და ძირითადი პრიორიტეტები, რომლებზეც უნდა მოხდეს რეაგირება და რომელთა შესრულება სავსებით შესაძლებელია. ევროპული გზა რჩება დამსახურებაზე დაფუძნებულ პროცესად, რომელიც  ზედმიწევნით მიყვება საკვანძო რეფორმების განხორციელებისას მიღწეულ პროგრესს. წევრობისკენ მოკლე გზა არ არსებობს: მხოლოდ ხელშესახები პროგრესი იქნება პროცესში წარმატებული წინსვლის საწინდარი. გადაწყვეტილებები, რომლებსაც ევროკავშირი სამომავლო ნაბიჯებთან დაკავშირებით მიიღებს, კვლავაც მისი წევრი სახელმწიფოების ხელშია და მათი მისაღებად – პროცედურის მიხედვით – ერთსულოვნება აუცილებელია. _როგორ ფიქრობთ, უნდა იყოს თუ არა 19 აპრილის შეთანხმება გამოყენებული 12 პრიორიტეტზე რეაგირების ერთ-ერთ ნაბიჯად? შემთხვევითი არ არის, რომ ევროკომისია თავის მოსაზრებაში „19 აპრილის შეთანხმების სულისკვეთებაზე“ საუბრობს, რადგან სწორედ ეს შეთანხმება იყო  მაგალითი იმისა, თუ რა ტიპის მუშაობაა საჭირო მხარეებს შორის. მხარეებს ახლა მოუწევთ, დასხდნენ და შეთანხმდნენ სამომავლო გეგმებზე, ხოლო 19 აპრილის შეთანხმება კარგ საწყის წერტილად რჩება, როგორც პროცესისთვის, ასევე შინაარსისთვის. _ევროპარლამენტის რეზოლუციაში პირდაპირ არის ნახსენები ნიკა გვარამიას გათავისუფლება და მიხეილ სააკაშვილის გადაყვანა, როგორც საკვანძო საკითხები საქართველოს ევროინტეგრაციის პროცესში. ეთანხმებით თუ არა, რომ საქართველოსათვის კანდიდატის სტატუსის მინიჭება შესაძლებელია მხოლოდ ორივეს გათავისუფლების შემდეგ? ცალკეულ საქმეებზე საუბარი ჩემი მანდატის მიღმაა. ზოგადად, კანონის უზენაესობის დაცვას, ნებისმიერ შემთხვევაში, გადამწყვეტი მნიშვნელობა აქვს დემოკრატიისათვის. იგივე ეხება საქართველოსაც. ადამიანები ფართოდ უნდა იზიარებდენე შეხედულებას  და შეფასებას, რომელიც ამბობს, რომ სასამართლო თავისუფალი და სამართლიანია და რომ მართლმსაჯულება საფუძვლიანად და მიუკერძოებლად ხორციელდება. ეს საქმეები დაიწყო იმ ფონზე, როდესაც ევროკავშირი, გარკვეული პერიოდის განმავლობაში, საქართველოს ურჩევდა უფრო მაღალი სტანდარტების დაწესებას, სასამართლოს დამოუკიდებლობასთან, გამჭვირვალობასა და მიუკერძოებლობასთან დაკავშირებული საერთაშორისოდ აღიარებული ნორმების შესაბამისად. თქვენ კვლავაც ამოიკითხავთ მსგავს მოწოდებებს ევროკომისიის მოსაზრებაში. ევროკავშირი რჩება იმ აზრზე რომ საქართველოს პასუხისმგებლობაა, უზრუნველყოს, რომ ყველა სამართლებრივი საქმე, მათ შორის ბ-ნი გვარამიასა და ბ-ნი სააკაშვილის წინააღმდეგ აღძრული საქმეებიც, უნდა მიმდინარეობდეს უმაღლესი სტანდარტების შესაბამისად და გამოყენებული უნდა იქნას სამართლიანი და სათანადო წესები და პროცედურები. ჩვენ ყურადღებით ვადევნებთ თვალს ყოფილი პრეზიდენტის ჯანმრთელობის მდგომარეობას და დაჟინებით მოვითხოვთ ხელისუფლებისაგან, რომ თავისი პასუხისმგებლობის ფარგლებში, დაიცვას მისი, როგორც პატიმრის უფლებები, უზრუნველყოს მისი სათანადო მკურნალობა და სამართლიანი სასამართლოს უფლება. ბატონი გვარამიას საქმეც იგივე პრინციპებს ეფუძნება. ეს საქმე ასევე აჩენს შეკითხებს მედიის თავისუფლებასთან დაკავშირებით, რომელიც, ბოლო დროს, საქართველოში სტრესულ გარემოში აღმოჩნდა. _რას ნიშნავს რეალურად „კანდიდატის სტატუსი“? ნიშნავს ეს, რომ ქვეყანას, მაგალითად, აქვს წვდომა სპეციალურ პროგრამებზე? არის აქ სხვა სახის სარგებელი? მას შემდეგ, რაც ხდება ქვეყნის ევროპული პერსპექტივის აღიარება, კანდიდატის სტატუსის მიღება არის პირველი ოფიციალური ნაბიჯი გაწევრიანების პროცესში და შემდგომი წინსვლის წინაპირობა. თუმცა, კანდიდატის სტატუსი არ გულისხმობს დამატებით დაფინანსებაზე ავტომატურ წვდომას, ევროპული პერსპექტივის მქონე ქვეყნებთან შედარებით. _თუ საქართველო წლის ბოლომდე მიიღებს კანდიდატის სტატუსს, ამის შემდეგ ქვეყანას რისი გაკეთება მოუწევს ? მოსაზრებაში ჩამოთვლილი პრიორიტეტები განსაზღვრულია საქართველოს მიერ კანდიდატის სტატუსის მისაღებად. აღნიშნულის მიღწევის ვადები საქართველოს მთავრობის ხელშია. როგორც კი ეს პრიორიტეტები ევროკომისიის მიერ შესრულებულად იქნება მიჩნეული, საქართველოსთვის კანდიდატის სტატუსის მინიჭების შესახებ გადაწყვეტილება ევროკავშირის საბჭოს ხელში გადადის. კანდიდატის სტატუსის მიღების შემდგომი ნაბიჯები და პროცესები ნათლადაა გაწერილი. ევროკავშირის საბჭომ უნდა მიიღოს გადაწყვეტილება საქართველოსთან მოლაპარაკებების დაწყების შესახებ, კანონის სხვადასხვა სფეროსთან დაკავშირებით, ე.წ. სკრინინგის პროცესი - რათა დადგინდეს, რა განსხვავებები არსებობს საქართველოსა და ევროკავშირის კანონმდებლობას შორის და როგორ უნდა მოხდეს ჰარმონიზაცია. მოლაპარაკებების დროს, საქართველომ ასევე უნდა აჩვენოს, რომ მისი ადმინისტრაციული შესაძლებლობები საკმარისია ამ კანონების აღსასრულებლად. _იმ პერიოდში, როდესაც საქართველოს მთავრობა მუშაობდა ევროკომისიის მიერ გამოგზავნილ კითხვარზე, როგორც ვიცით, შეიქმნა სპეციალური სამუშაო ჯგუფი. როგორ ფიქრობთ, უნდა შეიქმნას თუ არა მსგავსი ჯგუფი, რომელიც იმუშავებს მოსაზრებაში ასახული პრიორიტეტების შესრულებაზე? ევროკომისიამ წარმოადგინა მოსაზრება, რომელიც მოიცავს 12 მკაფიოდ გაწერილ პრიორიტეტს, რომლებიც საქართველომ უნდა შეასრულოს. ევროკომისიის ფუნქციას არ წარმოადგენს,  შესთავაზოს ან, მითუმეტეს, განსაზღვროს ღონისძიებები კონკრეტული სტრუქტურებისათვის წინსვლის მისაღწევად. ახლა უკვე ყველაფერი მთლიანად საქართველოს მთავრობის პასუხისმგებლობასა და სუვერენულ არჩევანს წარმოადგენს. ამავდროულად, მოსაზრებაში ხაზგასმითაა აღნიშნული გადაწყვეტილებების მიღების პროცესში სხვადასხვა მხარეთა და სამოქალაქო საზოგადოების სათანადო ჩართულობის აუცილებლობა. _როგორ აფასებთ როგორც ხელისუფლების, ისე ოპოზიციური ძალების ამჟამინდელ პოზიციას და რამდენად შეიძლება ამ გზამ დეპოლარიზაციამდე მიგვიყვანოს? გარკვეულწილად, მე მჯერა, რომ 12 პრიორიტეტის წარმატებით განხორციელება დეპოლარიზაციის მცდელობებით უნდა დაიწყოს და დასრულდეს. მოკლევადიან პერსპექტივაში საუბარი იქნება საჭირო რეფორმების განხორციელებისთვის პლატფორმისა და დღის წესრიგის შექმნასა და უზრუნველყოფაზე. ამ რეფორმების წარმატებით განხორციელება, თავის მხრივ, სავარაუდოდ, შემდგომ ბიძგს მისცემს დეპოლარიზაციას. აქამდე, ჩვენ ვნახეთ მმართველი პარტიის, სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციებისა და სხვათა მიერ წარმოდგენილი იდეები, რომლებიც, ჩემი აზრით, ის ელემენტებია, რომლებიც შეიძლება სასარგებლოდ იყოს გაერთიანებული უფრო ფართო, საერთო დღის წესრიგის განსაზღვრისათვის. ამ მხრივ, მთავრობას განსაკუთრებული პასუხისმგებლობა ეკისრება, თუმცა დეპოლარიზაციის პროცესზე პასუხისმგებლობა ყველა მხარემ უნდა აიღოს. _თუ თქვენ იცნობთ საქართველოს ისტორიას და პატივს სცემთ მის ტრადიციებს, რატომ სთხოვთ მთავრობას ერთსქესიანთა ქორწინების დაკანონებას? ევროკავშირი საქართველოსგან ერთსქესიანთა ქორწინების დაკანონებას არ ითხოვს. ევროკავშირის ფარგლებში, საოჯახო სამართალი ევროკავშირის ქვეყნების კომპეტენციის ქვეშ რჩება და, შესაბამისად, ქორწინებასთან დაკავშირებული წესები ევროკავშირის წევრი ქვეყნების მიერ ინდივიდუალურად განისაზღვრება. რასაც ევროკავშირი ყველა წევრი სახელმწიფოსგან ითხოვს, არის დისკრიმინაციის აკრძალვა და ყველა ტიპის, მათ შორის სექსუალური უმცირესობების დაცვა. ადამიანის უფლებების, მათ შორის უმცირესობებს მიკუთვნებულ პირთა უფლებების პატივისცემა და დაცვა ევროკავშირის ფუნდამენტური ღირებულებაა, რომელიც დაფუძნებულია ადამიანის ღირსების, თავისუფლების, დემოკრატიისა და თანასწორობის პრინციპების მტკიცე რწმენაზე,  რომლებიც უნდა იყოს დაცული ევროკავშირში გაწევრიანების მსურველთათვის. _უნდა დაიცვას თუ არა მთავრობამ თბილისის პრაიდი კანდიდატის სტატუსის მისაღებად? მოქალაქეების დაცვა ძალადობისაგან და თითოეული ადამიანის სიტყვისა და შეკრების თავისუფლების უფლების უზრუნველყოფა ევროკავშირის და, უდავოდ, ნებისმიერი დემოკრატიის ძირითად ღირებულებებს წარმოადგენს. სამართალდამცავი ორგანოების პასუხისმგებლობა და მოვალეობაა ამ უფლებების დაცვა, გამონაკლისების გარეშე. საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანების პროცესის კონტექსტში შეფასებული იქნება ხელისუფლების მზაობა და შესაძლებლობა, თანაბრად დაიცვას ეს უფლებები ყველა მოქალაქისთვის, მათ შორის უმცირესობებისთვის.

კარლ ჰარცელი: ოთხ წელიწადში ერთხელ, თქვენ გაქვთ შესაძლებლობა, ხმა მისცეთ იმ პარტიებს, რომლებიც ამართლებენ თქვენს მოლოდინს და უარი თქვათ მათზე, ვინც მოლოდინს გაგიცრუებთ

რა შეუძლიათ საქართველოს მოქალაქეებს გააკეთონ იმისთვის, რომ ევროკომისიის მოსაზრებებით განსაზღვრული 12 პირობა მთავრობის მხრიდან შესრულდეს? მოქალაქეების ამ შეკითხვას ევროკავშირის ელჩმა, კარლ ჰარცელმა უპასუხა. „ძალიან მნიშვნელოვანი შეკითხვაა. ძლიერ დემოკრატიას აქტიური მოქალაქეები სჭირდება. საბოლოო ჯამში, ყველა პოლიტიკურ მხარეს უნდა შევახსენოთ, რომ ისინი პასუხისმგებელნი არიან ხალხის წინაშე. ამ კონკრეტულ შემთხვევაში, როგორც რამდენიმე გამოკითხვამ აჩვენა - მოსახლეობის 80%-ზე მეტი მხარს უჭერს საქართველოს სტრატეგიულ პროევროპულ არჩევანს. მოკლევადიან პერსპექტივაში, ყველა ძალისხმევა მიმართული უნდა იყოს 12 პრიორიტეტის წარმატებით განხორციელებაზე, რაც ყველასთვის ამარტივებს პროგრესის შეფასებას და იმის განსჯას, რამდენად წარმატებულად მოღვაწეობენ პოლიტიკური ლიდერები, მაგრამ იმისთვის, რომ იყოთ პასუხისმგებლიანი და ქმედითი მოქალაქე, საჭიროა იყოთ კარგად ინფორმირებული. ამიტომ გირჩევთ, დარჩეთ პროცესში ჩართული და მოიძიოთ ობიექტური ინფორმაცია. დეზინფორმაცია ისედაც ბევრია, მაგრამ კარგად ინფორმირებული საზოგადოება ვერ მოტყუვდება. მშვიდობიანი დემონსტრაციები, რომლებიც ჩვენ თბილისში და სხვაგან ვიხილეთ, სადაც რიგითი მოქალაქეები გამოხატავენ თავიანთ მოლოდინებს ხელისუფლებისა და პოლიტიკური ელიტის მიმართ, არის კიდევ ერთი მნიშვნელოვანი, დემოკრატიული ინსტრუმენტი - ყველასთვის შეხსენება, თუ რას მოელით თქვენ პოლიტიკოსებისგან. და ბოლოს, ყოველ ოთხ წელიწადში ერთხელ, თქვენ გაქვთ შესაძლებლობა, ხმა მისცეთ არჩევნებში იმ პარტიებს, რომლებიც თქვენი აზრით, უკვე ამართლებენ თქვენს მოლოდინს და უარი თქვათ მათზე, ვინც მოლოდინს გაგიცრუებთ“, - განაცხადა ჰარცელმა.  

კარლ ჰარცელი: მეტი სამუშაოა ჩასატარებელი, რომ საქართველომ გამოავლინოს უნარი, დაიცვას ის ძირითადი ღირებულებები, რომლებზეც ევროკავშირია დაფუძნებული: დემოკრატია, თანასწორობა, კანონის უზენაესობა და ადამიანის უფლებები

რატომ მიენიჭათ უკრაინასა და მოლდოვას კანდიდატის სტატუსი, მაგრამ საქართველოს ჯერ პირობების შესრულება უწევს? მოქალაქეების ამ შეკითხვას ევროკავშირის ელჩმა, კარლ ჰარცელმა უპასუხა. „ოთხი წლის წინ, როდესაც საქართველოში ჩამოვედი, ვერასდროს წარმოიდგენდა, რომ ქვეყნისთვის ევროკავშირის პერსპექტივის მინიჭება მოხდებოდა, რაც მართლაც ისტორიული გადაწყვეტილებაა. მინდა ხაზი გავუსვა იმ ევროპული პერსპექტივის მნიშვნელობას, რომელიც სამივე ქვეყანამ მიიღო. ამ გადაწყვეტილებით სამივე ქვეყანა გადავიდა სრულიად ახალ კატეგორიაში, მიესალმა და აღიარა რა ევროკავშირმა ისინი მომავალ პოტენციურ წევრებად. ოთხი წლის წინ, როდესაც საქართველოში ჩამოვედი, ვერასდროს წარმოვიდგენდი, რომ ეს ჩემი აქ ყოფნის პერიოდში მოხდებოდა, ეს მართლაც ისტორიული გადაწყვეტილებაა. მაგრამ ამავე დროს ცხადია, რომ სამივე ქვეყანაზე მოსაზრება განსხვავებული იყო. თითოეული მათგანი ეფუძნებოდა საფუძვლიან და ფაქტობრივ შეფასებებს ევროკავშირის მიერ, თითოეული განმცხადებელი ქვეყნის დამსახურების მიხედვით. საქართველოს შემთხვევაში შეფასდა, რომ მეტი სამუშაოა ჩასატარებელი განსაკუთრებით იმისთვის, რომ საქართველომ გამოავლინოს უნარი და ძალა მედგრად დადგეს და დაიცვას ის ძირითადი ღირებულებები, რომელზეც ევროკავშირია დაფუძნებული. ესენია ძირითადი თავისუფლებები: დემოკრატია, თანასწორობა, კანონის უზენაესობა და ადამიანის უფლებები. ევროკავშირის მიერ მიღებული გადაწყვეტილების შესაბამისად, საქართველოსთვის კანდიდატის სტატუსის მინიჭება სრულიად ხელმისაწვდომია, თუმცა მიღწეული იქნება მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ საქართველოს მთავრობა იმუშავებს ოპოზიციასთან, სხვადასხვა პარტიასა და სამოქალაქო საზოგადოებასთან ერთად, რათა უზრუნველყონ 12 ძირითადი პრიორიტეტის შესრულება“, - განაცხადა კარლ ჰარცელმა.

კარლ ჰარცელი: ბევრი ხიდი იქნება გადასაკვეთი, პირველ რიგში, იმის უზრუნველსაყოფად, რომ მოკლევადიანი პოლიტიკური ინტერესები ვერ გაიმარჯვებს საქართველოს სტრატეგიულ, ეროვნულ ინტერესებზე

როგორია თქვენი პირადი შეხედულება საქართველოს მიერ კანდიდატის სტატუსის მიღების პოტენციალის შესახებ? მოქალაქეების ამ შეკითხვას ევროკავშირის ელჩმა, კარლ ჰარცელმა უპასუხა. „ჩემი აზრით, საქართველომ, ბოლო წლების განმავლობაში ნათლად აჩვენა, რომ მას აქვს უნარი გააკეთოს ის, რაც აუცილებელია მისი ევროპული მისწრაფებებისკენ სვლისთვის, მთელი რიგი რეფორმების წარმატებით განხორციელებით, ასოცირების შეთანხმების, ღრმა და ყოვლისმომცველი თავისუფალი ვაჭრობის ზონისა და უვიზო რეჟიმის შესახებ ხელშეკრულების გაფორმებით. მას გააჩნია ძლიერი საჯარო სამსახური, ძლიერი ინსტიტუციების შესაქმნელად. ეს ყველაფერი ძალიან ბევრი ქართველის, ძალიან ძლიერ სურვილთან ერთად, რომ ქვეყანა, მომავალში ევროკავშირში იხილონ თუ სწორად იქნება შერწყმული ძირითად აქტივებთან, მჯერა, რომ როგორც აქამდე მითქვამს, საქართველოს უბრალოდ შეუჩერებელს გახდის. მაგრამ, ბევრი ხიდი იქნება გადასაკვეთი. პირველ რიგში, იმის უზრუნველსაყოფად, რომ მოკლევადიანი პოლიტიკური ინტერესები ვერ გაიმარჯვებს საქართველოს სტრატეგიულ, ეროვნულ ინტერესებზე“, - აღნიშნა კარლ ჰარცელმა შეკითხვის საპასუხოდ. ასევე წაიკითხეთ ევროკავშირის ელჩის პასუხები მოქალაქეებს - სრულად

ირაკლი ღარიბაშვილმა კარლ ჰარცელთან გამოსამშვიდობებელი შეხვედრა გამართა

საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა ევროკავშირის წარმომადგენლობის ხელმძღვანელთან კარლ ჰარცელთან გამოსამშვიდობებელი შეხვედრა გამართა. ინფორმაციას მთავრობის ადმინისტრაცია ავრცელებს.  საუბარი შეეხო საქართველოსა და ევროკავშირს შორის სხვადასხვა სფეროში არსებულ თანამშრომლობას. აღინიშნა ბოლო წლებში მიღწეული მნიშვნელოვანი პროგრესი და ორმხრივი ურთიერთობების პოზიტიური დინამიკა. მთავრობის მეთაურის თქმით,საქართველოსთვის ევროპული პერსპექტივის მინიჭება ისტორიული გადაწყვეტილება იყო და ამით ევროპულმა საბჭომ და ევროკავშირის წევრი ქვეყნების ლიდერებმა დაადასტურეს, რომ საქართველოს მომავალი ევროკავშირშია. მთავრობის ადმინისტრაციის ცნობით, ირაკლი ღარიბაშვილმა კარლ ჰარცელს საქართველოს სუვერენიტეტის, ტერიტორიული მთლიანობისა და საქართველოს ევროპული გზის ურყევი მხარდაჭერისთვის მადლობა გადაუხადა. პრემიერ-მინისტრმა ხაზი გაუსვა საქართველოსა და ევროკავშირს შორის ორმხრივი ურთიერთობების განვითარებაში კარლ ჰარცელის მნიშვნელოვან წვლილს და მას მომავალ საქმიანობაში წარმატებები უსურვა. ცნობისთვის, კარლ ჰარცელს ვადა სექტემბერში ეწურება.  

კარლ ჰარცელი სახალხო დამცველის აპარატს გამოსამშვიდობებელი ვიზიტით ეწვია

საქართველოში ევროკავშირის ელჩი და მისიის ხელმძღვანელი კარლ ჰარცელი გამოსამშვიდობებელი ვიზიტით ეწვია სახალხო დამცველის აპარატს და სახალხო დამცველ ნინო ლომჯარიას და მის მოადგილე გიორგი ბურჯანაძეს შეხვდა. ინფორმაციას სახალხო დამცველის აპარატი ავრცელებს. სახალხო დამცველმა მადლობა გადაუხადა ელჩს იმ დიდი პოლიტიკური, ფინანსური, თუ საგანმანათლებლო დახმარებისთვის, რასაც უკვე წლებია ევროკავშირის საქართველოს წარმომადგენლობა უწევს სახალხო დამცველის აპარატს. კარლ ჰარცელმა თავისი ღრმა პატივისცემა გამოხატა და სახალხო დამცველსა და მის აპარატს წარმატება უსურვა. შეხვედრაზე ასევე, ისაუბრეს საქართველოში დემოკრატიული რეფორმების გაგრძელებისა და ქვეყნის ევროკავშირთან დაახლოების პერსპექტივებზე, მათ შორის, ამ მიმართულებით მიმდინარე პროცედურულ და შინაარსობრივ პროცესებზე.  

რას ნიშნავს დეოლიგარქიზაცია? - ევროკავშირის ელჩის პასუხი

რა არის დეოლიგარქიზაცია? მოქალაქეების ამ შეკითხვას ევროკავშირის ელჩმა, კარლ ჰარცელმა უპასუხა. „ევროკომისიის მოსაზრება სისტემურ გამოწვევებზე უფრო მეტად ამახვილებს ყურადღებას, ვიდრე ცალკეულ პირებზე. მიზანს წარმოადგენს გადაჭარბებული ზეგავლენის და პირადი ინტერესების აღმოფხვრა ეკონომიკურ, პოლიტიკურ და საზოგადოებრივ ცხოვრებაში. მსგავსი პრიორიტებები განისაზღვრა უკრაინისა და მოლდოვისთვის, რადგანაც ეს ფენომენი მთელ რეგიონშია წარმოდგენილი. იმისთვის, რომ საქართველოში იყოს გამართული დემოკრატია და საბაზრო ეკონომიკა, აუცილებელია, ყველა ემორჩილებოდეს ერთსა და იმავე წესებს, რაც გარანტირებულია ძლიერი ინსტიტუტებით, რომლებსაც შეუძლიათ, იმოქმედონ ზედმეტი პოლიტიკური თუ ეკონომიკური ჩარევის გარეშე თავიანტი უფლებამოსილების ფარგლებში და კანონის საფუძველზე. ეს არის ძირითადი აზრი. სამოქალაქო საზოგადოებამ, რამდენიმე დღის წინ, თავისი გეგმა შეიმუშავა, რომელშიც ხაზს უსვამდნენ, რომ კომისიის სხვა 11 პრიორიტეტის წარმატებით განხორციელება თავისთავად გამოიწვევს ოლიგარქიული ზეგავლენის შემცირებას, რაც ვფიქრობ, კარგი დაკვირვების შედეგია, მართებულია და საწყისი წერტილია ამ საკითხის შემდგომი განხილვებისთვის“, - აღნიშნა კარლ ჰარცელმა. ცნობისთვის, 12 ივლისს, ევროკავშირის ელჩს გამოსამშვიდობებელი შეხვედრა ჰქონდა სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციებთან. ევროკავშირის წარმომადგენლობის ცნობით, მათ ერთმანეთს გაუზიარეს ხედვები, თუ როგორ შეუძლია საქართველოს ევროკომისიის მიერ გაწერილი 12 პრიორიტეტის შესრულება. ელჩმა, ასევე, მადლობა გადაუხადა საქართველოს სამოქალაქო საზოგადოებას მხარდაჭერისა და ერთგულებისთვის და აღნიშნა, რომ ევროკავშირი გააგრძელებს მათ მხარდაჭერას მომდევნო თვეებისა და წლების განმავლობაში. შეგახსენებთ, 17 ივნისს ევროკომისიის დასკვნა გახდა ცნობილი. ევროკომისიის რეკომენდაცია იყო, რომ უკრაინას და მოლდოვას კანდიდატის სტატუსი მინიჭებოდათ პირობებით, საქართველოს - ევროპული პერსპექტივა და პირობები კანდიდატის სტატუსამდე. უფრო დეტალურად დოკუმენტს, ამ ბმულზე გაეცანით. დოკუმენტში დეოლიგარქიზაციაზეც არის ჩანაწერი. კერძოდ, აღნიშნულია, რომ საქართველომ უნდა უზრუნველყოს „დეოლიგარქიზაციის" ვალდებულების შესრულება დაინტერესებული წრეების გადაჭარბებული ზეგავლენის აღმოფხვრის გზით, ეკონომიკურ, პოლიტიკურ და საჯარო ცხოვრებაში“. 24  ივნისს, ევროკავშირის საბჭომ აღიარა საქართველოს ევროპული პერსპექტივა და მზადაა, ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსი მიანიჭოს, როგორც კი დასახული პრიორიტეტები შესრულდება. ევროკავშირის საბჭომ უკრაინისთვის და მოლდოვისთვის ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსის მინიჭება გადაწყვიტა. ასევე წაიკითხეთ ევროკავშირის ელჩის პასუხები მოქალაქეებს - სრულად ევროკომისიის გადაწყვეტილებას თუ შევხედავთ ცხადია, მიზანი სისტემურ გამოწვევებთან გამკლავებაა და არა ინდივიდუალურ პირებთან

ევროკავშირის ელჩი კარლ ჰარცელი მისიას ასრულებს

ევროკავშირის ელჩი კარლ ჰარცელი საქართველოში მისიას ასრულებს. ელჩის გამოსამშვიდობებელი ვიდეო ევროკავშირის წარმომადგენლობამ 20 ივლისს გაავრცელა. ევროკავშირის ელჩი: ისტორიის განმავლობაში არაერთხელ დაამტკიცეთ, რომ უკან დახევას არ ეგუებით, არამედ იმიტომაც, რომ საქართველო ევროპულ საფუძველს ეყრდნობა კარლ ჰარცელს ოთხწლიანი ვადა ოფიციალურად სექტემბერში ეწურება. ახალი ელჩები თანამდებობაზე მასპინძელი ქვეყნებიდან მიღებული შესაბამისი ოფიციალური შეთანხმებების შემდეგ დაინიშნებიან. საგარეო საქმეთა და უსაფრთხოების პოლიტიკის საკითხებში ევროკავშირის უმაღლესმა წარმომადგენელმა, ევროკომისიის ვიცე-პრეზიდენტმა ჯოზეფ ბორელმა ევროკავშირის წარმომადგენლობის ხელმძღვანელების კანდიდატურები 8 ივნისს დაასახელა, მათ შორის არის კარლ ჰარცელის შემცვლელი პაველ ჰერჩინსკიც. მომავალი ელჩი ახლა ევროკავშირის საგარეო სამსახურის ერთიანი უსაფრთხოების და თავდაცვის პოლიტიკისა და კრიზისებზე რეაგირების დირექტორატის ხელმძღვანელია. რა პოზიციები ეკავა მანამდე, ამის გასარკვევად Europetime-მა პაველ ჰერჩინსკის შესახებ ცნობები მოიძია და მომავალ ელჩს უფრო ახლოს გაგაცნობთ. პოლონელი პაველ ჰერჩინსკი მაგისტრის ხარისხს ფლობს ეკონომიკის მიმართულებით (1987 | 1993 წლები - ვარშავა, ეკონომიკის სკოლა). ჯოზეფ ბორელმა საქართველოში ევროკავშირის წარმომადგენლობის ხელმძღვანელად პაველ ჰერჩინსკი წარადგინა 2013 | 2017 წლები - პოლიტიკისა და უსაფრთხოების კომიტეტში პოლონეთის ელჩი, ბრიუსელი, ბელგია. 2008 | 2013 წლები - პოლონეთის მუდმივი წარმომადგენლის მოადგილე გაერთიანებული ერების ორგანიზაცია, ნიუ-იორკი, აშშ. 2006 | 2008 წლები - დირექტორის მოადგილე, ევროკავშირის დეპარტამენტი. 2003 | 2006 წლები -  აფრიკისა და MENA-ს (ახლო აღმოსავლეთი და ჩრდილოეთ აფრიკა) დეპარტამენტის დირექტორის მოადგილე, ერაყის სამუშაო ჯგუფის ხელმძღვანელი, საგარეო საქმეთა სამინისტრო; ვარშავა, პოლონეთი. 1999 | 2003 წლები - NATO-ში პოლონეთის წარმომადგენლის მოადგილე, პოლიტიკური კომიტეტი; ბრიუსელი, ბელგია. 1996 | 1999 წლები - პოლონეთის საგარეო საქმეთა სამინისტრო.  პაველ ჰერჩინსკი ფლობს ინგლისურ, ესპანურ, გერმანულ, ფრანგულ და რუსულ ენებს.

კარლ ჰარცელი: გვჯერა, რომ შექმნილ შესაძლებლობებს წარმატებით გამოიყენებთ, რადგან უკან დახევას არ ეგუებით და საქართველო ევროპულ საფუძველს ეყრდნობა

„გასულ თვეს, ევროკავშირმა დაადასტურა, რომ საქართველოს ევროპული პერსპექტივა აქვს და რომ საქართველო ევროპული ერების ოჯახის წევრია - გვჯერა, რომ ამ მომენტით შექმნილ შესაძლებლობებს საქართველო წარმატებით გამოიყენებს", - ამის შესახებ საქართველოში ევროკავშირის ელჩმა, კარლ ჰარცელმა გამოსამშვიდობებელ ვიდეომიმართვაში განაცხადა. მისივე თქმით, ევროკავშირმა საქართველო პოტენციურ მომავალ წევრად ოფიციალურად აღიარა. „გასულ თვეს, ევროკავშირმა დაადასტურა, რომ საქართველოს ევროპული პერსპექტივა აქვს და რომ საქართველო ევროპული ერების ოჯახის წევრია. თქვენ ალბათ იცოდით, რომ საქართველო ევროპული ქვეყანა იყო, ვიცოდი მეც და იცოდა საქართველოს ბევრმა სხვა მეგობარმაც, თუმცა არ შეიძლება, არ დავაფასოთ ის, რომ ევროკავშირმა საქართველო პოტენციურ მომავალ წევრად ოფიციალურად აღიარა. მიუხედავად იმისა, რომ წინ არაერთი ბრძოლაა, ჩვენთვის საამაყოა, რომ ვართ ამ ისტორიული მომენტის მომსწრენი და გვჯერა, რომ ამ მომენტით შექმნილ შესაძლებლობებს საქართველო წარმატებით გამოიყენებს. არამხოლოდ იმიტომ, რომ ისტორიის განმავლობაში არაერთხელ დაამტკიცეთ, რომ უკან დახევას არ ეგუებით, არამედ იმიტომაც, რომ საქართველო ევროპულ საფუძველს ეყრდნობა. საქართველოც იღებდა მონაწილეობას იმ ღირებულებების ჩამოყალიბებაში, რასაც დღეს ევროპულ ღირებულებებს უწოდებენ და ამიტომ, გაქვთ შესაძლებლობა, წვლილი შეიტანოთ ევროპის გაძლიერებაში. თქვენი ენერგია და სულისკვეთება აღმაფრთოვანებელია და როდესაც დადგება ის დღე, როდესაც მთელი ეს ენერგია ერთი მიზნისკენ იქნება მიმართული, თქვენ ვერავინ და ვერაფერი შეგაჩერებთ. მომავალ შეხვედრამდე, ძალიან დიდი მადლობა, საქართველო, ყველაფრისთვის“, - აღნიშნა კარლ ჰარცელმა.

კარლ ჰარცელი: ევროკავშირმა საქართველო პოტენციურ მომავალ წევრად ოფიციალურად აღიარა

„თქვენ ალბათ იცოდით, რომ საქართველო ევროპული ქვეყანა იყო, ვიცოდი მეც და იცოდა საქართველოს ბევრმა სხვა მეგობარმაც, თუმცა არ შეიძლება, არ დავაფასოთ ის, რომ ევროკავშირმა საქართველო პოტენციურ მომავალ წევრად ოფიციალურად აღიარა“, - ეს ევროკავშირის ელჩის კარლ ჰარცელის გზავნილია მისიის დასრულებისადმი მიძღვნილი ვიდეომიმართვიდან, რომელიც ევროკავშირის წარმომადგენლობამ 20 ივლისს გაავრცელა. ელჩის განცხადებით, გასულ თვეს, ევროკავშირმა დაადასტურა, რომ საქართველოს ევროპული პერსპექტივა აქვს და რომ საქართველო ევროპული ერების ოჯახის წევრია.  „მიუხედავად იმისა, რომ წინ არაერთი ბრძოლაა, ჩვენთვის საამაყოა, რომ ვართ ამ ისტორიული მომენტის მომსწრენი და გვჯერა, რომ ამ მომენტით შექმნილ შესაძლებლობებს საქართველო წარმატებით გამოიყენებს. არამხოლოდ იმიტომ, რომ ისტორიის განმავლობაში არაერთხელ დაამტკიცეთ, რომ უკან დახევას არ ეგუებით, არამედ იმიტომაც, რომ საქართველო ევროპულ საფუძველს ეყრდნობა. საქართველოც იღებდა მონაწილეობას იმ ღირებულებების ჩამოყალიბებაში, რასაც დღეს ევროპულ ღირებულებებს უწოდებენ და ამიტომ, გაქვთ შესაძლებლობა, წვლილი შეიტანოთ ევროპის გაძლიერებაში. თქვენი ენერგია და სულისკვეთება აღმაფრთოვანებელია და როდესაც დადგება ის დღე, როდესაც მთელი ეს ენერგია ერთი მიზნისკენ იქნება მიმართული, თქვენ ვერავინ და ვერაფერი შეგაჩერებთ. მომავალ შეხვედრამდე, ძალიან დიდი მადლობა, საქართველო, ყველაფრისთვის“, - აღნიშნავ კარლ ჰარცელი ვიდეოგზავნილში. შეგახსენებთ, 17 ივნისს ევროკომისიის დასკვნა გახდა ცნობილი. ევროკომისიის რეკომენდაცია იყო, რომ უკრაინას და მოლდოვას კანდიდატის სტატუსი მინიჭებოდათ პირობებით, საქართველოს - ევროპული პერსპექტივა და პირობები კანდიდატის სტატუსამდე. უფრო დეტალურად დოკუმენტს, ამ ბმულზე გაეცანით. 24  ივნისს, ევროკავშირის საბჭომ აღიარა საქართველოს ევროპული პერსპექტივა და მზადაა, ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსი მიანიჭოს, როგორც კი დასახული პრიორიტეტები შესრულდება. ევროკავშირის საბჭომ უკრაინისთვის და მოლდოვისთვის ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსის მინიჭება გადაწყვიტა.

ირაკლი კობახიძე: კარლ ჰარცელი მხოლოდ უარყოფით როლს ასრულებდა ევროკავშირისა და საქართველოს ურთიერთობებში

"ვერიდებოდით მასზე ამ ხნის განმავლობაში კომენტარის გაკეთებას, ვიდრე ის იყო ევროკავშირის მოქმედი ელჩი. სამწუხაროდ, კარლ ჰარცელი მხოლოდ უარყოფით როლს ასრულებდა ევროკავშირისა და საქართველოს ურთიერთობებში", - ამის შესახებ "ქართული ოცნების" თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ განაცხადა. ევროკავშირის ელჩი კარლ ჰარცელი მისიას ასრულებს ევროკავშირის ელჩი: ისტორიის განმავლობაში არაერთხელ დაამტკიცეთ, რომ უკან დახევას არ ეგუებით, არამედ იმიტომაც, რომ საქართველო ევროპულ საფუძველს ეყრდნობა კობახიძე იმედოვნებს, რომ მომავალი ელჩი განსხვავებულად იმოქმედებს. "ვერიდებოდით მასზე ამ ხნის განმავლობაში კომენტარის გაკეთებას, ვიდრე ის იყო ევროკავშირის მოქმედი ელჩი, სხვადასხვა მიზეზის გამო, მათ შორის, იმის გამო, რომ ჩვენ გვქონდა განაცხადი წარდგენილი ევროკავშირში და ეს მიმდინარე პროცესი იყო. თუმცა, დღეს როდესაც მან უკვე დაასრულა თავისი მისია, თამამად შეიძლება ითქვას, რომ, სამწუხაროდ, კარლ ჰარცელი მხოლოდ უარყოფით როლს ასრულებდა ევროკავშირისა და საქართველოს ურთიერთობებში. ეს არის ძალიან სამწუხარო მოვლენა. ჩვენ იმედი გვაქვს, რომ მომავალი ელჩი განსხვავებულად იმოქმედებს", - განაცხადა კობახიძემ.  

არასამთავრობო ორგანიზაციები: კარლ ჰარცელმა საქართველოს ევროპული მომავლისთვის ყველაფერი გააკეთა

კარლ ჰარცელმა საქართველოს ევროპული მომავლისთვის ყველაფერი გააკეთა, - არასამთავრობო ორგანიზაციები ევროკავშირის ელჩს, კარლ ჰარცელს წერილით მიმართავენ და საქართველოში მრავალწლიანი საქმიანობისთვის და მხარდაჭერისთვის მადლობას უხდიან. მათივე განცხადებით, ბოლო პერიოდში „ქართული ოცნების“ მხრიდან გაკეთებული განცხადებები საქართველოს ეროვნულ ინტერესებს აზიანებს და პირდაპირ საფრთხეს უქმნის ქვეყნის მომავალს. ევროკავშირის ელჩი კარლ ჰარცელი მისიას ასრულებს ირაკლი კობახიძე: კარლ ჰარცელი მხოლოდ უარყოფით როლს ასრულებდა ევროკავშირისა და საქართველოს ურთიერთობებში „ბატონო ჰარცელ, საქართველოს სამოქალაქო საზოგადოების სახელით, გვსურს მადლობა გადაგიხადოთ საქართველოში თქვენი მრავალწლიანი წარმატებული საქმიანობისთვის და იმ მხარდაჭერისთვის, რომელსაც ჩვენი სამშობლო და სამოქალაქო საზოგადოება ყოველთვის გრძნობდა ევროკავშირისგან - და პირადად თქვენგან. თქვენი საქართველოში ყოფნის პერიოდი დაემთხვა ტრაგიკულ და ისტორიულ მოვლენებს, როგორც საქართველოში - ასევე უკრაინაში. ჩვენ ვაფასებთ და მადლიერები ვართ იმ მხარდაჭერისთვის, რომელსაც ჩვენი სამშობლო ყოველთვის იღებდა საქართველოს მთავარი საგარეო პოლიტიკური მიზნის მისაღწევად - დავუბრუნდეთ ევროპული ერების ოჯახს და დავასრულოთ რუსეთის მიერ აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონის ოკუპაცია, და განსაკუთრებით მადლიერები ვართ იმ მუდმივი და ურყევი მხარდაჭერისთვის, რომელსაც თქვენ ავლენდით ჩვენი სამშობლოს დამოუკიდებლობის, სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობისადმი. ჩვენ ვაფასებთ თქვენს ჩართულობას ყველა იმ რეფორმის გატარებაში, რომლებიც დააახლოებენ საქართველოსა და ევროპის კავშირს, და რომელთა ჩატარება აუცილებელია ჩვენი ქვეყნის თითოეული მოქალაქის ცხოვრების გასაუმჯობესებლად. თქვენ პირადად იყავით ჩართული არაერთ პროექტში, რომელიც მიზნად ისახავდა საქართველოს მოქალაქეების კეთილდღეობის გაზრდას - იქნებოდა ეს ტურიზმის მხარდაჭერა, აგრარული სექტორის განვითარება, თუ საუკეთესო ევროპული გამოცდილების დანერგვა. განსაკუთრებით გვსურს ხაზი გავუსვათ თქვენს პირად წვლილს შარლ მიშელის შეთანხმებისა და საქართველოს ევროპული პერსპექტივის მიღწევის საქმეში - სამწუხაროდ, საქართველოს პოლიტიკურმა კლასმა სათანადოდ ვერ შეაფასა ევროკავშირის ჩართულობის მნიშვნელობა, მაგრამ მომავალში ეს შეთანხმება უკეთესი ქართული, ევროპული დემოკრატიის ქვაკუთხედი გახდება. თქვენ ყველაფერი გააკეთეთ საქართველოს ევროპული მომავლისთვის, საქართველოში ყოფნის დროს უდიდესი პატივისცემითა და მოწიწებით ეკიდებოდით ქართულ კულტურასა და ყველას დაგვამახსოვრეთ თავი თითოეული ჩვენგანის საყვარელი კომპოზიტორის, გია ყანჩელის, შემოქმედების დაფასებით. ეს პატივისცემა და ქართული კულტურის, ჩვენი სიამაყის, დაფასება ყოველთვის გვემახსოვრება. ხაზი გვინდა გავუსვათ, რომ ბოლო პერიოდში „ქართული ოცნების“ მხრიდან გახშირებული ანტიევროპული და ანტიამერიკული განცხადებები, საქართველოს სტრატეგიული მოკავშირეებისა და მეგობარი ქვეყნების ელჩებზე თავდასხმები, საგარეო პოლიტიკისა და ქვეყნის ინტერესების შიდა პოლიტიკურ თამაშში გამოყენების მცდელობები აზიანებს ჩვენი ქვეყნის ეროვნულ ინტერესებს და პირდაპირ საფრთხეს უქმნის ჩვენი ქვეყნის მომავალს. მიუხედავად ამისა, სამოქალაქო საზოგადოება გააგრძელებს ჩვენი ქვეყნის დასავლური მომავლის დაცვას და ყველაფერს გააკეთებს ჩვენი ქვეყნის მთავარი საგარეო პოლიტიკური მიზნის მისაღწევად - დავუბრუნდეთ ევროპული ერების ოჯახს და დავასრულოთ რუსეთის მიერ აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონის ოკუპაცია. დარწმუნებული ვართ, რომ საქართველოში დაწყებული მეგობრობა მომავალშიც გაგრძელდება და ჩვენი ქვეყნის მტკიცე მხარდამჭერად მომავალშიც დარჩებით. მადლობა გაწეული სამსახურისა და იმ მხარდაჭერისთვის, რომელიც ჩვენს ქვეყანას, მოქალაქეებსა და სამოქალაქო საზოგადოებას პირადად თქვენგან ჰქონდა“, - აღნიშნულია განცხადებაში. ამასთან, წერილს ხელს აწერენ: „ევროპულ-ქართული ინსტიტუტი“ (EGI), „სამართლიანი არჩევნებისა და დემოკრატიის საერთაშორისო საზოგადოება“ (ISFED), „ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტი“ (IDFI), „საქართველოს სასამართლოს გუშაგი“, „ღია საზოგადოების ფონდი“, „სამოქალაქო ინიციატივებისა და ინოვაციების ცენტრი“ (CIIC), „ადამიანის უფლებათა ცენტრი“, „საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველო“, „საქართველოს დემოკრატიული ინიციატივა“ (GDI), „მედიის განვითარების ფონდი“ (MDF), „ქალები საერთო მომავლისთვის“ (WECF), „საქართველო საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია“ (GYLA), „საქართველოს რეფორმების ასოციაცია“ (GRASS), „საქართველოს სტრატეგიისა და საერთაშორისო ურთიერთობების კვლევის ფონდი“ (რონდელის ფონდი), „დემოკრატიის ინდექსი“, „საქართველო დამოუკიდებელი იურისტების ჯგუფი“, „უფლებები საქართველო“, „სამოქალაქო იდეა“, „გეოპოლიტიკური კვლევების საერთაშორისო ცენტრი“ (ICGS), „დემოკრატიის კვლევის ინსტიტუტი“ (DRI), „ჭავჭავაძის ცენტრი აღმოსავლეთ ევროპის ცენტრი მრავალპარტიული დემოკრატიისათვის“ (EECMD), „ეკონომიკური პოლიტიკის კვლევის ცენტრი“ (EPRC).  

კელი დეგნანი: შოკირებული ვიყავი ელჩი ჰარცელის მისამართით კომენტარების მოსმენისას

„შოკირებული ვიყავი ამ კომენტარების მოსმენისას ელჩი ჰარცელის მისამართით“, - ამის შესახებ ჟურნალისტებს ამერიკის შეერთებული შტატების ელჩმა საქართველოში კელი დეგნანმა მისი კოლეგის კარლ ჰარცელის მისამართით, მმართველი პარტიიდს ლიდერის განცხადების შეფასებისას განუცხადა. კელი დეგნანის შეფასებით, ეს განცხადება უპატივცემულობა იყო იმ ადამიანის მიმართ, რომელმაც ამდენი იმუშავა საქართველოს ევროპული მომავლისთვის.„შოკირებული ვიყავი ამ კომენტარების მოსმენისას ელჩი ჰარცელის მისამართით. ისეთი უპატივცემულობაა ამის თქმა ადამიანის მიმართ, რომელიც ასეთ მძიმე სამუშაოს ასრულებდა 4 წლის განმავლობაში საქართველოს ევროპული მომავლისთვის. რთული წარმოსადგენია ვინმე, ვინც მეტი გააკეთა საქართველოს დასახმარებლად მის ევროპულ გზაზე აქ მუშაობის პერიოდში. მე სრულად ვუჭერ მხარს მის მიერ გაწეულ რთულ სამუშაოს, რისი საშუალებითაც ის ცდილობდა საქართველოს დახმარებას. ყველამ უნდა აიღოს პასუხისმგებლობა საკუთარ ქმედებებზე და აღიაროს ელჩის მიერ შესრულებული ძალიან კარგი სამუშაო საქართველოში. მან შესანიშნავი გზავნილი დაუტოვა საქართველოს მოსახლეობას და აღწერა თუ რამდენად სასიამოვნო იყო მისთვის საქართველოში ყოფნა“, - განაცხადა კელი დეგნანმა.   „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე ირაკლი კობახიძემ 20 ივლისს განაცხადა, რომ ევროკავშირის ელჩი კარლ ჰარცელი მხოლოდ უარყოფით როლს ასრულებდა ევროკავშირისა და საქართველოს ურთიერთობებში.

კახა კალაძე: კარლ ჰარცელისთვის შეურაცხყოფა არავის მიუყენებია, ადამიანებმა თავიანთი მოსაზრება გამოთქვეს

"კარლ ჰარცელისთვის შეურაცხყოფა არავის მიუყენებია, ადამიანებმა თავიანთი მოსაზრება გამოთქვეს. ნებისმიერ ადამიანს ნებისმიერ ადამიანზე აქვს თავისი მოსაზრების გამოხატვის შესაძლებლობა", - ამის შესახებ "ქართული ოცნების" გენერალურმა მდივანმა, კახა კალაძემ ჟურნალისტებთან განაცხადა.  კელი დეგნანი: შოკირებული ვიყავი ელჩი ჰარცელის მისამართით კომენტარების მოსმენისას "არ ვიცი, ვერ გეტყვით რას გულისხმობს (კელი დეგნანი) კრიტიკაში. შეურაცხყოფა არავის მიუყენებია, როგორც ვიცი. ადამიანებმა გამოთქვეს თავიანთი მოსაზრება. მთავარია, ეს ყველაფერი იყოს ზრდილობის ფარგლებში. ნებისმიერ ადამიანს ნებისმიერ ადამიანზე აქვს თავისი მოსაზრების გამოხატვის შესაძლებლობა", - განაცხადა კალაძემ. ცნობისთვის, „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე ირაკლი კობახიძემ 20 ივლისს განაცხადა, რომ ევროკავშირის ელჩი კარლ ჰარცელი მხოლოდ უარყოფით როლს ასრულებდა ევროკავშირისა და საქართველოს ურთიერთობებში.  

დიეგო კოლასი კარლ ჰარცელის მისამართით გაკეთებულ განცხადებებზე: ეს სევდისმომგვრელია, კარლი იყო ევროპის გუნდის ბრწყინვალე კაპიტანი

საქართველოში საფრანგეთის ელჩი დიეგო კოლასი აცხადებს, რომ ევროკავშირის ყოფილი ელჩის კარლ ჰარცელის მისამართით გაკეთებული განცხადებები „სევდისმომგვრელია“. საფრანგეთის ელჩმა ამით უპასუხა ჟურნალისტების მიერ დასმულ შეკითხვას, რომელიც „ქართული ოცნების“ წარმომადგენლების მიერ საქართველოში ევროკავშირის ყოფილი ელჩის კარლ ჰარცელის მისამართით გაკეთებულ განცხადებებს ეხებოდა. „ვფიქრობ, ეს სევდისმომგვრელია. კარლ ჰარცელთან ერთად სამი წელი ვმუშაობდი. ძალიან ვისიამოვნე მასთან ურთიერთობით, როგორც პროფესიული, ისე პიროვნული კუთხით. ის ძალიან კარგი მეგობარი იყო და ის არის ადამიანი, რომელმაც, ვფიქრობ, ძალიან კარგი საქმე გააკეთა“,- აღნიშნა საფრანგეთის ელჩმა. მისი თქმით, კარლ ჰარცელი იყო ევროპის გუნდის ბრწყინვალე კაპიტანი. „რამდენიმე თვის წინ, ვფიქრობ, ჩვენ შორს ვიყავით იმ წერტილიდან, რასაც ახლა მივაღწიეთ საქართველოს ევროპული ტრანსფორმაციის მხრივ. მთელი ეს სამუშაო, დაუღალავად კეთდება, თვიდან თვემდე, წლიდან წლამდე, საქართველოს რეფორმების გზაზე მხარდაჭერის კუთხით, რათა დავრწმუნდეთ, რომ ყველა შესაძლებლობა არსებობს. ჩვენ ამას ვაკეთებთ. ჩვენ ეს ერთად გავაკეთეთ. კარლი იყო ევროპის გუნდის ბრწყინვალე კაპიტანი და მე ძალიან მსიამოვნებდა მასთან მუშაობა. მე მესმის, რატომ არის ზოგიერთი იმედგაცრუებული, რადგან არის განცდა, რომ საქართველოს შეეძლო, ან უნდა მიეღო, შესაძლოა იმაზე მეტიც, ვიდრე მიიღო“ , - დასძინა კოლასმა. საფრანგეთის ელჩი ფიქრობს, რომ მთელი ქვეყნის მასშტაბით ენერგია უნდა იყოს ფოკუსირებული იმისთვის, რომ რეფორმების დღის წესრიგში დინამიზმი იყოს. „ვფიქრობ, ეს შესაძლებელია და ვფიქრობ, რომ ეს არის ის, რაზეც ხალხი უნდა იყოს ფოკუსირებული“, - განაცხადა კოლასმა. შეგახსენებთ, „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე ირაკლი კობახიძემ 20 ივლისს განაცხადა, რომ ევროკავშირის ელჩი კარლ ჰარცელი მხოლოდ უარყოფით როლს ასრულებდა ევროკავშირისა და საქართველოს ურთიერთობებში. წყარომ -ipn

კობახიძე ევროპარლამენტარებთან შეხვედრის შემდეგ: განვმარტეთ, რას ვგულისხმობდით იმაში, რომ კარლ ჰარცელმა მხოლოდ ნეგატიური როლი შეასრულა ევროკავშირსა და საქართველოს შორის ურთიერთობებში

„ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს“ თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ პარტიის ოფისში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა, რომ ევროპარლამენტარებმა კიდევ ერთხელ დააფიქსირეს მხარდაჭერა საქართველოს და საქართველოს ევროპული კურსის მიმართ, რაც იძლევა ოპტიმიზმის საფუძველს. „დღეს გვქონდა შეხვედრა ევროპარლამენტარებთან, რომელსაც ხელმძღვანელობდა დევიდ მაკალისტერი. შედგა ძალიან საინტერესო დისკუსია ყველა თემასთან დაკავშირებით, რაც უკავშირდება ქვეყნის შიგნით და რეგიონში მიმდინარე მოვლენებს. ასევე გვქონდა საუბარი მთავარ საკითხთან დაკავშირებით, რომელიც ჩვენი ქვეყნის დღის წესრიგშია. ეს არის კანდიდატის სტატუსის მინიჭების საკითხი. შევეხეთ ამომწურავად ამ თემას. მათ შორის ჩვენი მოსაზრებები გამოვთქვით თანმდევ საკითხებთან დაკავშირებით, როგორის არის ევროპარლამენტის რეზოლუცია, ცალკეული ჩანაწერები, რომლებიც მოხვდა ევროკომისიის შეფასებებში. რა თქმა უნდა, ამ საუბრის შინაარსს დეტალურად გარეთ ვერ გამოვიტანთ. ეს იყო დახურული შეხვედრა, მაგრამ შემიძლია გითხრათ, რომ იყო ძალიან საინტერესო დისკუსია ყველა თემასთან დაკავშირებით. მათ კიდევ ერთხელ დააფიქსირეს მხარდაჭერა საქართველოს და საქართველოს ევროპული კურსის მიმართ, რაც იძლევა ოპტიმიზმის საფუძველს“, - განაცხადა ირაკლი კობახიძემ. კითხვას, განიხილეს თუ არა ომში ჩართვის საკითხთან დაკავშირებული განცხადებები, კობახიძემ უპასუხა, რომ ამ თემაზე დეტალურად არ უსაუბრიათ. „ჩვენ თუ რამის თქმა გვინდა, ამას ვიტყვით იმ ფორმით და იმ დროს, როცა საჭიროდ ჩავთვლით. ერთადერთი რაც შეგვიძლია ვთქვათ საზოგადოების წინაშე, არის ის, რომ ომის თავიდან აცილება ჩვენი უმთავრესი მიზანი და ამოცანა. მადლობა ღმერთს, ამ მიზანს მივაღწიეთ“, - განაცხადა ირაკლი კობახიძემ. მისივე თქმით, ოლიგარქიზაციის შესახებ ჩანაწერი ოპოზიციის რადიკალური ნაწილის მხრიდან გამოიყენება პოლარიზაციის გაღრმავებისთვის. „საუბრის დეტალებს გარეთ ვერ გამოვიტანთ, მათი პასუხის გარეთ გამოტანა ჩვენი პრეროგატივა არ არის. მე შემიძლია გითხრათ, რა საკითხები დაისვა ჩვენი მხრიდან და იმედი გვაქვს, ჩვენი პოზიციები სამომავლოდ, მხედველობაში იქნება მიღებული, რათა შემცირდეს პოლარიზაციის ხარისხი“, - განაცხადა ირაკლი კობახიძემ. „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის თქმით, „დღეს დამსწრე ევროპარლამენტარების უმეტესობა მიუკერძოებელი იყო ამ შეხვედრაზე“. კობახიძის თქმით, ევროპარლამენტარებს ჰქონდათ ჯანსაღი რეაქცია იმ საკითხებზე, რომლებიც „ქართული ოცნების“ წევრებმა დასვეს. ირაკლი კობახიძემ ბრიფინგის ბოლოს ისაუბრა, რომ ევროკავშირის ელჩის საკითხსაც შეეხნენ შეხვედრისას. „ჩვენ განვმარტეთ, რას ვგულისხმობდით იმაში, რომ კარლ ჰარცელმა მხოლოდ ნეგატიური როლი შეასრულა ევროკავშირსა და საქართველოს შორის ურთიერთობებში. ეს არის ფაქტი და შეგვიძლია, ჩვენს მეგობრებს დეტალური ინფორმაციაც მივაწოდოთ. საჯაროდ საუბრისგან თავს ვიკავებთ, მაგრამ მეგობრებს, ევროპარლამენტარებს შეგვიძლია, გავუზიაროთ დეტალური ინფორმაცია, თუ რაში გამოიხატებოდა ეს უარყოფითი როლი და კიდევ ერთხელ გამოვთქვით იმედი, რომ მომავალი ელჩი სხვაგვარად იმოქმედებს“, - აღნიშნა ირაკლი კობახიძემ. ცნობისთვის, „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ 20 ივლისს განაცხადა, რომ ევროკავშირის ელჩი კარლ ჰარცელი მხოლოდ უარყოფით როლს ასრულებდა ევროკავშირისა და საქართველოს ურთიერთობებში.

სალომე ზურაბიშვილი: არ შეიძლება, ჩვენ ვიყოთ მგონი მსოფლიოში ერთადერთი ქვეყანა, რომელიც ამ ტონით ეკამათება ხან ევროპარლამენტს, ხან ელჩებს

„პოლარიზაციის მიმართ რაც შემეძლო და რასაც შევძლებ, ყველაფერს გავაკეთებ. ეს არ არის პოლარიზაცია, ეს არის საქართველოს რეპუტაციის დაცვა. არ შეიძლება, ჩვენ ვიყოთ მემგონი მსოფლიოში ერთადერთი ქვეყანა, რომელიც ამ ტონით ეკამათება ხან ევროპარლამენტს, ხან ამერიკის ელჩს, ხან სხვა ცალკეულ ელჩებს“, – ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა განაცხადა. „არ შეიძლება, რომ ჩვენ ვიყოთ მემგონი მსოფლიოში ერთადერთი ქვეყანა, რომელიც ამ ტონით ეკამათება ხან ევროპარლამენტს, ხან ამერიკს ელჩს, ხან ცალკეულ სხვა ელჩებს. 40 წელი მქონდა დიპლომატიური გამოცდილება, ასეთი წესები არ მინახავს. არ მინახავს, რომ პრემიერი წერდეს, ჯერ ერთი ეს ნიშნავს, რომ ინსტიტუტების არ გვესმის არაფერი, წერდეს კომისიის თავმჯდომარეს იმისთვის, რომ გაემიჯნოს ევროპარლამენტს. როცა გამიჯნულია ისედაც, რადგან სხვა ტერმინოლოგია გამოიყენა ევროპულმა საბჭომ და არა გადმოიტანა ყველა ის ტერმინი, რაც იყო ევროპარლამენტისგან რეზოლუციაში ჩასმული. არის რაღაცები დიპლომატიაში, ჯერ ერთი, ინსტიტუტების ურთიერთობა, ერთია კომისია, რომელიც არ მისცემს შენიშვნებს და არ გაემიჯნება ევროპარლამენტს. უნდა იცოდე, რომ ეს არის ორი ცალკე, დამოუკიდებელი ინსტიტუტი, რომელიც ერთმანეთს პატივს სცემს, რასაც, მესმის, რომ ჩვენ არ ვართ მიჩვეული. პოზიციის დაფიქსირება ხდება დიპლომატიურ ტერმინებში, როცა არის საქმეები გადასაწყვეტი. შეიძლება ერთი ერთზე. აგერ იყო ურსულა ფონ დერ ლაიენი ბაქოში. ჩვენ ძალიან კარგი ურთიერთობები გვაქვს აზერბაიჯანთან. რა უნდოდა, რომ გვეთქვა, ჩამოფრინდეს, ნახევარი საათით გვაქვს სასაუბრო. რატომ არავინ არ ჩასულა 12 პუნქტის შემდეგ, რომ რეალურად გაგვერკვია, როგორ არის ეს პუნქტები, რამდენად არის მთლიანად მართლა ჩვენ მიერ შესასრულებელი, თუ არის რაღაცა ლავირების საშუალებები, ამას ჰქვია მუშაობა. მაგრამ ჩვენ გვირჩევნია, რომ ბრალდება ხან ერთზე, ხან მეორეზე, ჩვენ ვართ მართლები და ამით საქმე არ კეთდება“, – განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა საზოგადოებრივი მაუწყებლის ეთერში.